შინაგანი მზე
ერთხელ მონღოლთა დიდმა იმპერატორმა აკბარმა კითხა თავის მინისტრს: „ბირბალ, კარგახანია, ერთი კითხვა არ მასვენებს. დარწმუნებული ვარ, შენ შეძლებ პასუხის გაცემას. ჩვენ ყველაფერს ნათლად ვხედავთ მზის სინათლეზე, მაგრამ არის ისეთი რამ, რასაც ვერ დავინახავთ მზის სინათლეზეც კი?“
„დიახ, ჩემო უდიდებულესობავ, - უპასუხა ბირბალმა. - არსებობს ისეთი რამ, რისაც ვერ დაინახავ მზის სინათლეზეც კი. მზის სინათლეც ვერ გაანათებს მას.“
„რა არის ეს, ბირბალ?“
„თქვენო უდიდებულესობავ, ეს ადამიანის გონების სიბნელეა“
ბარბალის პასუხი აბსოლუტურად სწორია. ერთადერთი კითხვა, რაზეც ბირბალიც ვერ უპასუხებდა გახლავთ: თუ არსებობს ისეთი რამ, რაც დაგვანახებს კაცთა უგუნურობას და გაასხივოსნებს მას? ჩვენ ვასხივოსნებთ გონების სიბნელეს, გაუნათლებლობას, უმეცრებას, უსუფთაობას ჩვენი შინაგანი მზის წინა პლანზე გამოტანით. ჩვენი შინაგანი მზე, რომელიც ფიზიკურ მზეზე უსასრულოდ უფრო კაშკაშაა, გაფანტავს საუკუნოვან ღამეს-უვიცობას.
*გიყვარდეს ჭეშმარიტება. ეს ადამიანური გასხივოსნებაა.* *გახდი ჭეშმარიტება. ეს ღვთაებრივი გასხივოსნებაა.* *შენ ხარ ჭეშმარიტება. ეს უზენაესი გასხივოსნებაა.*