მანტრების მღერა
თუ გინდათ მიაღწიოთ თქვენი ბუნების სრულ გაწმენდას, ყველაზე ეფექტური შეიძლება მანტრების გამღერება აღმოჩნდეს. მანტრა მაგიური ფორმულაა, ის შეიძლება იყოს მარცვალი, სიტყვა, რამოდენიმე სიტყვა ან წინადადება. მანტრის გამეორებით ჩვენ შეგვიძლია მთელი არსება გავისუფთაოთ. თვით სიტყვის „სისუფთავის“ წარმოთქმას შეუძლია შეცვალოს ჩვენი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება. გაიმეორეთ სიტყვა "სისუფთავე" დღეში ასრვა ჯერ, მარჯვენა ხელის დადებით ჭიპის არეში. თქვენ ნახავთ, რომ თქვენში შემოვა უსაზღვრო სისუფთავე და იდინებს თქვენში.არსებობს კიდევ ერთი მანტრის გამღერების სისტემატიზირებული ხერხი. აირჩიეთ მანტრა, რომელიც მოგწონთ, მაგალითად, "აუმ" - სამყაროს საკრალური ბგერა, ან ერთერთი ღვთის სახელი. პირველ დღეს შეგიძლიათ გაიმეოროთ მანტრა ხუთასჯერ, მეორე დღეს - ექვსასჯერ. ყოველდღე ზარდეთ მანტრის გამეორების რიცხვი ასით მანამ, სანამ არ ახვალთ ათას ორასამდე, ამის შემდეგ ყოველდღიურად მანტრის გამეორების რიცხვი ასით შეამცირეთ მანამ, სანამ ხუთასს არ დაუბრუნდებით. აკეთეთ ეს სავარჯიშო ერთი თვის განმავლობაში. და მაშინ მიუხედავად იმისა, გინდათ თუ არა თქვენი სახელის შეცვლა, სამყარო მაინც ახალ სახელს შეგარქმევთ და ეს სახელი იქნება „სისუფთავე“.
თუ მანტრის გამეორებისას თვლა აგერიათ, არა უშავს. უბრალოდ დაიწყეთ ნებისმიერი ახლო რიცხვიდან. თვლის მიზანია, განაცალკევოს თქვენი ცნობიერება სხვა რამისგან. თვლისას, თქვენ ვერ იფიქრებთ სხვა რამეზე. ამ დროს შეეცადეთ შეხვიდეთ სიმშვიდის სამყაროში, რომელიც მანტრის სიღრმეში იმყოფება. მაშინ თქვენ თვლა საერთოდ არ დაგჭირდებათ. თქვენი ცნობიერება ფოკუსირებული იქნება იმაზე, რასაც იმეორებთ, და თქვენ იგრძნობთ, რომ მხოლოდ მანტრის შინაგან მნიშვნელობაზე მედიტერებთ.
სწორედ მუდმივი შინაგანი ვედრებით ჩვენ ვაღწევთ და ვზრდით სისუფთავეს. როდესაც ჩვენი შინაგანი ვედრება მაღლა მიიწევს, ჩვენ თანდათანობით ვასხივოსნებთ მთელ ჩვენს არსებას, და როცა მოდის გასხივოსნება, ჩვენში სპონტანურად მკვიდრდება სისუფთავე. მე ვახსენე რამოდენიმე სულიერი ვარჯიში, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ სისუფთავის მოპოვებაში. მაგრამ სისუფთავეს, რომელიც მარად გრძელდება, ანუ უმაღლესი საფეხურის სუსუფთავეს ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ შინაგანი ვედრებით უმაღლესი უზენაესადმი.