რატომ გეჩქარებათ?
რატომ გეჩქარებათ? ფიქრობთ, რომ თქვენი მატარებელი-მისწრაფება, რომელიც მიზნისკენ-კმაყოფილებისკენ მიემგზავრება, მალე გადის, თქვენი სხეული, ვიტალი, გონება და გული კი არ არიან მზად, და მხოლოდ თქვენი სულია მზად?რატომ გეჩქარებათ? ფიქრობთ, რომ ღვთის საათმა უკვე დარეკა, სანამ თქვენ მაგრად გეძინათ? ამიტომაც დაღონებული, დაბნეული და შეშინებული ხართ? ამიტომაც უკიდურესად ჩქარობთ ილოცოთ და იმედიტიროთ, რათა იხილოთ ღვთის სახე?
რატომ გეჩქარებათ? ფიქრობთ, რომ დრო გავიდა, და ღვთისადმი მიცემული დაპირება შეუსრულებელი რჩება? თქვენ თავს ნაღვლიანად და საცოდავად გრძნობთ, რადგან არ ხართ ჭეშმარიტების ბოლომდე ერთგული ადამიანი? თქვენ გრძნობთ, რომ არ ხართ ნამდვილი ერთგული და ზეშთაგონებული ღვთის ინსტრუმენტი? ამიტომ ხომ არ ჩქარობთ იმედიტიროთ, შიგნით ჩაღრმავდეთ, გააკეთოთ ის, რაც საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად?
რატომ გეჩქარებათ? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენ უკიდურესად გჭირდებათ ნაყოფიერი ღიმილი თქვენი საყვარელი უზენაესისგან თქვენი ზეშთაგონებული ვედრების საპასუხოდ? მხოლოდ ამ ნაყოფიერ ღიმილს შეუძლია მიანიჭოს თქვენს სიცოცხლეს თავისი მასაზრდოებელი სუნთქვა, თქვენს გულს - თავისი მასაზრდოებელი სიყვარული, თქვენს გონებას - თავისი მასაზრდოებელი სიცხადე, თქვენს ვიტალს - თავისი მასაზრდოებელი მთლიანობა და თქვენს სხეულს - თავისი მასაზრდოებელი სისუფთავე. ამიტომ ხომ არ ჩქარობთ?
თუ ყველა ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ მინდა ვთქვა, რომ ყველა მიზეზი გაქვთ, იჩქაროთ. დღეს თუ გაუშვით თქვენი მატარებელი-მისწრაფება, რომელიც მიზნისკენ-რეალიზაციისკენ მიდის, მაშინ დარწმუნებული იყავით: თქვენ უსასრულოდ დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. თუ დროზე მიხვალთ, თუ მიუსწრებთ მატარებელს-მისწრაფებას, რომელიც მიზნისკენ-რეალიზაციისკენ მიემართება, მაშინ თქვენ აუცილებლად ნახავთ ყველაფერს, რის ნახვაც გსურდათ, იგრძნობთ ყველაფერს, რის შეგრძნება გსურდათ და გახდებით ის ყველაფერი, რადაც გახდომა გსურდათ. ასე რომ, ნუ გაუშვებთ მატარებელს-მისწრაფებას.