სწავლება მდუმარედ

დაუბრუნდით სარჩევს

წინასიტყვაობა

ამ კრებულის დასახელება - „სწავლება მდუმარედ“ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ უცნაური, პარადოქსალურიც კი. აზროვნებას, რომელიც შეჩვეულია განიხილოს სწავლება, როგორც მოძღვრება ან უკეთეს შემთხვევაში, როგორც პრაქტიკული დემონსტრაცია, ძნელად წარმოუდგენია მსგავსი პროცესის წარმართვა მდუმარედ სიტყვის გარშე.

მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მედიტაციაზე, ჩვენ ვხვდებით იმ სამყაროში, სადაც ტრადიციულად ჭეშმარიტება გადაიცემა უშუალოდ სიჩუმეში, მზერით, ჟესტით ან შეხებით. (ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი მაგალითია ბუდას „ქადაგება - ყვავილი“, როდესაც ის წარსდგა უამრავი შეკრებილი ხალხის წინაშე, და მისი „ლექცია“ შედგებოდა იმისაგან რომ ეჩვენებინა ყვავილი!) როგორც ამბობს შრი ჩინმოი „ყოველი ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებლი მედიტაციას ასწავლის მდუმარებაში“.

და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ როდესაც ასეთი მასწავლებლები მიმართავენ სიტყვების გამოყენებას, მათი ხერხი ხდება პოეტური ან პარადოქსალური, ან მანტრიული (ე.ი. სიტვათა ჟღერადობა და რიტმი ფაქტიურად უხმობენ მათ მიერ აღნიშნულ თვისებას). მიზანი ყოველთვის ისაა, რომ გვერდზე გადავდოთ ანალიტიკური აზროვნება, და მივმართოთ ცოდნის უფრო ღრმა წყაროს, რომელსაც შრი ჩინმოი არქმევს - გულს.

ასეთი მასწავლებლის წიგნი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმძღვანელო, რომელშიც მედიტაცია დაყვანილია ტექნიკურ ილეთებადმე, თუმცა წიგნის მესამე ნაწილში, თქვენ იხილავთ აგრეთვე პრაქტიკული რჩევების მთელ რიგს.

შრი ჩინმოის შემოთავაზებული ტექნიკები შთაგონებასთან შემოქმედებითი მუშაობის ტრამპლინების მსგავსია. ის რაც დღეს შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, ერთხელ აღმოჩნდება რეალურად არსებული და დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება ამ რეალობასი შეზრდა.

ის წერს „… თქვენ ყოველთვის უნდა ქმნიდეთ, ეს შემოქმედება ზუსტად ის არის, რანიც ბოლოს და ბოლოს გახდებით. საბოლოოდ თქვენ გაიგებთ, რომ თქვენი შემოქმედება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის გახსნა“.

შრი ჩინმოი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მედიტაციაში ყოველთვის ესწრება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ტექნიკური ილეთები, თუნდაც სასარგებლო, და ეს „რაღაც უფრო მეტი“ არის მაძიებლის გულწრფელი მისწრაფება, „შიდა ვედრება“ უმაღლესზე.

„მისწრაფება - ის წერს - ეს გულისხმიერი ვედრებაა, გული შესძახის და იწევს, როგორც ზემოთ მიმართული ანთებული ცეცხლი“. აქ ნათლად ჩანს მთავარი არსი მისი სწავლებისა, იხსნება დინამიზმი, რომელიც შეადგენს მისი ფილოსოფიისა განუყოფელ ნაწილს. მედიტაცია - ეს არის, არა უბრალო პასიური პროცესი, სადაც თუნდაც გახსნილობა და ათვისების უნარი უთუოდ მნიშვნელოვანია. პოზიტიური შემოქმედებითი მიდგომა, უმაღლესისაკენ მისწრაფება - აი რა არის კიდევ საჭირო.

„მედიტაცია ჩვენ გვიჩვენებს, როგორ შეიძლება რაღაცისკენ მიისწრაფოდე და აგრეთვე როგორ შეიძლება ამას მიაღწიო“.

მედიტაციის პრაქტიკული ილეთებისადმი მიძღვნილი ნაწილი ამ წიგნის ბოლოშია მოთავსებული. წიგნის ასეთი სტრუქტურა და თხრობა, გადმოცემის ასეთი სვლა ბუნებრივადაა წარმოდგენილი: შთაგონების მომცემ ხილვიდან ფილოსოფიურ დასკვნამდე, შემდეგ კი პრაქტიკულ ცხოვრებისეულ ხელმძღვანელობამდე. წიგნი მოიცავს შრი ჩინმოის საუკეთესო ნაწარმოებების ამონარიდების მთელ დიაპაზონს. აქ ძალიან მკაფიოდ ჩანს მისი მიდგომა იმასთან, რაც აღწერილია ზემოთ, როგორც მანტრული მეთოდი. თავისი გამომხატველობით ეს ნაწყვეტები შეიძლება შევადაროთ წმინდა წერილებს და არ ტოვებს მკითხველში არავითარ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ისინი დაწერილი იყო (უფრო სწორად „წარმოთქმული“ ისე, როგორც ისინი მეტწილად გვხვდება შრი ჩინმოის ზეპირი გამონათქვამების ჩანაწერებში) პოეტისა და მედიტაციის ოსტატის მიერ; მათ მოაქვთ უტყუარობის ბეჭედი და გიწვევენ მდუმარებაში, სიტყვათა სამყაროს ფარგლებს გარეთ.

„მედიტაცია - ეს მდუმარებაა, ენერგიით შემავსებელი და ასრულების მომტანი; მდუმარება - ეს მჭერმეტყველური გამოთქვაა გამოუთქმელისა“.

შრი ჩინმოი დაიბადა 1931 წელს ბენგალიაში, რეგიონში, რომელიც იმ დროს ინდოეთის ნაწილი იყო. ბავშვობისას მან გამოიარა ღრმა სულიერი გამოღვიძების გზა და მიაღწია იმ მდგომარეობას, რომელსაც ღვთის რეალიზაცია ეწოდება.

დაახლოებით ოცი წელი მან გაატარა აშრამში (სასულიერო საზოგადოებაში) და შემდეგ 1964 წელს ჩავიდა დასვლეთში. განვლილ წლებში მან ევროპაში, ავსტრიალიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში დააფუძნა მთელი რიგი ცენტრები, სადაც სთავაზობდა სულიერების მაძიებლებს სწავლებას ძალიან დაახლოებულს ინტეგრალურ იოგასთან, რომელიც აერთიანებს „აღმოსავლეთის სულიერებას და დასავლეთის დინამიზმს“.

თუმცა შრი ჩინმოი აღიარებს, რომ „მედიტაციას წიგნებიდან ვერასოდეს შეისწავლი’“, იმავე დროს იმ ადამიანის სიტყვები, რომელმაც შემეცნებას მიაღწია, შეიძლება იქცეს უზარმაზარი შთაგონების წყაროდ იმათთის, ვინც იწყებს სულიერ მოგზაურობას. იმიტომ რომ, მედიტაცია არ არის რაღაც თეორიული პროცესი. რასაკვირველია მედიტაციაზე შეიძლება იფიქრო, დიახ მასზე შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ საბოლოოდ მედიტაცია მეცადინეობას საჭიროებს.

„თეორია უნდა გადაამოწმო. ფაქტს პატივი უნდა სცე. ჭეშმარიტებით უნდა იცხოვრო“.

ალან სპენსი

ხილვა

აბსოლუტი

არც აზრი, არც ფორმა, ვარ მხოლოდ მე; ყველა აზრი და სურვილი გაქრა. შეწყდა ბუნების ცეკვა-თამაში, მე ვარ ის ვისაც ვეძებდი მარად.

ნეტარებამ თავისი კარი გამიღო, მცოდნესა და ცოდნის მიღმა; უზარმაზარი სიმშვიდით ვტკბები და ვჭვრეტ ერთს, მხოლოდ ერთადერთს.

სიცოცხლის იდუმალი გზები გადავკვეთე, და მიზნად ვიქეცი. ჭეშმარიტებას ფარდა აეხადა; მე თვითონ ვარ გზა და სული - უფალი.

სულით შევიცნე ყველა მწვერვალი, ვდუმვარ მზის გულში. არ გავცვლი ამას დროსა და საქმეზე, დასრულდა ჩემი კოსმიური თამაში.

მედიტაცია ეს თვალია ჭეშმარიტების მჭვრეტი, გულია ჭეშმარიტების შემგრძნებელი და სული ჭეშმარიტების შემმეცნებელი.

