მომავლის მარცვლები
ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი სიხარული და ნაკლები დაძაბულობა გვექნება მხოლოდ თვითგაცემით, და არა მოთხოვნით. დაძაბულობა იმიტომაც ჩნდება, რომ ჩვენებურად გვინდა რაღაცის გაკეთება, სხვებს - მათებურად. დაძაბულობა იწყება გონებაში იმიტომ, რომ ჩვენ სინათლეს ვხედავთ ჩვენებურად, სხვები კი - მათებურად. დაძაბულობა ასევე ჩნდება, როცა რაღაცის გაკეთება თვალის დახამხამებაში გვინდა, იმ საქმეს კი ორი საათი ან ორი დღე ჭირდება. იქნებ ღმერთს სურს, რომ ჩვენ ორი საათი ან ორი დღე დაგვჭირდეს მიზნის მიღწევისთვის. თუ გვემახსოვრება ღვთის მიერ შერჩეული საათი და არა ჩვენი საკუთარი, ჩვენ სიხარულით ავივსებით. დაძაბულობა გაქრება ჩვენი გონებიდან, როდესაც გვეცოდინება ღვთის ნებისადმი მინდობის ხელოვნება.შენ მიეცი შენს გონებას თავისუფლება. ამიტომაც შენი გონება განერვიულებს მომავალზე ფიქრით. რატომ არ მისცემ შენს გულს თავისუფლებას? შენი გული უეჭველად მოგამზადებს მომავლისთვის.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997