ღვთაებრივი ძღვენნი
ო, მაძიებელო, შენი სხეულით, ვიტალით, გონებით და გულით მიიღე ღვთის ღვთაებრივი ძღვენნი, გაუფრთხილდი მათ, დააფასე, ამრავლე ისინი. როგორ ამრავლო ისინი? შეგნებული თვითგაცემის გზით უდიდესი მადლიერების გრძნობით შენი საყვარელი უზენაესისადმი.თუ ზეშთაგონებულად გაღიმებას შეძლებ, მაშინ ყველა ღვთაებრივი ძღვენი, რომელიც უზენაესისგან მიიღე, აუცილებლად გამრავლდება. თუ შეძლებ მდუმარებაში ზეშთაგონებულად მღერას, ყველა ღვთაებრივი ძღვენი, უზენაესისგან მიღებული, აუცილებლად გამრავლდება. თუ შენი გულის-მადლიერების შიგნით ზეშთაგონებულად და ერთგულებით ცეკვას შეძლებ, მაშინ ყველა ძღვინი, რომელიც მიიღე, აუცილებლად გამრავლდება. უფრო მეტიც: შენ არა მხოლოდ კურთხეულ და ნაყოფიერ ძღვენებს მიიღებ მისგან, არამედ შემოქმედს და ძღვენთა მფლობელს - თავად უზენაესს მოიპოვებ. ის, ვინც ეს ძღვენნი შექმნა და გიბოძა, მზადაა და სურს, რომ შენიანად ჩათვალო. მას სურს, რომ მისი საკუთრება შენად ჩათვალო, საკუთრივ შენად. როგორც კი მის საკუთრებას შენად ჩათვლი, ის წარსდგება შენს წინაშე და გეტყვის: „შვილო ჩემო, შენ ჩემი ძღვენნი მიიღე, ჩემი ქმნილებები მიიღე, მე შენით ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა მეც მიმიღე. მე მთლიანად შენი ვარ.“
ასე რომ, ყველა ღვთაებრივი ძღვენი, რომელიც უზენაესმა შემოგთავაზა, შენად ჩათვალე, სათითაოდ და ერთად აღებულნი, საკუთრივ შენად. მაშინ ძღვენთა ნამდვილი მესაკუთრე შენთან მოვა და საკუთარ თავს შემოგთავაზებს, რათა სამუდამოდ და სამარადისოდ შენად აღიარო.