სიძულვილი: შენიღბული სიყვარული
სიძულვილი სიყვარულის შენიღბული ფორმაა. თქვენ შეგიძლიათ გძულდეთ მხოლოდ ის ადამიანი, რომლის შეყვარებასაც ნამდვილად ისურვებდით, რადგანაც სრულიად გულგრილი რომ ყოფილიყავით ამ ადამიანის მიმართ, თქვენ უბრალოდ ვერ მოიკრებდით ენერგიას მის შესაძულებლად. თქვენ, შეიძლება, გრძნობთ, რომ ამ სამყაროში ზოგიერთი ადამიანი ძალიან ცუდია. მაგრამ რას იგებთ ამის შეგრძნებით? პირიქით, იმ ადამიანის მიმართ სიძულვილით, თქვენ რაღაც მშვენიერს კარგავთ საკუთარ თავში. რატომ უნდა კარგავდეთ რაღაც ძვირფასს თქვენში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის გამოსწორება გსურთ სიძულვილით? ჩვენ სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ის ძალიან ცუდია და თქვენ უნდა მოიმოქმედოთ რაიმე. მაგრამ სიძულვილი შესაფერისი იარაღი არ არის. თუ გსურთ საჭირო იარაღი, ყველაზე ეფექტური იარაღი, მაშინ წინა პლანზე უნდა გამოიყვანოთ გამოვწიოთ სიყვარული.შეიძლება იფიქროთ, რომ სიყვარული არ არის ძლიერი იარაღი მაშინ, აი, სიძულვილი კი მჭრელ დანასავითაა. არა. სიყვარული უსასრულოდ უფრო ძლიერია სიძულვილზე. როდესაც ვინმე გიყვართ, მისი ღვთაებრივი თვისებები წინა პლანზე გამოდის. თუ ვინმე საზიზღრად მოგექცათ, თქვენ მაშინვე მისი დასჯა და გალახვა გსურთ. რა მოხდება მისი გალახვის შემდეგ? თქვენში არის ის, რასაც სინდისს უწოდებენ და რაც შეგაწუხებთ. თქვენ იტყვით: „ეს რა ვქენი? მართალია, ის ცუდად მოიქცა, მაგრამ ახლა მე მოვიქეცი ცუდად. რითი ვჯობივარ მას?“
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997