იყავნ ნებაჲ შენი

ორი ათასი წლის წინ მაცხოვარმა ქრისტემ ჩაგვიტარა გაკვეთილი: „იყავნ ნებაჲ შენი.“ მილიონი ლოცვა შესთავაზეს ღმერთს, მაგრამ არ არსებობს ამაზე უკეთესი, ამაზე დიდი, ამაზე განმახორციელებადი ლოცვა. თუ გვიყვარს ღმერთი, ვბედნიერდებით. თუ ვემსახურებით ღმერთს, უფრო ვბედნიერდებით. თუ საკუთარ ნებას ვაბარებთ ღვთის ნებას, ჩვენ უბედნიერესნი ვხდებით.

თუ რამე ღვთის ნებით ხდება, ჩვენ ვგრძნობთ გარკვეულ შინაგან სიხარულს ან კმაყოფილებას მანამდე, სანამ მის კეთებას დავიწყებთ. მუშაობის დროს ასევე ვიგრძნობთ სიხარულს. ბოლოს, ვიგრძნობთ, რომ ჩვენ ერთნაირად ბედნიერები ვიქნებით იმისდა მიუხედავად, ნაყოფიერი იქნება ჩვენი მოღვაწეობა თუ უნაყოფო. ჩვეულებრივ, ჩვენ ბედნიერები ვართ მხოლოდ მაშინ, როცა წარმატებას ვაღწევთ და გამარჯვებას ვხედავთ მოგზაურობის ბოლოს. მაგრამ თუ ძალგვიძს, ისეთივე ბედნიერება, სიხარულა და კმაყოფილება განვიცადოთ წარმატებისა თუ მარცხის მოუხედავად, და თუ ძალგვიძს, ხალისიანად შევთავაზოთ ჩვენი მოღვაწეობის შედეგი ღმერთს, მაშინ გვეცოდინება, რომ ღვთის ნება აღვასრულეთ.

ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით woj 118
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.