იყავი ბედნიერი
იყავი ბედნიერი! შენ ღვთის უდიდეს წყალობად იქცევი, მის უდიდეს სიამაყედ.
იყავი ბედნიერი! გუშინდელ სამყაროს სურს , რომ შენ დატკბე სუნთქვით, რომელიც ებარება ღმერთს. დღევანდელ სამყაროს სურს, რომ შენ დატკბე სუნთქვით, რომელიც ჩაბარდა (მიენდო) ღმერთს. ხვალინდელ სამყაროს სურს, რომ შენ დატკბე სუნთქვით, რომელსაც განხორციელება მოაქვს.
იყავი ბედნიერი! დილით იყავი ბედნიერი იმით, რაც გაქვს. საღამოს იყავი ბედნიერი იმით, რაც ხარ.
იყავი ბედნიერი! ნუ ჩივი. ვინ ჩივის? ბრმა მათხოვარი შენში. როცა ჩივი, შენ ცეკვავ უმეცრების ჭაობში. როცა არ ჩივი, სამყაროს ყველა დაპირება შენს ფერხთითაა, ღმერთი კი ახალ სახელს გარქმევს: მისწრაფებას. მისწრაფება უდიდესი სიმდიდრეა სინათლისა და აღტაცების სამყაროში.
იყავი ბედნიერი! არასოდეს გინდა იყო ღარიბი? მაშინ იყავი ბედნიერი. გინდა ოდესმე დიდი იყო? მაშინ იყავი ბედნიერი.
იყავი ბედნიერი! შენ მიიღებ იმას, რაც ყველაზე მეტად გსურს. შენ გახდები ის, ვინც ყველაზე მეტად გსურს, რომ გახდე.
იყავი ბედნიერი! ღმერთი ხედავს შენში თავის მისწრაფებულ ქმნილებას, თავის გარდამქნელ რეალიზაციას, თავის გამსხივოსნებელ გამოცხადებას, თავის სრულ გამოვლინებას.
იყავი ბედნიერი! ღმერთი ხედავს შენში კიდევ ერთ ღმერთს. ღმერთი გხედავს, როგორც კიდევ ერთ ღმერთს. ღმერთი გხედავს შენ და საკუთარ თავს, როგორც ერთ მთლიანს.