მუსიკა
სულიერ სამყაროში მედიტაციის შემდეგ მოდის მუსიკა, მუსიკის სუნთქვა. მდუმარება ყველაფრის წყაროა. ის მუსიკის წყაროა და ის თვით მუსიკაა. მდუმარება ესაა ბუდე, მუსიკა კი ჩიტი.არ უნდა შეეცადო გაიგო მუსიკა გონებით, არ უნდა შეეცადო შეიგრძნო ის გულით. მოდით უბრალოდ და ბუნებრივად ნება მივცეთ მუსიკა-ფრინვლს იფრინოს ჩვენს ზეცა-გულში.
მუსიკა აქვს ყოველ ადამიანს, ყოველ მოძრაობას, ყოველ მოქმედებას, ყოველ ჩვენ სუნთქვა-ამოსუნთქვას აქვს მუსიკა.
მუსიკა და სულიერი ცხოვრება კარგად ეთავსებიან ერთმანეთს, ერთი ავსებს მეორეს. სულიერ მძებნელს მუსიკა ეხმარება ჩაეშვას ღრმად, რათა მოიპოვოს უმაღლესი დაკმაყოფილება ცხოვრებისაგან, ჭეშმარიტებისაგან, რეალობისაგან.
როდესაც ჩვენ ვუსმენთ ზეშთაგონებულ მუსიკას ან როდესაც ჩვენ თვითონ ვასრულებთ ზეშთაგონებულ მუსიკას, ჩვენი შინაგანი არსება უეცრად აიწევს მაღლა, უფრო მაღლა, ყველაფერზე მაღლა. ჩვენში მიედინება მდინარე, ცნობიერების მდინარე და ეს ცნობიერება ყოველთვის გასხივოსნებულია.
იყო ზეშთაგონებულ მუსიკასთან ერთიანი - ამის მისაღწევად საუკეთესო ხერხია - იქონიო მყარი შინაგანი რწმენა იმისა, რომ როდესაც თქვენ შეისუნთქავთ, შესუნთქვა დაუყოვნებლივ შედის პირდაპირ თქვენს სულში. იგრძენით ის, რომ შესუნთქვასთან ერთად თქვენში შემოდის უნივერსალური ცნობიერება, ღვთაებრივი რეალობა, ღვთაებრივი ჭეშმარიტება. შემდეგ ამოსუნთქვისას შეეცადეთ შეიგრძნოთ, რომ თქვენ ამოისუნთქავთ უვიცობას, რომელიც ფარავს თქვენს სულს. შეიგრძენით, რომ უვიცობის საფარი იწევა და ეცემა. თუ თქვენ შეძლებთ შეგნებულად წარმოიდგინოთ და შეიგრძნოთ ეს, მაშინ ეს საუკეთესო ხერხია გახდე ერთი-მთელი ზეშთაგონებულ მუსიკასთან.
მღერა - ეს მედიტაციის ფორმაა. თუ თქვენ არ შეგიძლიათ გამართულად მღერა - არა უშავს. პუბლიკის წინ ნუ იმღერებთ. მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ მღერა, როცა მარტო ხართ. თუ თქვენ ზეშთაგონებულად მღერით, მიუხედავად არასწორი მელოდიისა, ეს მედიტაციის ნამდვილი ფორმაა. მედიტაციას და მღერას ერთი და იგივე სიმაღლე აქვს, იმ პირობით თუ თქვენ მღერით ზეშთაგონებულად. მედიტაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, და როდესაც თქვენ მღერით სულიერ სიმღერებს ამით, თქვენ შეგიძლიათ იმედიტიროთ ყველაზე მარტივი ხერხით. ეს შესაძლებლობა ყოველ წუთს აკაკუნებს თქვენს კარებში. ყოველ წუთს მედიტირება თქვენ შეიძლება არც მოგინდეთ, მაგრამ ვის არ მოუნდება წაიმღეროს? თუ თქვენ შეგიძლიათ იმღეროთ გასულიერებულად, თქვენი მღერა ტოლფასი იქნება მედიტაციისა. თუ თქვენ გასულიერებულად იმღერებთ, შეიძლება უფრო მეტსაც კი მიაღწიოთ, ვიდრე მედიტაციით.