დაე, იკაშკაშოს მზემ
ღვთის წყალობა, მზის სხივებივით, ყველასთვისაა. მზე ყოველთვის ანათებს, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? მზის შუქს ვუკეტავთ ფანჯრებს და კარებს. ამიტომაც არ ვიღებთ დილის მზის კურთხევას. მსგავსად ამისა, ღვთის წყალობა მუდმივად გადმოდის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის არ ვუხსნით გულის კარს იმისთვის, რომ შემოვუშვათ წყალობა ჩვენს არსებაში.ბავშვივით როცა ატირდებით, უზენაესის დიდი თანაგრძნობა გადმოვა თქვენზე. მართლიაც, როცა ბავშვი ტირის, მან იცის, რომ დედა იმწამსვე მასთან გაჩნდება და გასაჭირში უშველის. თუ თქვენ ზეშთაგონებულად, სულის სიღრმიდან შეევედრებით, თქვენი ვედრება აუცილებლად იქნება შესმენილი დედა-ღმერთის და მამა-ღმერთის მიერ.
*ღმერთის ერთადერთ შეხებასაც კი* *მისი შებრალების სიმაღლიდან* *შეუძლია კაცის უთვალავი,* *წარმოუდგენელი სისუსტე გარდაქმნას* *ღვთის უსასრულო,* *უკვდავ და ყოვლისშემძლე ძალად.*
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997