მაიმუნი-ეჭვი

როდესაც ეჭვი ან რომელიმე სხვა ნეგატიური ძალა შემოდის თქვენში, შეხედეთ მას, როგორც მაიმუნს, რომელიც გამუდმებით გაწუხებთ. თქვენ ლოცულობთ და მედიტირებთ, ეს მაიმუნი კი გაწუხებთ. თქვენ მაიმუნს აძლევთ უფლებას, რომ თავი მოგაბეზროთ, ეს იმიტომ, რომ მომთმენი ხართ. შეჯიბრი მიმდინარეობს თქვენს მოთმინებასა და მაიმუნის თავხედურ ოინებს შორის. რადგანაც მაძიებელი ხართ, თქვენ აუცილებლად მეტი მოთმინების უნარი უნდა გქონდეთ, ვიდრე მას, ვინც არ მიისწრაფის. მაიმუნი არ მიისწრაფის, ასე რომ მაიმუნის მოთმინება თქვენსას ვერ შეედრება. ჩვენ ეგო გვაქვს; მაიმუნსაც ეგოს მაგვარი რამ აქვს. თუ არავითარ ყურადღებას არ აქცევთ მას, ბოლოსდაბოლოს, მაიმუნი იგრძნობს, რომ თქვენთვის თავის მობეზრება მისი ღირსების შემლახველია. მოთმინებას აქვს უნარი, გააქროს ყველა ბოროტი ძალა, და თუ გაქვთ მოთმინება, ნეგატიური ძალები ვერასოდეს გაიმარჯვებენ.

*ეჭვი ძველი სენია.* *რწმენა გამოცდილი წამალია.* *შებრალება გამოცდილი ექიმია.* *მზრუნველობა გამოცდილი მედდაა.*

ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით woj 20
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.