მედიტაციის წყალობით სული მთლიანად აცნობიერებს საკუთარ ევოლუციას თავის მარადიულ მოგზაუობაში. მედიტაციის წყალობით ჩვენ ვხედავთ თუ როგორ გარდაიქმნება ფორმის მქონე უფორმოში, სასრული -უსასრულოში და თვალს ვადევნებთ იმას, თუ როგორ იძენს უფორმო ფორმას და უსასრულო ხდება სასრული.

მედიტაცია მეტყველებს. ის მეტყველებს მდუმარებაში. ის გვიხსნის. ის მისწრაფებულს უხსნის იმას, რომ მატერია და სამშვინველი, რაოდენობა და თვისობრიობა, იმანენტური და ტრანსცენდენტალური ერთიანია. მედიტაცია ხსნის, რომ ცხოვრება არ შეიძლება იყოს უბრალოდ არსებობა, სამოცდაათი ან ოთხმოცი წლის განმავლობაში, დაბადებასა და გარდაცვალებას შორის; სიცოცხლე ეს თვით მარადიულობაა. ჩვენი დაბადება, ისე როგორც ჩვენი გარდაცვალება - ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ღმერთის არსებობაში. დაბადების შემდეგ ცხოვრება მიედინება სხეულში. გარდაცვალების შემდეგ კი - სამშვინელში.

მედიტაცია ნიშნავს - საკუთარი თავის შეგნებულ გაფართოებას. მედიტაცია ნიშნავს საკუთარი ჭეშმარიტი „მე“-ს შეცნობას, ან აღმოჩენას. სახელდობრ მედიტაციის წყალობით ვლახავთ შეზღუდვების, არასრულყოფილებებს, მიჯაჭვულობების ტვირთს.

მედიტაცია - ესაა დინამიზმი ცნობიერების შიდა პლანებზე. რა ხდება სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ვმედიატირებთ? ჩვენ ვიძირებით ჩვენი არსებობის უფრო ღრმა ნაწილში; ამ დროს წინა პლანზე ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ ის სიმდიდრე, რომელიც სადღაც ღრმდაა ჩაბუდებული. მედიტაცია გვაჩვენებს, თუ როგორ მივისწრაფოთ რაღაცისაკენ და როგორ მივაღწიოთ მას. თუ ყოველდღიურად ვაკეთებთ მედიტაციას, მაშინ ღრმად იყავით დარწმუნებული, რომ ჩვენი შიდა და გარე ცხოვრებისეული პრობლემები გადაიჭრება.

სულიერი გული - ეს მარადიული და ყოვლის მომცველი სიყვარულის ცენტრია. ღრმად გულში იმყოფება სული, ჩვენი შიდა ღვთაებრიობა. მედიტაცია სულიერ გულში მაქსიმალური თვითგახსნის ყველაზე უსაფრთხო გზაა. ასეთი მედიტაციის დროს, ჩვენ მთელ ყურადღებას გულზე, გონების დამშვიდებით და ვიძირებით შიგნით სიმშვიდის, ნეტარებისა და სიყვარულის უფრო და უფრო ღრმა დონეებზე. ან ჩვენ შეგვიძლია მოვიხმოთ საშველად წარმოსახვა და წარმოვიდგინოთ, როგორ იფურჩქნება ჩვენს გულში ყვავილი. ჩვენ შევიგრძნობთ იმას, რომ როდესაც იფურჩქნება ყვავილის ფურცლები, მთელი ჩვენი არსება იწყებს ჩვენი შიდა ღვთაებრიობის ნათების გამოსხივებას; ჩვენ შეგვიძლია ჩავიძიროთ ჩვენი გულიდან ამომავალ ნაკადში და მივცეთ მას ნება ჩაიღვაროს ჩვენს შიგნით, და უშორესი უსაზღვროებისაკენ წარიტაცოს ჩვენი ცნობიერება. გულზე ყველაზე ღრმა მედიტაციის დროს ჩვენ გავდივართ აზროვნების საზღვრებს მიღმა და შთანთქმულები ვართ მდუმარე ურთიერთობით ჩვენს ღვთაებრივ არსებასთან, მედიტაციას მივყავართ ჩვენს უზენაეს „მე“- სთან შეგნებულ გაიგივებამდე.

მედიტაცია ზღვის ფსკერზე დაშვების მსგავსია, სადაც ყველაფერი -სიმშვიდე და სიწყნარეა; ზედაპირზე შეიძლება უამრავი ტალღაა იყოს, მაგრამ ისინი ზღვაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ. ზღვის ფსკერზე - თვით მდუმარებაა. როდესაც ვიწყებთ მედიტირებას, ჩვენ პირველ რიგში ვცდილობთ მივაღწიოთ საკუთარი თავის შიდა არსს, ანუ ზღვის ფსკერს. და მაშინ, თუ გარე სამყაროდან ტალღები მოიყრიან თავს, ისინი ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. შიში, ეჭვი, შეშფოთება და ყველა მიწიერი ალიაქოთი უბრალოდ ამოირეცხება, რადგან ჩვენში ურყევი სიმშვიდეა. აზრები ჩვენ არ გვეხებიან, იმიტომ, რომ ჩვენი გონება - თვით სიმშვიდეა, თვით სიწყნარეა, თვით ერთიანობაა. აზრები როგორც თევზები ზღვაში, ამოხტებიან და მიცურავენ, მაგრამ კვალს არ ტოვებენ. უზენაეს მედიტაციაში ყოფნისას ჩვენს თავს ზღვად ვგრძნობთ, და ზღვის ბინადარნი ვერ გვაწუხებენ. ჩვენ თავს ცად ვგრძნობთ და ყველა ფრინველი ირგვლივ მფრინავი ვერ გვაწუხებს; ჩვენი გონება იქცევა ცად, გული კი უსაზღვრო ზღვად. აი რა არის მედიტაცია. როდესაც მედიტაციაში ჩვენ გვინდა მაღლა ავიდეთ, ჩვენი მისწრაფება ადის, უშიშრად ადის უმაღლესისკენ. ჩვენს აღმავლობას ზღვარი არ აქვს - რადგან ჩვენ უსარულობაში ვმოგზაურობთ. ჩვენ ავდივართ მარად თავისი საზღვრების გადამლახავ ზეზღვრულში. მანძილის თვალსზრისით მოძრაობა ზემოთ და მოძრაობა სიღრმისკენ, ეს არის უსასრულო მოგზაურობა ერთი მიზნისაკენ: უზენაესისაკენ. მაგრამ გონების დახმარებით ჩვენ მაღლა ვერ ავალთ. გონებას უნდა გადავსძლიოთ, გავიდეთ მის ფარგლებს გარეთ, და კიდევ ერთხელ შევიდეთ სულიერი გულის სამეფოში. სულიერი გულის არე უსასრულოდ მაღლა მდებარეობს და უფრო ფართეა, ვიდრე უმაღლესი გონების არე. გონების მიღმა, გონებაზე უფრო შორს იმყოფება სულიერი გულის სამფლობელო. გული უსაზღვროა ყველა მიმართულებით, ამიტომაც შიგ გულში მდებარეობს უმაღლესი სიმაღლეც და უღრმესი სიღრმეც.

რაც უფრო შეგვიძლია ჩვენ ზევით ასვლა, მით უფრო შეგვიძლია ღრმად ჩაძირვა და პირიქით, რაც უფრო ღრმად შეგვიძლია ჩვენ ჩაძირვა, მით უფრო მაღლა შეგვიძლია ჩვენ ასვლა. ეს ხდება ერთდროულად თუ ჩვენ შევძლებთ ინტენსიურ მედიტირებას, მაშინ უთუოდ შევიგრძნობთ, რომ ერთდროულად კიდევაც ავდივართ ძალიან მაღლა და კიდევაც ვეშვებით ძალიან ღრმად. სიმაღლეცა და სიღრმეც თანმხლებია ერთმანეთისა, მაგრამ ისინი ასე ვთქვათ, მიეკუთვნებიან ორ სხვადსხვა განზომილებას. მაგრამ თუ ადამიანს შეუძლია ძალიან მაღლა ასვლა მედიტაციაში, მაშინ მას ასევე აქვს უნარი ძალიან ღრმად ჩაშვებისა.

