თავი მეჩვედმიტე
სიხარულის ფრთები
*რა არის სიხარული?* *ჩიტია, რომლის დაჭერა* *ჩვენ ყველას გვსურს.* *იმავე ჩიტის ყურება გვიყვარს,* *როცა დაფრინავს.*
ბედნიერება სიყვარულია, რომელიც ჩუხჩუხით მიედინება ჭეშმარიტი ცხოვრების სიახლესა და სისავსეში. როდესაც გული ბედნიერია, ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ ვყვინთავთ, დავფრინავთ. წინსვლა მოძრაობაშია, ვმოძრაობთ, როცა გვიხარია და სიხარულად ვიქცევით. როცა ბედნიერები ვართ, ჩვენ ნამდვილ პროგრესს ვაღწევთ.
როგორც მაცხოვარი ქრისტე გვასწავლიდა, - „ცათა სასუფეველი თქვენშია.“ ღვთის სასუფეველი ისეთი რამაა, რაც შეიძლება ვიგრძნოთ; ის ჩვენი შინაგანი მიღწევის საკითხია.
ზეცა ცნობიერების დონეა, რომელიც სიმშვიდით და აღტაცებითაა სავსე. ზეცას ჩვენ ვქმნით ჩვენი ღვთაებრივი აზრებით. იმ წამს, როდესაც კარგზე ვფიქრობთ, იმ წამს, როდესაც ვლოცულობთ და ვმედიტირებთ, და ვცდილობთ მიღებული შინაგანი სინათლის შეთავაზებას მთელი სამყაროსათვის, ჩვენ ვიწყებთ ზეცაში ცხოვრებას. ჩვენს მისწრაფებას, ჩვენს აღმავალ შინაგან ვედრებას მივყავართ ამ სასუფეველში. რაც უფრო შორს გავცდებით ჩვენი შეზღუდული ცნობიერების ფარგლებს, მით უფრო სწრაფად შევალთ ჩვენს უღრმეს, უსასრულო ცნობიერებაში და მით უფრო ახლოს ვიხილავთ, ვიგრძნობთ და დავეუფლებით ჩვენში მყოფ ცათა სასუფეველს. დიახ, ცათა სასუფეველი ჩვენშია. და არა მხოლოდ შეგვიძლია ვიგრძნოთ ის, არამედ, ეჭვმიუტანლად ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ის.
*მარად აღმავალი ალი* *ჩემი გულის ვედრებისა-მისწრაფებისა* *წყაროა ჩემი ცხოვრების* *მარად მზარდი სიხარულისა და აღტაცებისა.*