თუ არის პრაქტიკული მედიტაცია?
ჩვენ ვამბობთ ამა თუ იმ ადამიანზე რომ ის პრაქტიკულია, თუ ის საჭირო დროს სწორად იქცევა და მისი ცხოვრება მშვიდობიანად მიედინება. მაგრამ რამდენად ჭკვიანები და გათვიცნობიერებულებიც არ უნდა ვიყოთ, არის მომენტები, როდესაც ვიკარგებით გარე ცხოვრებაში. ჩვენ არ ვიცით, რა ვთქვათ, ან რა გავაკეთოთ. ესეც ხდება, რომ სწორად ვლაპარაკობთ და ვიქცევით, მაგრამ ყველაფერი არასწორად სრულდება. ჩვენ ვერ ვმართავთ ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ გულწრფელად გვსურს, რამე გავაკეთოთ ან გავხდეთ ვინმე, მაგრამ არ გამოგვდის.ასე რატომ ხდება? იმიტომ, რომ ჩვენი გარე შესაძლებლობანი შეზღუდულია შინაგანი გაცნობიერებულობით. თუ პრაქტიკულები ვიქნებით შინაგან ცხოვრებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ვილოცებთ და ვიმედიტირებთ, მაშინ გავზრდით ჩვენს შინაგან გაცნობიერებულობას. როდესაც გაცნობიერებულობა სახეზეა, ჩვენ თავისუფალი მისადგომი გვაქვს უსასრულო ჭეშმარიტებასთან და მარადიულ სიხარულთან, და ჩვენ შევძლებთ გარეგანი ცხოვრების გაკონტროლებას.
ჩვენ ყოველთვის ვიზრდებით შიგნიდან და არა გარედან. სწორედ თესლისგან მიწისქვეშ აღმოცენდება მცენარე, და არა პირიქით. შინაგან ცხოვრებას ყოველთვის მოაქვს ჭეშმარიტების და ღმერთის გზავნილი. ეს შინაგანი ჭეშმარიტება თესლია. თუ მივცემთ თესლს იმის საშუალებას რომ აღმოცენდეს, ჯერ ნერგად და საბოლოოდ ხედ იქცეს, ჩვენ შევძლებთ მივირთვათ ნაყოფი, რომელსაც ხე მოისხამს. ნაყოფის მირთმევისას, ჩვენ გვეცოდინება, რომ ის გარე სამყაროს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ მისი წყარო შინაგან სამყაროშია. ჩვენ დავინახავთ, რომ შინაგანი სამყაროს შესაძლებლობები გამოვლინდა გარე სამყაროში.
რამდენ ხანსაც არ უნდა ვმუშაობდეთ, ვსაუბრობდეთ, ან რამეს ვაკეთებდეთ, ჩვენ ვერ მივუახლოვდებით ჭეშმარიტებას. მაგრამ თუ თავიდან ვმედიტირებთ, და შემდეგ ვიმოქმედებთ ან ვილაპარაკებთ, ჩვენ პრაქტიკულად მოვიქცევით. შინაგანი პრაქტიკულობა უნდა მოძღვრავდეს გარე ცხოვრებას, და არა პირიქით. გარეგანი ცხოვრების შთაგონების წყარო უნდა მოდიოდეს შინაგანი ცხოვრებიდან. მხოლოდ მაშინ ვიქნებით ნამდვილად პრაქტიკულები.
თუ საკმაოდ მამაცები ვიქნებით და შევაბიჯებთ შინაგან ცხოვრებაში, ჩვენ ვნახავთ, რომ შინაგანი სამყარო პრაქტიკული, რეალური და ბუნებრივია. სიყვარული, სინათლე, სიმშვიდე და სიხარული ღვთაებრივად ნორმალურია. თუ ჩვენ გამოვიტანთ წინა პლანზე იმას, რის შეთავაზებაც შეუძლია შინაგან სამყაროს, მაშინ გარე სამყარო ასევე ღვთაებრივად ნორმალური, პრაქტიკული და ასრულების მომტანი გახდება.