ჩვენ ვართ სამყარო
სანამ არ გვექნება სიმშვიდე ღრმად ჩვენში, ვერც ვიოცნებებთ იმაზე, რომ ოდესმე გვექნეს სიმშვიდე გარეგან სამყაროში. თქვენ და მე ვქმნით სამყაროს იმ ვიბრაციებით, რომლებსაც ვთავაზობთ მას. თუ შევძლებთ სიმშვიდის მოხმობას და შემდეგ სხვა ვინმესთვის შეთავაზებას, ჩვენ ვნახავთ, როგორ გადადის სიმშვიდე ერთი ადამიანიდან მეორეზე, და თანდათანობით მთელს მსოფლიოზე ვრცელდება. სიმშვიდე დაისადგურებს სამყაროში თვითოეული ინდივიდუმის სრულყოფის შედეგად. თუ გაქვთ სიმშვიდე, თუ მაქვს სიმშვიდე, თუ აქვს სიმშვიდე, მაშინ ავტომატურად საყოველთაო სიმშვიდე დაისადგურებს.ორნაირი ომი არსებობს: შინაგანი და გარეგანი. შინაგან ომში ჩვენი სული ებრძვის შეზღუდვებს, უვიცობას და სიკვდილს. გარეგან ომში ადამიანი ადამიანს ებრძვის, ერი ერს ებრძვის. ეს გარეგანი ომები დამთავრდება იმ შემთხვევაში, თუ შინაგანი ომი შეწყდება. ჩვენ ვიბრძვით იმიტომ, რომ ღრმად ჩვენში დისჰარმონია, შიში, მღელვარება და შფოთია. როდესაც სიმშვიდე, სიხარული, სისავსე და აღსრულება გვექნება, ჩვენ აღარ გავაჩაღებთ ომებს.
*ახლა შიში, ეჭვი, შფოთი, დაძაბულობა და დისჰარმონია* *საყოველთაოდ ბატონობს.* *მაგრამ დადგება დრო, როცა ეს ჩვენი სამყარო* *სიმშვიდით გაიმსჭვალება.* *ვინ მოახდენს ამ რადიკალურ ცვლილებას?* *ეს თქვენ იქნებით: თქვენ და თქვენი ძმები და დები.* *თქვენ და თქვენი გული-ერთობა გაავრცელებს სიმშვიდეს* *მსოფლიოს ყველა კუთხეში - ერთი ბოლოდან მეორეში.*
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997