წამალი-მედიტაცია

არა შიშის, არა ეჭვის, არა შურის გრძნობა გვაუბედურებს, არამედ შედეგები - როდესაც ვაცნობიერებთ, თუ რა ჩავიდინეთ. ვინაიდან ჩვენ ბევრჯერ დავტანჯულვართ შედეგებისგან, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები იმისთვის, რომ განვიკურნოთ. ინდოეთში მალარიით დაავადებულებს ექიმები უწერდნენ ქინაქინას. ქინაქინი ძალიან მწარეა. როდესაც სათუთად უვლით შურს, ამ დროს მედიტაცია ქინაქინასავითაა. ძალიან მწარეა და მშრალი. მაგრამ თუ იცით, რომ ამ წამლის-მედიტაციის საშუალებით განიკურნებით ეჭვის, შიშის და შურის ციებ-ცხელებისგან, - უკეთესია, მიიღოთ ის.

სანამ დაიწყებდეთ მედიტაციას, ოთხი რამ წარმოთქვით: „შიშო, წადი ჩემი ცხოვრებიდან! ეჭვო, წადი ჩემი ცხოვრებიდან! შურო, წადი ჩემი ცხოვრებიდან! უნდობლობავ, წადი ჩემი ცხოვრებიდან! თქვენ არ მჭირდებით, და არასოდეს დამჭირდებით“. მაშინ ყველანი გამოვლენ თქვენგან და შეგეკითხებიან: „ვინ გჭირდება?“ თქვენ კი უპასუხებთ: „მე მხოლოდ მედიტაცია მსურს; მხოლოდ ღმერთი მსურს. ის, რომ მე შემიძლია უთქვენოდ სიცოცხლე, თქვენ კი არ შეგიძლიათ - ამის დასტურია. შიშო, უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია, ამიტომაც მოდიხარ და იმალები ჩემს სხეულში. შურო, უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია, ამიტომაც მოდიხარ და იმალები ჩემს ვიტალში. ეჭვო, უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია, ამიტომაც მოდიხარ და იმალები ჩემს გონებაში. უნდობლობავ, უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია, ამიტომაც მოდიხარ და იმალები ჩემს გულში“. როდესაც ღვთაებრივად გამოიწვევთ ამ ოთხეულს, ის განაცხადებს, რომ თქვენში დარჩენა მის ღირსებას შეურაცხყოფს. „თუ შენ შეგიძლია უჩვენოდ სიცოცხლე, ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ?“ - იტყვიან ისინი და მოგშორდებიან. აი, მაშინ გექნებათ სრულყოფილი მედიტაცია.

შენ გსურს დაამარცხო შურის მარადიული ციებ-ცხელება?| მე საიდუმლოს გაგიმხელ: უბრალოდ გიყვარდეს და გახდი ერთიანი| შენს გულთან-ერთობასთან.

ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით woj 72
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.