სულიერება
სულიერება ადამიანის შეგნებული წყურვილია ღმერთისა. სულიერება გვეუბნება, რომ დღესდღეობით შეუცნობელი ღმერთი ხვალ შეცნობადი გახდება, ზეგ კი - სრულიად შეცნობილი.ჩვენ უნდა გვჭირდებოდეს ღმერთი თავად ღვთის გულისთვის. ღმერთს შეუძლია ჩვენებურად მოგვიტანოს ასრულება, მაგრამ ჩვენ თვითონ ვერ ვიგრძნობთ ნამდვილ ასრულებას, თუ ღმერთი ჩვენებურად დაგვაკმაყოფილებს. ჩვენი ვედრებით აღსავსე გული, ჩვენი მისწრაფებით აღსავსე გული, ჩვენი გასხივოსნების მომტანი გული ვერასოდეს დაკმაყოფილდება, სანამ ღმერთს ისე არ გაახარებს, როგორც ღმერთს სურს.
დასაბამის არმქონე დასაბამი გვეუბნება, რომ სულიერება ნერგი-მისწრაფებაა. ეს ნერგი იზრდება და იზრდება; ის მარად იზრდება. დასასრულის არმქონე დასასრული გვეუბნება, რომ სულიერება მინდობა-ხეა. ამ ხეს ღვთაებრივი ნაყოფი მოაქვს, და ეს ნაყოფი ჩვენამდე აღწევს მუდმივი, შეგნებული და მინდობით სავსე ერთიანობით ჩვენ საყვარელ უზენაესთან.
ნამდვილი სულიერება ცხოვრების ჩვენეული შეგნებული მიღებაა, არა გაუქმება, არა უარყოფა და არა მოსპობა. ჩვენ უნდა გვჭირდებოდეს ცხოვრების მიღება და ძირეულად ცხოვრების სახე შეცვლისა ჩვენი საყვარელი უზენაესის ხატებად.
სულიერება ეუბნება გულს: „ო, გულო, რატომ ხარ გაურკვევლობაში? ნუთუ ვერ გრძნობ, რომ შენშია ყოვლისშემძლე უფალი უზენაესი? შენ თავს გაურკვევლად არ უნდა გრძნობდე, რადგან მხოლოდ შენ შეგიძლია აუწყო მსოფლიოს, რომ შენშია დავანებული საყვარელი უზენაესი. არსების სხვა ნაწილებიდან შენ იყავი ამორჩეული მთავარ ინსტრუმენტად, რათა გაუძღვე გონებას, ვიტალსა და სხეულს სულისკენ. სული კი, საბოლოოდ, მათ ჩემთან მოიყვანს.“
სულიერება ეუბნება გონებას: „ო, გონებავ, ნუღარ ფიქრობ, შენი აზრი-ძალა მხოლოდ არეულობაა. შენ შეცდომაში შეგყავს შენი ოჯახის სხვა წევრები - სხეული, ვიტალი და გული, და ამავე დროს შენ აბნევ საკუთარ თავს, როდესაც ანებივრებ საკუთარ სამყაროს-აზრებს. იყავი ბრძენი და დარჩი მდუმარედ.“
სულიერება ეუბნება ვიტალს: „ო, ვიტალო, ნუ ისურვებ. რომც დაეუფლო იმას, რაც ძლიერ გწადია, ეს მაინც არ დაგაკმაყოფილებს. ამ ფლობაში უფრო მეტის სურვილი გაჩნდება. ამ ხვეწნა-მუდარაში შენ ყოველთვის მათხოვრად დარჩები. რაც არ უნდა მიიღო, შენ მაინც დაუკმაყოფილებელი და აუსრულებელი დარჩები. ამიტომ ნუ ივლი ამ გზით. შენი ხვეწნა-მუდარა უნდა დასრულდეს."
ბოლოს, სულიერება ეუბნება სხეულს: „ო, სხეულო, კიდევ რამდენხანს იძინებ? ნუთუ არ იცი, რომ უხსოვარი დროიდან გძინავს? შენი უვიცობის-ძილის გამო ოჯახის დანარჩენი წევრები ვერ აღწევენ ოქროს ნაპირს, დანიშნულ მიზანს. სხეულო, ნუ გძინავს! მიზანი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც გაეღვიძა. გაიღვიძე, აღსდექი! შენი ოჯახის დანარჩენი წევრები უსწრაფესზე სწრაფად გაიქცევიან იმ წამსვე, როგორც კი შენ აქტიური და დინამიური გახდები და გვერდზე მოისვრი უვიცობის-ძილის ბორკილებს.
სულიერება ეუბნება მაძიებელს, რომ მან არ იცხოვროს ჭაღარა წარსულში, არ იცხოვროს შორეულ მომავალში და იცხოვროს დღევანდელი დღის უშუალობაში, მარადიულ „ახლაში“. ეს მარადიული „ახლა“ განასახიერებს ადამიანს - მისწრაფების მარცვალს და ღმერთს - ყოვლის მასაზრდოებელ ნაყოფს.