როდესაც სხვები ბრაზობენ
როდესაც სხვები გააფთრებით გესხმიან თავს, დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ უსასრულოდ უფრო დიდ ძალას - უზენაესის თანაგრძნობას. თუ მოუხმობთ უზენაესის თანაგრძნობას, რომელიც ადამიანის რისხვაზე უსასრულოდ ძლიერია, თქვენ შეძლებთ აავსოთ თანაგრძნობით სხვა ადამიანი. ეს ერთადერთი გზაა, რომელსაც მოაქვს უცვლელი კმაყოფილება.თუ ვერ უხმობთ უზენაეს ძალას, მაშინ უნდა მიმართოთ მეორე საუკეთესო ხერხს - ადამიანურ მიდგომას: დარჩით გულგრილი! თქვენი გულგრილობის ძალა ააშენებს მაგარ კედელს, რომელსაც მრისხანება ვერ დაარღვევს. თუ ვინმე გაბრაზებულია თქვენზე, უბრალოდ იგრძენით, რომ თქვენ საერთო არაფერი გაქვთ ამ ადამიანთან, და არც მას აქვს რაიმე საერთო თქვენთან. იგრძენით, რომ თქვენი სამყარო სრულიად განსხვავდება მისი სამყაროსგან. ამ გზით თქვენ დარჩებით თქვენს გულგრილობის სამყაროში, ის კი თავის მრისხანების სამყაროში დარჩება.
მაგრამ თქვენ დიდი ხნით გულგრილობას ვერ შეინარჩუნებთ. თქვენი საკუთარი აგრესიული ძალა შეიძლება გამოვიდეს წინა პლანზე: „თუ მას შეუძლია დამარტყას, მეც შემიძლია დავარტყა“. მაგრამ თუ თქვენ თავს დაგესხათ ვინმე, თქვენი დამოკიდებულება სხვანაირი უნდა იყოს. შეიძლება ის თავს დაგესხათ, რათა გაგანადგუროთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ისე უპასუხოთ, რომ გარდაქმნათ ის. თუ ვინმე გაბრაზებულია, ესე იგი, მას აკლია სიმშვიდე; მას ძალიან ჭირდება ფული-სიმშვიდე. თუ თქვენ გაქვთ მეტი, ვიდრე გჭირდებათ, და გულუხვიც ხართ, თქვენ ადვილად უწილადებთ მას თქვენ შინაგან სიმდიდრეს. მაგრამ, თუ სიმშვიდე გაქვთ შეზღუდული ოდენობით, როგორ დაურიგებთ სხვებს? უნდა მოიპოვოთ საჭირო ოდენობა თქვენთვის. პირველ რიგში თქვენ უნდა ზარდოთ სიმშვიდე თქვენს საკუთარ ცხოვრებაში. ამის შემდეგ თქვენ ადვილად შეძლებთ გაუზიაროთ ეს შინაგანი სიმშვიდე გაბრაზებულ ადამიანს. მაგრამ როდესაც გასცემთ სიმშვიდეს, თქვენ ეს შეუმჩნევლად უნდა აკეთოთ. თუ ვინმეს ეტყვით, რომ მას ჭირდება სიმშვიდე, ის შეიძლება გაცოფდეს. შეუმჩნევლად, ღვთაებრივი ქურდივით, შედით მის გულში და გონებაში და შესთავაზეთ მას სიმშვიდე.