სანამ ჩვენ ვერ შევიცნეთ უზენაესი, ჩვენ ვგრძნობთ, რომ სიმაღლე და სიღრმე სხვადასხვა რამაა. ზევითკენ ასვლისას ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ სიმაღლეს და შიდა სიღრმეში უფრო ღრმად დაშვებისას, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ სიღრმეს. მაგრამ სიმაღლე და სიღრმე ეს ყოველივე, მენტალურ ცნობიერებაში არსებული კატეგორიებია. ერთხელ თუ გავსცდით გონების ბარიერს და შევედით უნივერსალურ ცნობიერებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი არის ერთიანი და განუყოფელი. ამ დროს ჩვენში მღერის და ცეკვავს მხოლოდ რეალობა და ჩვენც თავად რეალობად ვიქცევით. მას არა აქვს არც სიმაღლე, არც სიღრმე და არც სიგრძე. ეს არის რაღაც მთლიანი და ამავე დროს ის ყოველთვის თავის საკუთარ საზღვრებს მუდამ გადალახავს.

მედიტაციაში მუდმივი მისწრაფების ალი ანთია. ჩვენი მოგზაურობა მარადიულია. ჩვენი პროგრესი და ჩვენი შემეცნება ასევე მუდმივი და უსასრულოა იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს უსასრულობასთან, მარადიულობასთან და უკვდავებასთან.

მედიტაცია ეს არის ადამიანის წყურვილი უსასრულო რეალობაზე, მარადიულ რეალობაზე და აბსოლიტურ რეალობაზე. მედიტაციის სიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მიაღწიო ღმერთთან შეგნებულ და მუდმივ ერთიანობას. მედიტაციის უმაღლესი სიდუმლოა - შეიგრძნო, რომ ღმერთი მთლიანად ჩვენ გვეკუთვნის, და ბოლოს შევიცნოთ ღმერთი თვით მისი გულისათვის, გავხსნათ იგი და ასრულება მოვუტანოთ მას.

მედიტაცია - საკუთარი თავის გადალახვაა. საკუთარი თავის გადალახვა - ეს ზეზღვრულის გზავნილია. ეს ზეზღვრულის გზავნილი - არის ღმერთი, როგორც მარად განვითარებადი სული, და ღმერთი, როგორც მარად ასრულიბის მომტანი მიზანი.

მედიტაცია ამბობს მხოლოდ ერთს: ღმერთი არის.

მედიტაცია გვიხსნის მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას: თქვენ იხილავთ ღმერთს.

მედიტაცია - ეს მდუმარებაა ენერგიით შემავსებელი და ასრულების მომტანი. მდუმარება - ეს მჭერმეტყველი გამოხატვაა გამოუთქმელისა.

პირველ რიგში რას ველით ჩვენ მედიტაციისაგან? სიმშვიდეს. სიმშვიდეს და არაფერს სხვას.

სიმშვიდე ეს დასაწყისია სიყვარულისა. სიმშვიდე ეს ჭეშმარიტების დასრულებაა. სიმშვიდე ეს წყაროსთან დაბრუნებაა.

მედიტაცია ფრინველის ფრთების მსგავსად ყოველთვის ფართოვდება სიმშვიდეში, სინათლესა და აღტაცებაში.

მხოლოდ მედიტაციას შეუძლია დაბადება მისცეს სრულყოფილებას. მედიტაციას მივყევართ ჩვენი გრძნობების იმედგაცრუების მიღმა, გონივრული გონების შეზღუდულობის მიღმა. და ბოლოს, მედიტაციას შეუძლია დაგვასაჩუქროს სრულყოფილების სუნთქვით.

მედიტაცია ჩვენ გვეხმარება წუთიდან წუთამდე ვიცხოვროთ. სხვა მხრივ, წუთებს შორის არესბობს მარადიული ახლა. არცერთი წუთი არ შეიძლება განვაცალკევოთ მარადიულობასაგან. აი, ეს წუთი, და აქ ყველგან ირგვლივ მარადიულობაა. მარადიულობა მოიცავს აწმყოს, წარსულს და მომავალს.

მარადიულობის შიგნით წუთია; და პირიქით წუთიში იმყოფება მარადიულობა. ეს ოკეანის მსგავსია. ოკეანეში უთვალავი პაწაწინა წვეთის რაოდენობაა. მეორეს მხრივ, ყოველი პაწაწინა წვეთი თავის თავში ინახავს უდიდესი ოკეანის არსს. ჩვენ ვიღებთ წვეთს და უცებ ვიძენთ უკიდეგანო ოკეანის შეგრძნებას იმიტომ, რომ წვეთი შეიცავს უდიდეს ოკეანეს. და ამიტომ არცერთი წუთი არ შეიძლება გამოყო მარადიულობისაგან და უსასრულობისაგან. მედიტაცია - ეს ერთადერთი გზაა სასრულის და უსასრულობის ერთიანობის შეგრძნებისა.

გვიბიძგებს თუ არა მედიტაცია რეალობიდან წასვლისაკენ? არა! პირიქით მედიტაცია ჩვენ შთაგვაგონებს მივიღოთ ღმერთის ქმნილება, როგორც უთუო რეალობა, რომელიც კიდევ გარდაქმნისა და სრულყოფილების მოლოდინშია. ჩვენ შევძლებთ ვიქცედ უსასრულო ჭეშმარიტებისა და უსასრულო სინათლის ნამდვილ სათავსოდ მხოლოდ მაშინ, როდესაც გარდაიქმნება მიწიერი ცნობიერება და გარდაჩვენი სხეულის ცნობიერება. ის ვინც მედიტირებს, ვალდებულია კაცობრიობაში მოქმედებდეს, როგორც ღვთაებრივი გმირი. კაცობრიობა ღმერთის განუყრელი ნაწილია. როგორ ვაპირებთ მივაღწიოთ ღვთაებრივობას კაცობრიობისაგან გამიჯვნით? უნდა მივიღოთ სამყარო ისეთად, როგორიც ის ახლა არის. როგორ შეიძლება რაიმე გარდაქმნა, თუ შენ მას არ ღებულობ? თუ მეთუნე არ აიღებს ხელში თიხას როგორ გამოძერწავს ქოთანს? სამყარო ჩვენს ირგვლივ სრულყოფილია, მაგრამ ჩვენც ხომ არასრულყოფილები ვართ. სრულყოფილი სრულყოფილება ჯერ არ შობილა ქვეყანაზე. უნდა გვესმოდეს ის, რომ სრულყოფილებისაგან კაცობრიობა ჯერ შორსაა, ძალიან შორს. მაგრამ ჩვენც ხომ ამ კაცობრიობის ნაწილი ვართ. როგორ ვაპირებთ ჩვენს და-ძმებზე ზურგის შექცევას, როდესაც ისინი ჩვენი სხეულის ნამდვილი ნაწილებია? მე არ შემიძლია უარვყო ჩემი ხელი, ეს შეუძლებელია. ამგვარად, როდესაც ჩვენ გასულიერებულად, ერთგულად ვმედიტირებთ, ჩვენ უნდა მივიღოთ კაცობრიობა ისე, როგორც ჩვენი ძალიან პირადი, საკუთარი ნაწილი. ჩვენ უნდა ავიყვანოთ კაცობრიობა თავისთან. თუ ჩვენ შეგვიძლია შთავაგონოთ სხვები, თუ ჩვენ ვართ ერთი ნაბიჯით, ე.ი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვემსახუროთ ღვთაებრივობას მათში, ვინც ჩვენ მოგვყვება.

ასე რომ, ჩვენ არ უნდა წავიდეთ ჰიმალაის გამოქვაბულებში. ჩვენ უნდა მივიღოთ მსოფლიო აქვე და ახლავე. ჩვენ უნდა გარდავქმნათ მსოფლიოს იერი, ადამიანებში ღვთაებრივსთვის ჩვენი ერთგულების ძალაზე დაყრდნობით. მედიტაცია - სინამდვილისაგან გაქცევა არ არის. მედიტაცია - ეს არის სიცოცხლის მიღება მისი მთელი სისავსით, მისი გარდაქმნის განზრახვით, იმისათვის რომ ღვთაებრივმა ჭეშმარიტებამ მოიპოვოს აქ დედმიწაზე, უმაღლესი გამოვლინება.

თეორია

როდესაც

როდესაც ის კონცერტრირდება, ყოველივეს აქვს მნიშვნელობა: როდესაც ის მედიტირებს, არაფერს აქვს მნიშვნელობა როდესაც ის ჭვრეტს აქვს მნიშვნელობა მხოლოდ ღმერთს.

