ცხოვრება-გულწრფელობა

გულწრფელობა ხელიხელჩაკიდებული დადის უბრალოებასთან. გულწრფელობა არ არის ისეთი რამ, რისი სწავლაც შეიძლება: ის შიგნიდან მოდის. ჩვენ ტირილით ვიწყებთ, შინაგანი ტირილით. დედა არ ასწავლის ბავშვს ტირილს. ის სპონტანურად ჩნდება. როცა მას რძე უნდა, ის ტირის. როდესაც ჩვენ შინაგანად ვტირით ძალიან გულწრფელად და სულისშემძვრელად, შინაგანი მესაჭე, უზენაესი, ისმენს ჩვენს ტირილს. შემდეგ კი გვასხივოსნებს მისი საკუთარი წესით.

ჩვენ ყოველთვის ვიცით გულწრფელები ვართ თუ არა. როდესაც გრძნობა გამოდის წინა პლანზე გულის ფარული სიღრმეებიდან, ის აუცილებლად გულწრფელია. მაგრამ გონებასთან მიმართებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. გონება ყოველთვის უარყოფს იდეებს, თავად გონებიდანვე მოსულს. ამ წუთში ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს სწორია და მზად ვართ ვიბრძოლოთ ამისთვის, მეორე წამს ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია. როდესაც ჩვენი აზრი მერყევია, და ჩვენ დასაბუთებას მასზე ვაგებთ, ეს დასაბუთება ვერანაირად ვერ იქნება გულწრფელი.

ჩვენ გონება უნდა შევთავაზოთ გულს. თუ ჩვენ კონცენტრაციას მოვიკრებთ გულზე, მაშინ იოლად შევძლებთ ვიგრძნოთ ის, რაც გამოდის წინა პლანზე - სრული გულწრფელობა. გულში სულია დავანებული. სული სხვა არაფერია, თუ არ გულწრფელობის ნაკადი. მეტიც, ის სულიერების ნაკადია.

არსებობს გულში დარჩენის ადვილი გზა. იგრძენით, რომ თქვენ გაშალეთ ბადე, რომლითაც დაიჭირეთ მთელი სამყარო. ამ ბადეში თქვენ ყველას სიხარულს აჩუქებთ, და ყველა თქვენ გაჩუქებთ სიხარულს. როდესაც თამაშზე ფიქრობთ, თქვენ გულად იქცევით. გული სიხარულია, თამაში სიხარულია და მოთამაშეც სიხარულია. დაბოლოს, იგრძენით, რომ არსებობს თქვენთან მუდმივად და მარად მოთამაშე ვინმე. ეს ღმერთია, მარადიული ბავშვი.

კიდევ ერთი გზა, დავრჩეთ გულში - ვიგრძნოთ, რომ ჩვენშია ღვთაებრივი ბავშვი, მანათობელი და ისეთი ლამაზი, როგორიც ვერ იქნება ვერცერთი მიწიერი არსება. ეს ბავშვი თქვენი სულია. ჯერ იფიქრეთ თქვენს სულზე-ბავშვზე, შემდეგ კი - მის საჭიროებებზე. მას ხომ საცხოვრებელი ადგილი ჭირდება, თქვენი გული კი ყველაზე სრულყოფილი ადგილსამყოფელია.

*გულწრფელობა ნაყოფიერი ნიადაგია ჩვენს გულში.* *ჩვენი გულწრფელობა ღვთის უბადლო ღიმილია.* *ჩვენი გულწრფელობა ღვთის შეუდარებელი სიამაყეა.*

ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით woj 105
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.