შენაცვლებები
ჩვენ ხშირად ვენაცვლებით ერთმანეთს, მაგრამ ღმერთს არ სჭირდება არანაირი შენაცვლება. თამაშის მსვლელობის დროს, თუ ერთერთი თანაგუნდელი დაშავდა, ჩვენ უცებ შევანაცვლებთ მას სხვა წევრით. ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ დედამიწაზე, ჩვენ მიდრეკილნი ვართ მოვძებნოთ შემცვლელი, თუ აუცილებლობა მოითხოვს. მაგრამ რაც შეეხება ღმერთს, მას არ სჭირდება არავის შენაცვლება. მას არასოდეს სურს შენაცვლება თავის გუნდში. რატომ, რატომ?ღმერთს სურს, რომ შენ მის გუნდში იყო და იკავებდე განსაკუთრებულ ადგილს. მას სურს, რომ შენ გარკვეულ ადგილას იყო და გარკვეულ საქმეს აკეთებდე მის კოსმიურ თამაშში. შენ შეგიძლია იმის თქმა რომ ავად ხარ, არ ხარ კარგ განწყობაზე, დღეს შენ მენტალურად აღელვებული ხარ, დღეს სიზარმაცე დაგეუფლა. შეგიძლია მილიონობით მიზეზი გამონახო, თუ რატომ გსურს დასვენება და რატომ უნდა შეგცვალოს ვინმემ.
მაგრამ ღმერთი მეტყვის: „შენ გსურს, რომ შეგანაცვლონ, მაგრამ ნუთუ არ გესმის, რომ ყოველ ადამიანს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი? მე მსურს, რომ ჩემს კოსმიურ თამაშში, შენ განსაკუთრებული როლი ითამაშო. თუ შემომთავაზებ შეგანაცვლო, მაშინ შემცვლელმა თავისი ადგილი უნდა დატოვოს; მან კი თავისი როლი უნდა ითამაშოს. კოსმიურ ფეხბურთში მე შემიძლია გთხოვო ცენტრალური ფორვარდის როლი ითამაშო, შენ მეგობარს კი შემიძლია ვთხოვო მარჯვენა შემტევის როლი ითამაშოს. თუ უბრალოდ იმიტომ, რომ შენ არ ხარ კარგ განწყობაზე, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემზე ხარ გაბრაზებული, უბრალოდ იმიტომ, რომ საქმე ისე ვერ მიდის, შენ შემცველი გინდა, - ნუთუ არ გესმის, რომ ამ ადამიანს საკუთარი ადგილის დატოვება მოუწევს? თუ ის შენს როლს ითამაშებს, მაშინ საკუთარ როლს ვერ ითამაშებს. თუ შენ გამუდმებით შენაცვლებას ითხოვ, თუ მთელი მსოფლიო შენაცვლებას ითხოვს, მაშინ როგორ შესრულდება ყველა როლი? როგორ შეივსება ყველა ადგილი, რომელიც ჩემს ქმნილებაში შევსებული უნდა იქნას?
მე არასოდეს დაგთანხმდები, შეგცვალო ჩემს კოსმიურ თამაშში. შენ შენი როლი უნდა ითამაშო; მან - თავისი როლი უნდა ითამაშოს. თუ მე მას მოვხსნი შენი როლის სათამაშებლად, მაშინ მისი როლი შეუსრულებელი დარჩება. არა, ყველამ თავისი როლი უნდა ითამაშოს; მხოლოდ მაშინ შევძლებთ უვიცობასთან ბრძოლას. თუ ყოველი ადამიანი თავის ადგილზე იქნება, თუ ყოველი ადამიანი ითამაშებს დაუღალავად, ზეშთაგონებულად და უპირობოდ ჩემს გასახარად, მხოლოდ მაშინ შევძლებ უვიცობასთან ბრძოლას. მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ თოკის გადაწევაში ღვთაებრივსა და არაღვთაებრივს შორის, სიბნელე-უვიცობასა და სინათლე-სიბრძნეს შორის. მე არასოდეს მივიღებ შენაცვლებებს. დავთანხმდე შენაცვლებას - ნიშნავს გუნდის დასუსტებას. თუ მოთამაშეს შევცვლით, ვინღა შეავსებს დარჩენილ ცარიელ ადგილს?“
ღვთის გუნდში შენაცვლებები შეუძლებელია. შენ შენ როლს თამაშობ, მან თავისი როლი ითამაშოს, მე კი ჩემსას ვითამაშებ. მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს აუცილებლად ჩვენი უზენაესი მესაჭე, ჩვენი უზენაესი კაპიტანი. ეს გამარჯვება კი ვისთვისაა? არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენთვისაც; რადგან ჩვენ ერთნი ვართ, მარად ერთნი. მამა და შვილები მარად ერთნი არიან, დედა და შვილები მარად ერთნი არიან. ასე რომ, ღვთის კოსმიურ თამაშში შენაცვლებები შეუძლებელია.