თუ ჩვენ ვგრძნობთ, რომ კმაყოფილნი ვართ იმით, რასაც ვფლობთ, და იმით, რანიც ვართ, მაშინ ჩვენში არაა მედიტაციის სფეროში შესვლის აუცილებლობა. ჩვენ მივმართავთ მედიტაციას იმიტომ, რომ განვიცდით შინაგან შიმშილს. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენში რაღაც ნათელს, უსაზღვროს, ღვთაებრივს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ძალიან, ძალიან მაგრად გვჭირდება, მაგრამ ამ წამს ჩვენ არა გვაქვს მისადმი მისადგომი. ასე რომ ჩვენი შიმშილი გამოწვეულია სულიერი მოთხოვნილებით.

მედიტაცია არ ნიშნავს უბრალოდ ხუთი-ათი წუთით სიჩუმეში ჯდომას, მედიტაცია ითხოვს შესაბამის ძალისხმევას. გონება უნდა დააწყნარო და უნდა გააჩუმო, მაგრამ ამვდროულად ის ფხიზელი უნდა იყოს და არ უნდა შემოუშვას არანაირი განყენებული აზრები ან სურვილები. როდესაც ჩვენ გავაჩუმებთ და დავაწყნარებთ გონებას, ვიგრძნობთ იმას, თუ როგორ წარმოიშობა ჩვენში ახალი ქმნილება. როდესაც გონება არაფრითაა დაკავებული და მშვიდადაა, მთელი ჩვენი არსება ცარიელ ჭურჭლად იქცევა. ჩვენ შინაგან არსებას შეუძლია მოუხმოს უსაზღვრო სიმშვიდეს, სინათლეს და ნეტარებას ამ ჭურჭელში შესასვლელად და მის შესავსებად. აი ეს არის მედიტაცია.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ეს ჩვენ ვცდილობთ მედიტირებას, მედიტაცია რთული გვეჩვენება. მაგრამ ნამდვილი მედიტაცია ჩვენ მიერ არ სრულდება. მას ასრულებს ჩვენი შინაგანი მესაჭე, უზენაესი, რომელიც გამუდმებით მედიტირებს ჩვენში და ჩვენი გავლით. ჩვენ მხოლოდ ჭურჭელი ვართ და ჩვენ ვაძლევთ მას უფლებას აგვავსოს მთელი თავისი ცნობიერებით. ჩვენ ვიწყებთ პირადი ძალისხმევით, მაგრამ საკმარისია ჩავღრმავდეთ - ვხედავთ იმას, რომ ეს არაა ჩვენი ძალისხმევა რაც გვაძლევს ნებას შევიდეთ მედიტაციაში. სწორედ რომ უზენაესი მედიტირებს ჩვენში და ჩვენი გავლით, ჩვენი შეგნებული ნებართვით და თანხმობით.

მედიტაციის პრაქტიკა უნდა იყოს სპონტანური, ზეშთაგონებული და სწორი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბნელი ეჭვი დაახშობს გონებას, გულში კი შემოიპარება სრული იმედგაცრუება. და, შესაძლოა, თქვენ აღმოაჩენთ მთელ თქვენს არსებას შემწყვდეულს პირდაღებული უფსრკულის სიღრმეებში.

მედიტაციიისთვის საჭიროა აღმაფრენა. აღმაფრენაში მოგიყვანთ წმინდა წერილები. იმისათვის რომ შეიძინო სასულიერო წიგნი საჭიროა ათი წამი. იმისათვის რომ წაიკითხო ეს წიგნი საჭიროა რამოდენიმე საათი და იმისათვის, რომ გაიაზრო ეს წიგნი საჭიროა რამოდენიმე წელიწადი. ხოლო იმისათვის, რომ იცხოვრო მისი ჭეშმარიტებით საჭიროა არა მარტო მთელი სიცოცხლე, არამედ რამოდენიმე ინკარნაციაც კი.

მედიტაციისთვის საჭიროა მისწრაფება. სულიერი მასწავლებლის ფიზიკურ ან სულიერ დასწრებას, შეუძლია გააღვიძოს თქვენი მიძინებული მისწრაფება; მას ადვილად შეუძლია ამის გაკეთება და ხალისით გააკეთებს ამას თქვენთვის.

მისწრაფება - აი რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მიაღწიოთ მოგზაურობის მიზანს. თქვენ არ გჭირდებათ შეწუხება თქვენს რეალიზაციაზე. ამაზე იზრუნებს თქვენი მისწრაფება.

თუ თქვენი მასწავლებელი რეალიზებული სულია, მისი მდუმარე, დაჟინებული მზერა გასწავლით თქვენ მედიტირებას. მასწავლებელმა არ უნდა აგიხსნათ თქვენ, როგორ უნდა მედიტირებდეთ გარეგანი საშუალებების დახმარებით. ან გაძლევდეთ თქვენ მედიტაციის გარკვეულ ტექნიკას. ის უბრალოდ იმედიტირებს თქვენზე და შინაგანად გასწავლით თქვენ მედიტირებას. თქვენი სული შევა მის სულში და დაიწყებს მისგან სწავლებას. ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი მედიტაციას ასწავლის მდუმარებაში.

როდესაც რეალიზებული სულიერი მასწავლებელი შედის თავის უმაღლეს ცნობიერებაში, ის აღწევს მასში მყოფ ღვთაებრივობასთან ერთიანობას. მასში მყოფი ადამიანური ინდივიდუალურობა მთლიანად ერთვის უზენაესს. ამ მომენტში მასწავლებლის ცნობიერება წარმოადგენს პირდაპირ არხს სინათლისაკენ, რომელსაც მომედიტირე ადამიანი ცდილობს აღმოაჩინოს თავის საკუთარ გულში. მასწავლებლის ცნობიერება ხსნის და სთავზობს იმას, რასაც მაძიებნელი ცდილობს აღმოაჩინოს საკუთარი თავის შინაგან სიღრმეებში. მასწავლებლის უმაღლეს მედიტაციასთან გაიგივება ნიშნავს მიიღო იმ ცნობიერების პირდაპირი განცდა, რომელიც წარმოადგენს ადამიანის შინაგანი ძიების მიზანს. ეს მედიტაცია არა ადამიანის პიროვნებაზეა, არამედ ღვთაებრივ ცნობიერებიერებაზეა მიმართული, რომელიც იყენებს ადამიანს, როგორც თავისი გამოვლენის ინსტრუმენტს.

გული - სულის ადგილსამყოფელია, გულში არიან იმყოფება წყარო და რეალობა.

იმის მსგავსად, თუ როგორ ახდენთ კონცენტრირებას რომელიმე საგანზე - პორტრეტზე, ყვავილზე ან ალზე - თქვენ შეგიძლიათ გულზეც კონცენტრირება.

წარმოდგენაც კი შეუძლებელია, თუ რა შეუძლია ქნას კონცენტრაციამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კონცენტრაცია - ესაა მიზნის მიღწევის ყველაზე საიმედო ხერხი. კონცენტრაცია ისარივით შედის მიზანში.

კონცენტრაცია - ისარია. მედიტაცია - მშვილდია.

კონცენტრაცისას თქვენ ახდენთ მთელი ენერგიის ფოკუსრებას არჩეულ მოვლენაზე, იმისათვის რომ ამოხსნათ მისი საიდუმლოებანი. მედიტირებისას თქვენ ადიხართ უფრო მაღალ ცნობიერებაში.

კონცენტრაცია ცდილობს ობიექტში შეღწევას, რომლისკენაც ის არის მიმართული. მედიტაცია ცდილობს იცხოვროს მდუმარების უსაზღვრო სივრცეში.

კონცენტრაციისას თქვენ ცდილობთ არჩეული ობიექტის ცნობიერების შემოტანას, უშუალოდ თქვენი შეცნობის სფეროში. მედიტირებისას თქვენ ადიხართ საკუთარი შეზღუდული ცნობიერებიდან უფრო მაღალ და უფრო ვრცელ არეში.

თუ თქვენ გსურთ დახვეწოთ საკუთარი შესაძებლობანი – აკეთეთ კონცენტრირება და თუ თქვენ გსურთ დაკარგოთ საკუთარი თავი იმედიტირეთ.

კონცენტრაციის დანიშნულება გზის გაწმენდაა, როდესაც მედიტაციას სურს წავიდეს ან უფრო ღრმად, ან მაღლა ზევით.

კონცენტრაციას სურს დაეუფლოს ცოდნას, რომელზეც ის დამიზნებულია, მედიტაციას სურს გაიგივდეს ცოდნასთან, რომელსაც ის ეძებს.

