დიდი „მე“, პატარა „მე“
ეგო, ანუ პატარა“მე“, უკიდურესად შეზღუდულია. ის მუდმივად ეძებს რაღაცას, მისგან განსხვავებულს. თვით ეგოს ბუნებაა იყოს დაუკმაყოფილებელი და გაღიზიანებული. ის არასოდეს კმაყოფილდება იმით, რაც მას აქვს და რასაც წარმოადგენს, რადგანაც გრძნობს, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის სადღაც სხვაგანაა.დიდი „მე“, ანუ საკუთრივ თვითონ, არაფერს ეძებს, რადგანაც ყველაფერს საკუთარ თავში მოიცავს. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ უნივერსალურ „თვითონს“ ჩვენი მენტალური კონცეპციებით. ჩვენ მხოლოდ მისი რეალიზაცია შეგვიძლია ჩვენი მისწრაფების ძალით.
პატარა „მე“ ყოველთვის გვაიძულებს ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ, როგორც პიროვნებები, უაღრესად მნიშვნელოვანი ვართ. მაგრამ, თუ მხოლოდ ჩვენს თვითსრულყოფაზე ვზრუნავთ და უგულვებელყოფთ დანარჩენ სამყაროს, ჩვენ მთლად დავიკარგებით. ჩვენი უფრო დიდი „მე“ გვეუბნება, რომ ჩვენ უსასრულობას, მარადისობას და უკვდავებას ვეკუთვნით. ჩვენი აბსოლუტთან გაიგივების ძალით, ჩვენ ვზრუნავთ ღვთის მთელი ქმნილების უმაღლეს სრულყოფილებაზე.
ახლა, როდესაც იხილე შენი ნამდვილი სისუსტე - სიამაყე-ვულკანი, შენ მზად ხარ აღმოაჩინო შენი ნამდვილი ძალა - სიყვარული-ერთიანობა.