უმაღლესი რეალობა
დამწყებს მედიტაცია შეიძლება უმაღლეს რეალობად მოეჩვენოს, მაგრამ როდესაც ის წინწასული მაძიებელი ხდება, მან იცის, რომ მედიტაციას მივყავართ უფრო მაღალი რეალობისკენ. უმაღლესი რეალობა არის ის, რასაც ადამიანი აღწევს ან რადაც იქცევა, როდესაც მიყვება მედიტაციის გზას. ღვთაებრივი ცხოვრება დედამიწაზე არ არის მიუღწეველი. ღვთაებრივის განხორციელება აქ, დედამიწაზე, ვერ იქნება მიუწვდომელი, თუ საიდუმლოთა საიდუმლო ვიცით. ეს საიდუმლოა - შეიზარდო ღვთაებრივ სიყვარულში, სადაც მიჯნური და სატრფო, ქმნილება და შემოქმედი, სასრული და უსასრულო ერთიანდება. როდესაც ადამიანში გასხივოსნება თენდება, ღმერთი აღარაა უბრალო დაპირება, არამედ რეალური მიღწევაა.თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. თქვენ არ უნდა ელოდოთ ამ ცვლილებებს წლობით ან თუნდაც თვეობით. ისინი იწყება იმ წამიდან, როდესაც თქვენ სულიერების ზღვაში ჩაყვინთავთ. სცადეთ იცხოვროთ სულიერი დისციპლინის ცხოვრებით ერთი დღე, მხოლოდ ერთი დღე. თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.
*ახლა საკუთარ თავს მოვუხმობ,* *ახლა მოვუხმობ.* *ჩემი გულის ნაკრძალში საკუთარ თავს დავინახავ,* *და საკუთარ თავს შევიყვარებ, შევიყვარებ.* *ჩემი უძვირფასესი სიმდიდრის,* *საკუთარი თავის მაძიებელი ვიქნები.* *უზენაესი სინათლის მოგზაურობა იწყება* *თავისუფლების გულში.*
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997