თავი მეცხრე
ორი სწრაფი მორბენალი - ხალისი და ენთუზიაზმი
*იხალისე,* *რადგანაც ვერაფერი დამანგრეველი ვერ შეძლებს|* *ხალისის მტკიცე კედლის დარღვევას.*ცხოვრებაში-თამაშში ყველა სულიერი გაცნობიერებულად თუ გაუცნობირებლად მიისწრაფის შინაგანი სრულყოფილების მიზნისკენ. ბუნებრივია, თქვენ გსურთ რაც შეიძლება სწრაფად ამის მიღწევა. ამისთვის უნდა გაამარტივოთ თქვენი გარეგანი ცხოვრება - არეულობის, სურვილის, მღელვარებისა და შფოთის ცხოვრება. იმავდროულად ინტენსიური უნდა გახადოთ თქვენი შინაგანი ცხოვრება - თქვენი მისწრაფების, თავდადებისა და გასხივოსნების ცხოვრება.
დილაადრიან, ჩვენი მოგზაურობის-მედიტაციის დაწყებისას, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ეს ჩვენი გუშინდელი მედიტაციის გაგრძელებაა. მეორე დღეს უნდა ვგრძნობდეთ, რომ კიდევ ერთი მილი გავიარეთ. ჩვენ ვიცით, რომ ერთ დღესაც მივაღწევთ მიზანს. თუნდაც ჩვენი სიჩქარე შემცირდეს, მაინც უნდა გავაგრძელოთ სირბილი. როცა მიზანს მივაღწევთ, ჩვენ დავინახავთ, რომ ამისთვის ბრძოლა ღირდა.