კონცენტრაცია ნიშნავს შინაგან მზადყოფნას და სიფხიზლეს. ყველგან ჩვენს ირგვლივ და ჩვენს შიგნით არიან ქურდები. შიში, ეჭვი, ღელვა და წუხილი - ეს შინაგანი ქურდებია, რომლებიც ცდილობენ მოიპარონ ჩვენგან შინაგანი წონასწორობა და გონების სიმშვიდე. როდესაც ჩვენ ვისწავლით კონცენტრირებას, ამ მტრულ ძალებს გაუჭირდებათ ჩვენში შეღწევა. თუ ჩვენ გონებაში ეჭვები შეაღწევენ, კონცენტრაციის ძალა მათ ნაკუწებად აქცევს. თუ ჩვენ გონებაში შეაღწევს შიში, კონცენტრაციის ძალა მას შორს განდევნის. ეხლა ჩვენ ბნელი, გაუსხივოსნებელი, დამანგრეველი აზრების მსხვერპლნი ვართ, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ჩვენი კონცენტრაციის ძალის გამო, მღელვარე აზრებს პირიქით ჩვენი შიში ექნებათ.

კონცენტრაცია - ეს არის გონების დინამიური ნება, რომელიც მოქმედებს ჩვენში, რათა ჩვენ ვღებულობდეთ სინათლეს და ვუარყოფდეთ სიბნელეს. ის მსგავსია ჩვენში ღთვაებრივი მეომრისა. შეუძლებელია წარმოდგენაც კი თუ რა შეუძლია გააკეთოს კონცენტრაციამ ჩვენი მისწრაფების ცხოვრებაში. მას შეუძლია იოლად გამოჰყოს ზეცა ჯოჯოხეთისაგან, რათა ჩვენ შეგვეძლოს ვიცხოვროთ მუდმივ ზეციურ აღტაცებაში, და არა მუდმივ შფოთვებში, შიშებში და ჯოჯოხეთურ ტანჯვა-წამებაში სანამ აქ დედამიწაზე ვიმყოფებით.

კონცენტრაციისას ჩვენ ვემსგავსებით ტყვიას შემავალს რაიმეში ან მაგნიტს, რომელიც თავისკენ იზიდავს კონცენტრაციის ობიექტს. ამავდროულად ჩვენ არ ვაძლევთ არანაირ აზრებს ჩვენს გონებაში შეღწევის უფლებას, იყონ ისინი თუნდ ღთვაებრივნი ან არაღთვთიურნი, მიწიერნი ან ზეციურნი, კარგნი ან ცუდნი. კონცენტრაციის დროს გონება უნდა იყოს ფოკუსირებული კონკრეტულ ობიექტზე ან საგანზე. თუ ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ ყვავილის ფურცელზე, მაშინ ჩვენ ვცდილობთ შევიგრძნოთ, რომ ჩვენსა და ამ ფურცლის გარდა ამ სამყაროში მეტი არაფერი არსებობს. ჩვენ არ ვიყურებით არც წინ, არც უკან, არც ზემოთ, არც შიგნით; ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ შევაღწიოთ ამ ობიექტში კონცენტრაციის დახმარებით, შეკრებილს ერთ წერტილში. მაგრამ ეს არაა საგნის შიგნით ჩახედვის ან ობიექტში შეღწევის აგრესიული ხერხი. სავსებით არა! ეს კონცენტრაცია გამომდინარეობს უშუალოდ დაუოკებელი სულის ნებიდან ან ნებისყოფიდან.

მე ძალიან ხშირად მესმის მისწრაფებულნი როგორ ამბობენ, რომ არ შეუძლიათ კონცენტრირება ხუთ წუთზე მეტი. ხუთი წუთის შემდეგ მათ ეწყებათ თავის ტკივილი ან მხურვალების შეგრძნება აქვთ თავში. რატომ? ეს ხდება იმიტომ, რომ მათი კონცენტრაციის ძალა გამომდინარეობს ინტელექტუალური, ანუ შეიძლება ვთქვათ დისციპლინირებული გონებისაგან. გონებამ იცის, რომ არ უნდა იხეტიალოს, სწორედ ამისათვის მას ცოდნა ჰყოფნის, მაგრამ თუ სწორად გამოვიყენებთ გონებას, ნათელი გზით, მაშინ მასში უნდა შევიდეს სულის სინბათლე. როდესაც სულის სინათლე შედის გონებაში, საათობით რაიმეზე კონცენტრირება ადვილი ხდება. ამ დროს არ არიან არც აზრები, არც ეჭვები, არც შიშები. თუ გონება სავსეა სულის სინათლით, მასში ვერანაირი ნეგატიური ძალები ვერ შეაღწევენ

ამგვარად კონცენტრირების დროს ჩვენ ვცდილობთ შევიგრძნოთ, რომ სულის სინათლე გამოდის გულიდან და მესამე თვალის გასწვრივ მიედინება. შემდეგ ჩვენ ამ სინათლით კონცენტრაციის ობიექტში შევდივართ და მასთან გაიგივებას ვახდენთ. კონცენტრაციის ბოლო ეტაპია ის, რომ აღმოვაჩინოთ ფარული საბოლოო ჭეშმარიტება კონცენტრაციის ობიექტში.

კონცენტრირებისას ჩვენ ყურადღების ფოკუსირებას ვახდენთ ერთ კონკრეტულ საგანზე. მაგრამ მედიტირებისას ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღრმად ჩვენში არის შესაძლებლობა ერთდროულად დავინახოთ, ვაკეთოთ და ავითვისოთ ბევრი რამ. მედიტირებისას ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ თავისი თავი ფრინველის მიერ ფრთების გაშლის მსგავსად. ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ საკუთარი სასრული ცნობიერება და შევიდეთ უნივერსალურ ცნობიერებაში, სადაც არც შიშია, არც შური, არც ეჭვი, არამედ მხოლოდ სიხარული, სიმშვიდე და ღვთიური ძალა.

მედიტაცია ნიშნავს შეგნებულ შეზრდას უსასრულობაში. არსებითად რას ვაკეთებთ მედიტაციის დროს? ჩვენ შევდივართ ცარიელ, წყნარ და ჩუმ გონებაში და ვაძლევთ ნებას თვით უსასრულობას გვკვებოს და გვზრდიდეს ჩვენ.

კონცენტრაციის დახმარებით ჩვენ ვკრებთ თავს ერთ წერტილში, მედიტაციის დახმარებით კი ჩვენ ვაფართოვებთ საკუთარ ცნობიერებას უსაზღვროებამდე და შევდივართ მის ცნობიერებაში. ჭვრეტისას კი ჩვენ შევიზრდებით თვით უსაზღვროებაში და მისი ცნობიერება ხდება ჩვენი საკუთარი. ჭვრეტისას ჩვენ ვიმყოფებით ერთდროულად უღრმეს კონცენტრაციაში და ამასთან ერთად უზენაეს მედიტაციაში. ჭვრეტისას ჩვენ შევიზრდებით იმ ჭეშმარიტებაში, რომელიც დავინახეთ და შევიგრძენით მედიტაციაში და მასთან ერთ მთლიანობად ვიქცევით. როდესაც ჩვენ ვახდენთ კონცენტრაციას ღმერთზე, ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ ღმერთი პირდაპირ ჩვენს წინ ან ჩვენს მახლობლად. როცა ჩვენ ვმედიტირებთ, ჩვენ აუცილებლად ვგრძნობთ ჩვენს შიგნით უსასრულობას, მარადიულობას და უკვდავებას. და როდესაც ვჭვრეტთ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენ თვითონ ვართ ღმერთი და რომ ჩვენ თვითონ ვართ უსასრულობაც, მარადიულობაც და უკვდავებაც.

ჭვრეტა ნიშნავს, შეგნებულ ერთიანობას უსასრულო, მარადიულ აბსოლუტთან. აქ შემქმნელი და ქმნილება, მოსიყვარულე და საყვარელი, შემმეცნელი და შესაცნობი ერთმანეთს ერთვიან. ერთ მომენტში ჩვენ ღვთაებრივი მოსიყვარულენი ვართ ღვთაებრივი და ღმერთი ჩვენი უზენაესი შეყვარებულია. შემდეგ მომენტში ჩვენ ვიცვლით როლებს. ჭვრეტისას ჩვენ ვერთიანდებით შემქმნელთან და ჩვენში მთელ სამყაროს ვხედავთ. ამ დროს, საკუთარ არსებაზე მზერისას, ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანს. ჩვენ ვხედავთ სინათლის, სიმშვიდის და ნეტარების გენერატორის მსგავსს რამეს.

