ეჭვი ღმერთშის არსებობაში
როდესაც ღმერთში ეჭვი გეპარებათ, ღმერთი თავისი უსასრულო შესაძლებლობებიდან არცერთს არ კარგავს. თქვენ შეგიძლიათ, თუ გსურთ, ღვთის არსებობაში ეჭვი გეპარებოდეთ იმიტომ, რომ ის თქვენს წინ არ დგას; თქვენ მას შეგნებულად ვერ ხედავთ და ვერ ამჩნევთ. მაგრამ ნუ გეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში. თუ ვინმე სხვამ შეიცნო ღმერთი, რატომ თქვენ არ გძალუძთ? იგივე ღმერთი, რომელიც მასშია, თქვენშიც არსებობს. ყველა სული ერთი და იმავე წყაროდან - ღმერთიდანაა გამოსული. თუ ერთმა ადამიანმა შეიცნო ღმერთი თავისი სულის მისწრაფებით, თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება.თქვენი ეჭვი უსაფუძვლოა. თქვენი მისწრაფემა თუნდაც არ იყოს ისეთი ინტენსიური, როგორც სხვისია, მაინც უნდა გრძნობდეთ: ღმერთი თქვენში მანამ არ განხორციელდება, სანამ მას არ შეიცნობთ. ღვთის არსებობა უნდა განხორციელდეს თქვენში და თქვენი მეშვეობით. თუ თქვენმა მეგობარმა შეიცნო ღმერთი, თქვენ კი ჯერჯერობით არ შეგიცვნიათ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი განუხორციელებელი რჩება. ის განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა მას ყველა ადამიანი შეიცნობს.
თქვენ შეიძლება ღვთის არსებობის აბსოლუტური რწმენა გქონდეთ, მაგრამ ეჭვი გეპარებოდეთ ღვთის მიმტევებლობაში. თქვენ შეიძლება იკითხოთ: ნუთუ მართლაა ღმერთი ასეთი მიმტევებელი? უამრავი შეცდომა ჩამიდენია ჩემს ცხოვრებაში. ის კი მაინც გამიზიარებს თავის ცოდნას-სინათლეს? რატომ უნდა ავლენდეს თავის უპირობო შებრალებას ჩემს მიმართ?“ იმისთვის, რომ დაამარცხოთ ასეთი ეჭვები, გაიხსენეთ, რომ ერთ დროს თქვენ სული იყავით სულთა სამყაროში. ვინ მოიყვანა თქვენი სული ამ სამყაროში? ეს ღმერთი იყო. სანამ შეგნებულად მიმართავდით სულიერებას, ღვთაებრიობას და რეალობას, ღმერთმა სიცოცხლე გიბოძათ. ღმერთმა ღვთაებრიობის გზავნილი გიბოძათ. თქვენ უკვე ხედავთ, რამდენი რამ გიბოძათ ღმერთმა, თუმცა არასოდეს შეგნებულად არ გითხოვიათ. ეს ყველაფერი სულის მეშვეობით მოვიდა თქვენთან. ვინ შექმნა თქვენი სული? ღმერთმა. ვინ გიბოძათ ის? ღმერთმა. ვინ აღასრულებს თქვენს თავს თქვენი სულის მეშვეობით? ისევ და ისევ ღმერთი. ასე რომ თქვენ ადვილად შეგიძლიათ ღვთის მზრუნველობაში დარწმუნდეთ.
ღვთის ამოცანაა განახორციელოს და გამოავლინოს საკუთარი თავი დედამიწაზე. თუ შეგნებულად მიისწრაფვით, მაშინ მას გაუადვილდება საკუთარი თავის განხორციელება და გამოვლენა თქვენი მეშვეობით. თუ დაანახვებთ მას თქვენს გულწრფელობას და მისწრაფებას, და ერთ ნაბიჯს მისკენ გადადგამთ, ის ოთხმოცდაცხრამეტ ნაბიჯს გადმოდგამს თქვენსკენ. თქვენ მისცემთ იმას, რისი მიცემაც შეგიძლიათ, ღმერთი კი გიბოძებთ არა მხოლოდ იმას, რაც მას აქვს, არამედ იმასაც, რასაც წარმოადგენს. რაც მას აქვს - უსასრულო მზრუნველობაა და რასაც წარმოადგენს - უსასრულო სინათლეა.
*ჩემო უფალო უზენაესო,* *რას გააკეთებ ჩემთვის* *თუ ჩემს გულში მოყვავილე რწმენას გაჩუქებ?* *„შვილო ჩემო,* *მე შენგან წავიღებ* *შენი გონების ეჭვების გროვას.“*