შინაგანი კრიტიკოსი
თქვენში ორი ხმაა. ერთი გამხნევებთ: „წინ იარე, წინ! სწორ გზაზე ხარ.“ მეორი კი - გულს გიტეხავთ. ის გეუბნებათ, რომ თქვენ ბევრად უკეთესი უნდა გახდეთ, იმიტომ რომ ახლა ყველანაირად არასრულყოფილი ხართ.ხმა, რომელიც გამხნევებთ, თქვენი სინდისია, თქვენი შინაგანი არსია, რომელიც გეუბნებათ, რომ სწორად იქცევით. ის დედასავითაა, რომელიც ბავშვს ამხნევებს. ბავშვი ცდილობს რაღაცის გაკეთებას, დედა კი ეუბნება: „ყოჩაღ, კარგად გამოგდის! გააგრძელე. იარე რაც შეგიძლია სწრაფად“. ეს გამხნევება და შთაგონება ბავშვს აძლევს უზარმაზარ ბიძგს.
თქვენში მყოფი მეორე ხმა მუდმივად გაიძულებთ, უბედურად გრძნობდეთ თავს, რადგანაც გეუბნებათ, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებთ. ის ყოველთვის მიგითითებთ ნაკლზე და ჩვენი ბუნების არასრულყოფილებაზე. ნუ ფიქრობთ, რომ ის ხმა სიმართლეს გეუბნებათ. არა, ის, უბრალოდ, ცდილობს, გული გაგიტეხოთ, ცივ წყალს ასხამს თქვენს ძალისხმევას და ანადგურებს თქვენს თვითრწმენას, მიუკერძოებლად გაჩვენებთ თავს, ჩაგჩიჩინებთ, რომ, ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ამბობთ, გრძნობთ, არასწორია. ეს ხმა ვერანაირად ვერ გეხმარებათ თქვენ მიზნისკენ სწრაფად სვლაში. პირიქით, თუ თქვენ გაქვთ თუნდაც მცირე შესაძლებლობა, თქვენში მყოფი კრიტიკოსი კლავს მას. ამიტომ შეიგრძენით: ხმა, რომელიც გამხნევებთ, ღვთაებრივი ხმაა, ის კი, რომელიც იმედს გართმევთ, არაღვთაებრივი ხმაა თქვენში.
თვითკრიტიკის დასაძლევად, მოექეცით მას, როგორც თქვენ სხეულში შერჭობილ ეკალს. ხმა, რომელიც გრთგუნავთ, გაგრძნობინებთ, რომ სამყაროს ყველა ცუდი თვისება თქვენშია. თქვენ საკუთარ თავს ისე ხედავთ, როგორც მეტად არაღვთაებრივს. როდესაც ერთი ეკალი გერჭობათ, თქვენ უნდა დაიხმაროთ მეორე ეკალი პირველის ამასაღებად. მეორე ეკალია ამის გამეორება: „მე ღვთის შვილი ვარ, ღვთის რჩეული შვილი ვარ და გავხდები მისი რჩეული ინსტრუმენტი. ვერაფერი დედამიწაზე ვერ შემიშლის ხელს, რომ გავხდე მისი რჩეული ინსტრუმენტი (საკრავი).“ თქვენ შეგიძლიათ ეს ეკალი გამოიყენოთ იმისთვის, რომ ამოიღოთ პირველი, რომელიც ასე გაწუხებთ. თვითკრიტიკის დამარცხება შეიძლება მხოლოდ სწორი თვითშეფასებით.
თქვენ უნდა მიხვდეთ, ვინ არის ნამდვილად თქვენიანი. თქვენი წყარო ღმერთია. ამჟამად თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ ოცდაოთხი საათის განმავლობაში, მაგრამ მოვა დრო, როცა თქვენ მუდმივად გექნებათ გაცნობიერებული, რომ ღვთის რჩეული ბავშვი ხართ. თქვენ აქ, დედამიწაზე იმისთვის ხართ, რომ ემსახუროთ მას და განახორციელოთ ის.