თუ ჩვენ ვმედიტირებთ ფორმის არმქონე კონკრეტულ ღვთაებრივ თვისებაზე, როგორებიცაა სინათლე, სიმშვიდე ან ნეტარება, ან თუ ჩვენ აბსტრაქტულად ვმედიტირებთ უსასრულობაზე, მარადიულობაზე ან უკვდავებაზე, მაშინ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვგრძნობთ ჩვენში მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს. ჩვენ ვმედიტირებთ სიმშვიდეზე, სინათლეზე ან ნეტარებაზე და ჩქაროსნული მატარებელი ამ დროს შეუჩერებლივ მიჰქრის. ჩვენი გონება ჩუმი და მშვიდია უსასრულობის უსაზღვროებაში, მაგრამ აქ არის მოძრაობა; მიზნისკენ შეუჩერებლივ მიჰქრის მატარებელი. ჩვენ წარმოვიდგენთ მიზანს და მედიტაციას მივყავართ იქამდე.

ჭვრეტაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჭვრეტაში ჩვენ ვგრძნობთ მთელ სამყაროს და ყველაზე შორეულ მიზანს საკუთარ თავში. როდესაც ჩვენ ვჭვრეტთ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენში ვიტევთ მთელ სამყაროს მთელი მისი უსასრულო სინათლით, სიმშვიდით, ნეტარებით და ჭეშმარიტებით. არ არის არც აზრები, არც ფორმები, არც იდეები. ჭვრეტისას ყველაფერი ერთიანდება; ყველაფერი ხდება ცნობიერების ერთიანი ნაკადი. ჩვენს უმაღლესს ჭვრეტაში ჩვენ ვგრძნობთ, რომ სხვა არაფერი ვართ, თუ არა თვით ცნობიერება; ჩვენ აბსოლუტთან ერთიანი ვართ. ჩვენს უმარლეს მედიტაციაში კი დინამიური მოძრაობაა. ეს მოძრაობა არ არის აგრესიული; ჩვენ არავის ვცემთ ან ვურტყამთ. სრულებით არა! უბრალოდ ჩვენს ცნობიერებაში სრულდება დინამიური მოძრაობა. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ იმას თუ რა ხდება შინაგან და გარე სამყაროში, მაგრამ ეს ჩვენზე არ მოქმედებს. ჭვრეტისას ჩვენზე აგრეთვე ვერ ახდენს ზეგავლენას, თუ რა ხდება გარე და შინაგან სამყაროში. მაგრამ იქ ჩვენ და მთელი ჩვენი არსება ვხდებით განუყრელი ნაწილი იმ სამყაროსი, რომელიც ჩვენში ღრმად არის.

მაშასადამე კონცენტრაციას მოაქვს სიფხიზლის გზავნილი, მედიტაციას მოაქვს უსაზღვრობის გზავნილი, ჭვრეტას კი - განუყოფელი ერთობის გზავნილი. ჩვენ ვახდენთ კონცენტრირებას იმიტომ, რომ მიზნის მიღწევა გვსურს. ჩვენ ვმედიტირებთ იმიტომ, რომ გვინდა ვიცხოვროთ მიზნის გულში. ჩვენ ვჭრეტთ იმიტომ, რომ გვინდა მიზნად ვიქცეთ.

ჩვენ ვახდენთ კონცენტრირებას გონების გამასხივოსნებელი ჩაწერტებით. ჩვენ ვმედიტირებთ გულის გამაფართოებელი უსაზღვროებით. ვჭვრეტთ ჩვენი სულის ასრულების მომტან ერთიანობით.

სულიერი მოგზაურობის დასაწყისში ჩვენ ვგრძნობთ, რომ მედიტაცია მიიღწევა პირადი ძალისხმევით და ოფლის ღვრით. მოგზაურობის ბოლოს კი ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მედიტაცია ეს ღვთის წყალობაა, მისი უსასრულო შებრალებაა.

ფასი არასდროს ჩანს სამართლიანი. ღმერთის შემეცნებამდე ის გვეჩვენება ძალიან მაღალი. შემეცნების შემდეგ ის ძალიან დაბალია. დამწყებისათვის ზუსტად მედიტაცია არის უმაღლესი რეალობა. მაგრამ როდესაც ის ხდება წინ წაწეული მძებნელი, მან იცის, რომ მედიტაციას მხოლოდ უმაღლესი რეალობისკენ მივყავართ. თუ ადამიანმა დიდხანს იცხოვრა უვიცობაში, თუ მთელი ცხოვრება მას არც ერთი წუთით არ ულოცია, მაშინ მისთვის, ბუნებრივია, მედიტაცია იქნება უზენაესი რეალობა, რომლის მიღწევაც შეუძლია მის ცნობიერებას. მაგრამ იმეცადინებს რა მედიტაციაში რამოდენიმე წელი, მას ესმის, რომ თვით მედიტაცია თავისთავად არ არის უზენაესი რეალობა. უმაღლესი რეალობა ეს ისაა, რასაც ის აღწევს ან რაშიც შეიზრდება, როდესაც მიყვება მედიტაციის გზას.

მოგზაურობა უნდა დავიწყოთ შთაგონებით. ყოველდღე ჩვენს სიღრმეში უნდა ვგრძნობდეთ, რომ ყოველივეში რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შთაგონების საჭიროებას. შთაგონების გარეშე ნამდვილად არაფერი მიიღწევა. შემდეგ უნდა გადადგა მომდევნო ნაბიჯი. შთაგონების შემდეგ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ მისწრაფების საჭიროება. შთაგონება ეს ყველაფერი არაა. იმისათვის რომ მიაღწიოი ოქროს ყოველისა, დაინახო ზეზღვრულის ოქროს ნაპირები, საკუთარი თავის მარად გადამლახავი ზეზღვრულის - უნდა მივისწრაფოდეთ. აი რას ველით ჩვენ მისწრაფებიდან, ამ ჩვენში აღმავალი ალისაგან.

მაგრამ მისწრაფებაც არ კმარა. საჭიროა მედიტირება. მისწრაფება თავის თავში მედიტაციასაც ითავსებს. მედიტირებისას ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ შევდივართ უსასრულობაში, მარადიულობაში და უკვდავებაში. ეს არ არის ბუნდოვანი ტერმინები, არამედ ჩვენი ნამდვილი მფლობელობაა. ერთ მშვენიერ დღეს ღვთაებრივ სამფლობელოში - უსასრულობაში, მარადიულობაში და უკვდავებაში - შესვლის უფლება დაბადებიდან გვაქვს ბოძებული. შემდეგ, როდესაც მედიტაციაში ჩვენ წინ წავიწევთ, როცა მედიტაცია იწყებს ნაყოფის მოტანას, მაშინ ჩვენ შევდივართ რეალიზაციის სამეფოში. ჩვენ ამ სხეულში, აქ დედამიწაზე შევიცნობთ უზენაეს ჭეშმარიტებას. იმისათვის რომ ღმერთი შევიცნოთ საჭირო არაა სადმე წასვლა. იმისათვის, რომ სულიერ პრაქტიკას მივყვებოდეთ არ არის საჭირო განმარტოვება ჰიმალაის გამოქვაბულში, ან ჩამოჯდომა დათოვლილ მთაზე. არა. საჭიროა სულიერებაში მეცადინეობა აქ დედამიწაზ, ცხოვრების ამაოებასა და ალიაქოთში. ჩვენ უნდა მივიღოთ დედამიწა მის დღევანდელ მდგომარეობაში, ისეთად, როგორიც ის არის. თუ გვეშინია დედამიწის, თუ მას გაურბივართ, მაშინ რეალიზაციაზე-ღმერთიზე მხოლოდ უნდა ვიოცნებოთ. უმაღლესი ჭეშმარიტება ჩვენ უნდა შევიცნოთ აქ დედამიწაზე.

პრაქტიკა

და ისევ იმავე

და ისევ იმავე დაკარგულ ჭეშმარიტებას მე ვხსნი, ისევ იმავეს. და ისევ იგივე დავიწყებულ თავს მე ვიხსენებ, ისევ იმავეს. და ისევ იმავე დაკარგულ მიზანს მე ვიძენ, ისევ იმავეს.

დასაწყისი

უნდა იცოდეთ, რომ სულიერი თვალსაზრისით ყოველი მაძიებელი დამწყებია. დამწყები ეს ადამიანია, რომელიც განიცდის შინგან გულის წადილს შეიზარდოს უფრო მეტად ღვთიურში, უფრო მეტად სინათლის მომტანში და უფრო მეტად ასრულების მომტანში. როგორც კი თქვენ მოგინდათ მუდმივი და უწყვეტი პროგრესის გზაზე დადგომა, როგორც კი თქვენ მოგინდათ მუდმივად საკუთარი თავის გადალახვა და შესვლა მარად საკუთარი თავის გადამლახავ ზეზღვრულში, ამ წამს თქვენ ხდებით მარადიული დამწყები.

