არსებობს კიდევ ერთი მანტრის გამღერების სისტემატიზირებული ხერხი. აირჩიეთ მანტრა, რომელიც მოგწონთ, მაგალითად, "აუმ" - სამყაროს საკრალური ბგერა, ან ერთერთი ღვთის სახელი. პირველ დღეს შეგიძლიათ გაიმეოროთ მანტრა ხუთასჯერ, მეორე დღეს - ექვსასჯერ. ყოველდღე ზარდეთ მანტრის გამეორების რიცხვი ასით მანამ, სანამ არ ახვალთ ათას ორასამდე, ამის შემდეგ ყოველდღიურად მანტრის გამეორების რიცხვი ასით შეამცირეთ მანამ, სანამ ხუთასს არ დაუბრუნდებით. აკეთეთ ეს სავარჯიშო ერთი თვის განმავლობაში. და მაშინ მიუხედავად იმისა, გინდათ თუ არა თქვენი სახელის შეცვლა, სამყარო მაინც ახალ სახელს შეგარქმევთ და ეს სახელი იქნება „სისუფთავე“.
თუ მანტრის გამეორებისას თვლა აგერიათ, არა უშავს. უბრალოდ დაიწყეთ ნებისმიერი ახლო რიცხვიდან. თვლის მიზანია, განაცალკევოს თქვენი ცნობიერება სხვა რამისგან. თვლისას, თქვენ ვერ იფიქრებთ სხვა რამეზე. ამ დროს შეეცადეთ შეხვიდეთ სიმშვიდის სამყაროში, რომელიც მანტრის სიღრმეში იმყოფება. მაშინ თქვენ თვლა საერთოდ არ დაგჭირდებათ. თქვენი ცნობიერება ფოკუსირებული იქნება იმაზე, რასაც იმეორებთ, და თქვენ იგრძნობთ, რომ მხოლოდ მანტრის შინაგან მნიშვნელობაზე მედიტერებთ.
სწორედ მუდმივი შინაგანი ვედრებით ჩვენ ვაღწევთ და ვზრდით სისუფთავეს. როდესაც ჩვენი შინაგანი ვედრება მაღლა მიიწევს, ჩვენ თანდათანობით ვასხივოსნებთ მთელ ჩვენს არსებას, და როცა მოდის გასხივოსნება, ჩვენში სპონტანურად მკვიდრდება სისუფთავე. მე ვახსენე რამოდენიმე სულიერი ვარჯიში, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ სისუფთავის მოპოვებაში. მაგრამ სისუფთავეს, რომელიც მარად გრძელდება, ანუ უმაღლესი საფეხურის სუსუფთავეს ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ შინაგანი ვედრებით უმაღლესი უზენაესადმი.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj