შენ ხარ ღვთის ლამპარი?
„შენ ხარ ღვთის, უზენაესის ლამპარი?“ „დიახ.“ „რას აკეთებ?“ „მე მისწრაფების ალს სიყვარულით ვანთებ სამყაროში-სურვილში.“„შენ ხარ ღვთის, უზენაესის ლამპარი?“ „დიახ.“ „რას აკეთებ?“ „მე ერთგულად ვასხივოსნებ სამყაროს-თავდადებას.“
„შენ ხარ ღვთის, უზენაესის ლამპარი?“ „დიახ.“ „რას აკეთებ?“ „დილით მე ზეშთაგონებულად ვკვებავ ღვთის სამყაროს-ხსნას. დღისით მე უანგაროდ ვკვებავ ღვთის სამყაროს-გათავისუფლებას. საღამოს მე უპირობოდ ვკვებავ ღვთის სამყაროს-რეალიზაციას. დაბოლოს, მთელი ღამე ჩემს მამასთან-სრულყოფილებასთან-კმაყოფილებასთან ერთად ვილხენ.“
„ჩემო მარადიულო მეგობარო, შენ ამდენს აკეთებ შენი საყვარელი უზენაესისთვის. ახლა მეც მინდა შენთვის რაიმე გავაკეთო. მე შენთვის მოვიწევ მადლიერების უმდიდრეს მოსავალს აქ, დედამიწაზე. მე შენთვის მოვიწევ სიამაყის უმდიდრეს მოსავალს იქ, ზეცაში.“
Sri Chinmoy, მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977