თუ თქვენ აბსოლიტურად ახალბედა ხართ, მაშინ თქვენ უნდა დაიწყოთ რამოდენიმე სულიერი წიგნის ან წმინდა წერილების წაკითხვით. ისინი მოგცემენ შთაგონებას. მაგრამ უნდა წაიკითხოთ იმ სულიერი მასწავლებლების წიგნები რომლების უთუოდ გწამთ. არიან მასწავლებლები, რომლებმაც მიაღწიეს უმაღლეს ცნობიერებას, და თუ წაიკითხავთ მათ წიგნებს, თქვენ აუცილებლად მიიღებთ შთაგონება.

ჭეშმარიტების შეთავაზება შეუძლია მხოლოდ იმათ, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდება ის, რომ ბრმას მოჰყავს ბრმა.

დასაწყისში თქვენ არც კი უნდა იფიქროთ მედიტაციაზე. უბრალოდ შეეცადეთ დღის განმავლობაში გამოჰყოთ გარკვეული დრო, როცა თქვენ შეეცდებით იყოთ ჩუმი და წყნარი და შეიგრძნოთ, რომ ეს ხუთი წუთი ეკუთვნის თქვენს შინაგან არსებას და სხვას არავის. რეგულარულობას აქვს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა. ის რაც თქვენ გჭირდებათ - რეგულარული პრაქტიკაა ერთსა და იმავე დროს.

მედიტირების სწავლების დაწყების საუკეთესო ხერხია ურთიერთობა იმ ხალხთან, რომლებიც რამოდენიმე ხანია უკვე მედიტირიბენ. ეს ხალხი იმ დონეზე არ არის რომ გასწავლონ, მაგრამ ისინი შეძლებენ თქვენს შთაგონებას. თუ თქვენ გყავთ მეგობრები რომლებმაც იციან მედიტირება, უბრალოდ დაჯექით მათ ახლოს, როდესაც ისინი მედიტირებენ. თქვენი შინაგანი არსება შესძლებს გაუცნობიერებლად მიიღოს მათგან გარკვეული მედიტაციური ძალა. თქვენ მათ არაფერს არ პარავთ. უბრალოდ თქვენი შინაგანი არსება ღებულობს დახმარებას მათგან, ზედაპირული ცოდნის გარეშე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეს პრაქტიკაა. დღეს თქვენი გონება მაიმუნივით იქცევა. სულ აკაკუნებს თქვენი გულის კარებში და გულის წონასწორობას არღვევს. მაგრამ ყოველთვის, როგორც კი გონება მოდის თქვენთან, უბრალოდ განდევნეთ ის ან განზრახ გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე.

მედიტაციის ანბანი

დავიწყოთ მედიტაციის ამბანიდან. როდესაც სახლში მედიტირებთ, უნდა გამოარჩიოთ თქვენი ოთახის კუთხე, აბსოლიტურად სუფთა და კურთხეული - წმიდა ადგილი, რომელსაც თქვენ მოიხმართ მხოლოდ მედიტაციისათვის. აქ თქვენს საკურთხეველზე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი სულიერი მასწავლებლის, ან ქრისტეს, ან სხვა სულიერი პირის გამოსახულება, რომელიც თქვენ გიყვართ და თვლით პირად მასწავლებლად.

როდესაც თქვენ ატარებთ ყოველდღიურ მედიტაციას, შეეცადეთ იმყოფებოდეთ სრულ მარტოობაში. ეს წესი არ ვრცელდება ცოლსა და ქმარზე, თუ მათ ჰყავთ ერთი სულიერი მასწავლებლი; მათ სავსებით კარგად შეუძლიათ ერთად იმედიტირონ. ასევე ახლო სულიერ მეგობრებსაც, რომელთაც ბოლოდე ესმით ერთმანეთის შინაგან ცხოვრებში, შეუძლიათ ერთად იმედიტირონ. სხვა შემთხვევებში, თქვენი ყოველდღიური ინდივიდუალური მედიტაციის დროს, არ არის რეკომენდირებული სხვებთან მედიტირება. კოლექტიური მედიტაცია აგრეთვე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღიური ინდივიდუალური პრაქტიკის დროს უკეთესია მედიტირება განმარტოებულად საკუთარ საკურთხეველთან.

გარე დამხმარე საშულებანი მედიტაციისათვის

კარგია თუ მედიტაციის დაწყებამდე შეძლებთ შხაპის ან აბაზანის მიღებას. ცნობიერების გასუფთავებისათვის უთუოდ საჭიროა სხეულის გასუფთავება. თუ თქვენ საშუალება არა გაქვთ მიიღოთ შხაპი ან აბაზანა სანამ დასხდებით მედიტაციისათვის, უკიდურეს შემთხვევაში საჭიროა პირისა და ფეხის დაბანა. სასურველია აგრეთვე სუფთა და ღია ფერიოს ტანსაცმლის ჩაცმა.

აგრეთვე დაგეხმარებათ, თუ თქვენ დაანთებთ საკმეველს და დაიდგამთ წინ ყვავილებს. არის ხალხი, რომლებიც ამბობს, რომ არ არის აუცილებელი მედიტაციის დროს ყვავილების დადგმა. ისინი ამბობენ: „ყვავილი ჩვენშია, ათასფურცლიანი ლოტოსი ჩვენს შიგნითა“. თუმცა ცოცხალი ყვავილი, რომელიც თქვენს წინაა, გაგახსენებთ შინაგან ყვავილს. მისი ფერი, მისი არომატი და მისი სუფთა ცნობიერება მოგცემენ თქვენ ცოტაოდენ შთაგონებას. აღმაფრენიდან თქვენ მიიღებთ მისწრაფებას და მისწრაფებიდან - რეალიზაციას.

იგივე ეხება სანთლების გამოყენებას მედიტაციის დროს. ალი თავისთავად ვერ მოგვცემს ჩვენ მისწრაფებას; მისწრაფებას მოგვცემს მხოლოდ შინაგანი ალი. მაგრამ როდესაც გარე ალს ხედავთ, თქვენ დაუყოვნებლივ გრძნობთ იმას, რომ ალი თქვენს შინაგან არსებაში ასევე მიიწევს მაღლა, უფრო მაღლა, ყველაზე მაღლა. და როდესაც შეისუნთქავთ საკმევლის სურნელებას, თქვენ მიიღებთ ალბათ იოტის ოდენა შთაგონებას და განწმენდას, მაგრამ ეს იოტი შეემატება თქვენს შინაგან განძეულობას. თუ ადამიანი იმყოფება ღვთის რეალიზაციის ზღვარზე ან უკვე შეიცნო იგი, მაშინ ამ გარე ნივთებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. მაგრამ თუ თქვენ იცით, რომ ღვთის რეალიზაციისაგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ხართ, მაშინ ისინი უთუოდ გაზრდიან თქვენს მისწრაფებას.

მედიტაციის დრო

მედიტაციის საუკეთესო დრო ინდოელ წინასწარმეტყველთა, ბრძენთა და სულიერ მასწავლებელთა თანახმად დილის სამსა და ოთხ საათს შორისაა, მას ჰქვია „ბრახმა მუხურთა“ - ბრახმანის დრო, საუკეთესო დროა. მაგრამ რადგან აქ დასავლეთში, თუ დასაძინებლად გვიან მიდიხართ, თქვენთვის საუკეთესო დროა დილის ექვსის ნახევარი ან ექვსი საათი. უფრო ზუსტი დრო უნდა განსაზღვროთ პირადი პირობების და პირადი შესაძლებლობების მიხედვით.

ეს რაც ეხება დღის პირველჯერ პრაქტიკას. თუ თქვენ ისევ შეძლებთ იმედიტიროთ ათი ან თორმეტი წუთი თორმეტსა და პირველის ნახევარს შორის - მშვენიერია. ეს მედიტაცია უნდა ტარდებოდეს შენობაში და არა გარეთ. მოვა ის დღე, როდესაც თქვენ შეძლებთ მედიტირებას სადაც მოგესურვებათ, საჭესთან მსხდომნი ან სხვა რამის კეთებისას, მაგრამ ჯერჯერობით სასურველია იმედიტიროთ შენობაში, შესაბამის ადგილას.

