თავი მეთოთხმეტე
უბრალოება და გულწრფელობა - ჩვენი საუკუნო მეგობრები
*უბრალოება ჩემი საუკუნო მეგობარია.* *ჩემმა მეგობარმა-უბრალოებამ მოჭრა ჩემი ნატვრის ხე.* *გულწრფელობა ჩემი საუკუნო მეგობარია.* *ჩემმა მეგობარმა-გულწრფელობამ გაწყვიტა ჩემი დანაშაულის გრძნობის ჯაჭვი.*თუ უბრალო ცხოვრებით ვცხოვრობთ, ვიგრძნობთ, რამდენად ბედნიერები და იღბლიანები ვართ. ზოგიერთები თვლიან, რომ უბრალოება თითქმის სისულელის ტოლფასია. მაგრამ უბრალოება და სისულელე ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსი. ადამიანი შეიძლება ბავშვივით უბრალო იყოს, და ამავე დროს, ფლობდეს უსაზღვრო ცოდნას, სინათლეს და სიბრძნეს.
სულიერი მოგზაურობის დროს ბევრი რამის სწავლა გვიწევს, და ასევე ბევრი რამის დავიწყება. ყოველთვის, როცა რაღაცას ვივიწყებთ, ცხოვრება უფრო მარტივდება და გონების სიმშვიდეს მოვიპოვებთ. ვივიწყებთ შიშს, ეჭვს, მღელვარებას, შურს, წყრომას და არაგულწრფელობას. ჩვენ ვივიწყებთ მიწიერზე მიჯაჭვული ცხოვრების წესებს, გაწაფული გონების გაკვეთილებს თავისი უზომო ეგოთი. რაც უფრო მალე ვივიწყებთ ამ რაღაცეებს, მით უფრო გონიერნი ვხდებით.
იყო უბრალო, ნიშნავს გარბოდე ღმერთისკენ სიბნელის, შფოთისა და უსუფთაობის გარეშე. ღმერთი თავისთავად ძალიან უბრალოა. თუ გავიგივდებით მის უბრალოებასთან, გაუგებრობა და სირთულე გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან.
*უბრალოება ამოკლებს* *ღვთის შეცნობისკენ მიმავალ გზას.*