სისუსტე თუ ძალა
ძალიან ხშირად გვავიწყდება მოთმინების მნიშვნელობა. ჩვენ ვთვლით, რომ ის სიმხდალის ერთ-ერთი ფორმაა ან ჭეშმარიტების მიღების იძულებითი გზა. ვგრძნობთ, რომ სხვა აღარაფერი დაგვრჩენია და ამიტომ მომთმენი უნდა ვიყოთ. მაგრამ სინამდვილეში შემწყნარებლობა და მოთმინება არ არის ერთი და იგივე. მოთმინება ღვთაებრივი თვისებაა, იგი ნიჭის გაძლიერებაა. თუ შევძლებთ, მომთმენები ვიყოთ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი შინაგანი ნებისყოფის გაძლიერებას.*მოთმინება სულის ძალაა* *დაფარული.* *მოთმინება გულის ციხე-სიმაგრეა* *აშენებული.*
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997