შემდეგ, მზის ჩასვლის წინ, თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ მზეს და იმედიტიროთ. შეეცადეთ იმედიტიროთ ათი წუთი. ამ დროს იგრძენით, რომ თქვენ გახდით ერთიანი მზესთან, კოსმიურ ბუნებასთან. თქვენ ძალიან კარგად ითამაშეთ თავისი როლი დღისით და ახლა დასვენებას აპირებთ. აი რა უნდა შეიგრძნოთ.

შემდეგ იმედიტირეთ ძილის წინ, უკეთესია ყოველთვის დაწვეთ დასაძინებლად საღამოს თერთმეტი საათისათვის. მაგრამ გასაჭირი არ სცნობს კანონს, თუ გიწევთ სამსახური გვიანობამდე საშიში არაფერია.

პოზა

მედიტაციის დროს მნიშვნელოვანია დაიჭიროთ ხერხემალი სწორად და ვერტიკალურ მდგომარეობაში, სხეული კი მოდუნებულად. თუ სხეული დაჭიმულია, მაშინ ბუნებრივია ღვთიური და ასრულების მომტანი თვისებები, რომლებიც მიედინებიან სხეულში და მის გასწვრივ მედიტაციის დროს აღქმულნი არ იქნებიან. ასევე პოზა არ უნდა გიქმნიდეთ დისკომფორტს. როცა სხეული უხერხულებას განიცდის, ის ავტომატურად შეცვლის თავის მდგომარეობას. მედიტაციისას თქვენი შინაგანი არსება სპონტანურად მიგაღებინებთ მოხერხებულ მდგომარეობას და მაშინ თქვენ მხოლოდ ეს პოზა უნდა შეინარჩუნოთ. ლოტოსის პოზის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ის ეხმარება ადამიანს დაიჭიროს ხერხემალი სწორ და ვერტიკალურ მდგომარეობაში. მაგრამ ამავდროულად ლოტოსის პოზამ შეიძლება არ მისცეს სხეულს მოდუნების საშუალება. ასე რომ ლოტოსის პოზა არ არის აუცილებელი სწორი მედიტაციისთვის. მრავალი ადამიანი ძალიან კარგად მედიტირებს სკამზე მჯდომიც.

ზოგიერთ მძებნელს მოსწონს მწოლიარედ მედიტირება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს სრულებით არაა სასურველი არც დამწყებთათვის და არც იმათთვის, ვინც უკვე რამოდენიმე წელია მედიტირებს. ეს მხოლოდ ყველაზე წინ წაწეული მაძიებელთათვისაა და ღვთის რეალიზებული სულთათვის. სხვები მწოლიარედ მედიტირების ცდისას შევლენ ძილის სამყაროში ან შინაგან უმოქმედობაში, ან თვლემაში. ამას გარდა, როდესაც თქვენ წევხართ, თქვენი სუნთქვა არ არის იმდენად დამაკმაყოფილებელი, როგორც მჭდომარე მდგომარეობაში, რადგან ის არ არის შეგნებული და კონტროლირებადი.

ჩემი მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან შეიძლება თუ არა მედიტირება გახელილი თვალებით. მე მინდა ვთქვა, რომ მოსწავლეები, რომლებიც მედიტირებენ დახუჭული თვალებით, ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში იძინებენ. ისინი ხუთ წუთს მედიტირებენ და შემდეგ თხუთმეტ წუთს ატარებენ ძილის სამყაროში. იქ არ არის არავითარი დინამიური ენერგია, მხოლოდ ლეტარგია და თვითკმაყოფილება, ისინი გრძნობენა თავისებურ დამაწყნარებელ, ტკბილ შეგრძნებას. შემდეგ რამოდენიმე ხანში, ღმერთის სასწაულმოქმედი წყალობით, ისინი ისევ მოდიან გონს და ორ ან სამ წუთს მედიტირებენ.

ნამდვილად უკეთესია მედიტირება ნახევრად გახელილი და ნახევრად მოჭუტული თვალებით. ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ხის ძირი, და ამავე დროს მისი მწვერვალიც. თქვენი ის ნაწილი, რომელსაც თვალები ნახევრად გახელილი აქვს თავს ძირად გრძნობს, რომელიც დედამიწის სიმბოლოა. სხვა ნაწილი, რომლის თვალები ნახევრად დახუჭულია - მწვერვალია, ხილვის სამყარო ან, ვთქვათ, ზეცა. თქვენი ცნობიერება ერთდროულად იმყოფება ყველაზე მაღალ დონეზეც და აქაც დედამიწაზე, ამ სამყაროს გარდაქმნის ცდით.

როდესაც თქვენ მედიტირებთ ნახევრად დახუჭული თვალებით, ამას ეწოდება ლომის მედიტაცია. ღრმად შინაგანში ჩაღრმავებისას თქვენ ერთდროულად ახდენთ ცნობიერი ყურადღების ფოკუსირებას ფიზიკურ პლანზე და ქვეცნობიერ პლანზე. როგორც ფიზიკური სამყარო, მისი ხმაურით და სხვა შეფერხებებით, და ასევე ქვეცნობიერების სამყარო, ძილის სამყარო, გეძახით თქვენ. მაგრამ თქვენ მათ ორივეს ებრძვით.

სუნთქვა

მედიტაციაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა. სუნთქვის დროს შეეცადეთ შეისუნთქოთ რაც შეიძლება ნელა და მშვიდად - ასე, რომ უწვრილესი ძაფიც კი, ვინმეს რომ მოეთავსებინა ის თქვენს ცხვირწინ არ შეირხეს. ამოსუნთქვისას შეეცადეთ გააკეთოთ ეს უფრო ნელა ვიდრე შესუნთქვა. თუ შესაძლებელია გააკეთეთ მოკლე პაუზა წინა ამოსუნთქვის დასრულებასა და შემდეგი შესუნთქვის დაწყებას შორის. მაგრამ თუ გიძნელდებათ, ნუ იზამთ ამას. ნურასოდეს გააკეთებთ იმას, რამაც შეიძლება ავნოს თქვენს ორგანოებს ან სასუნთქ სისტემას.

პირველი რაზეც უნდა ფიქრობდეთ სუნთქვითი ვარჯიშების დროს - ეს არის სისუფთავე. თუ შესუნთქვისას თქვენ შეძლებთ იგრძნოთ, რომ სუნთქვა მოდის პირდაპირ ღმერთისგან, თვით სუსუფთავისგან, მაშინ თქვენი სუნთქვა იოლად შეიძლიბა იქნას გასუფთავებული.

შემდეგ ეცადეთ ყოველი შესუნთქვისას გრძნობდეთ, რომ თქვენ შემოგაქვთ თქვენს სხეულში სიმშვიდე, უსასრულო სიმშვიდე. სიმშვიდის საწინააღმდეგოა შფოთი. ამოსუნთქვისას ეცადეთ გრძნობდეთ, რომ თქვენ თავისუფლდებით შფოთისგან, რომელიც თქვენშია და აგრეთვე იმ შფოთისგან, რომელიც თქვენს ირგვლივაა. თუ თქვენ ასეთნაირად ისუნთქებთ, აღმოაჩენთ, რომ მღელვარება გტოვებთ თქვენ. რამოდენიმეჯერ ამის ჩატარების შემდეგ, ეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენ შეისუნთქავთ მსოფლიოს ძალას, და როცა აკეთებთ ამოსუნთქვას იგრძენით ის რომ თქვენი სხეულიდან მთელი შიში გამოდის. რამოდენიმეჯერ ამის ჩატარების შემდეგ, შეეცადეთ იგრძნოთ, რომ შეისუნთქავთ სიხარულს, უსასრულო სიხარულს და ამოისუნთქავთ სევდას, ტანჯვას და ნაღველს.

შეგიძლიათ სცადოთ კიდევ ერთი რამ, შეიგრძენით, რომ შეისუნთქავთ არა ჰაერს, არამედ კოსმიურ ენერგიას. შეიგრძენით, რომ ყოველი ჩასუნთქვით უზარმაზარი კოსმიური ენერგია ჩაედინება თქვენში და თქვენ აპირებთ მის გამოყენებას სხეულის, ვიტალის, გონებისა და გულის გასუფთავებისათვის. შეიგრძენით, რომ თქვენს სხეულში არ დარჩა არცერთი ადგილი, რომელიც კოსმიური ენერგიის ნაკადმა არ დატბორა. ის მდინარესავით მიედინება თქვენში, რეცხავს და ასუფთავებს მთელს თქვენს არსებას. შემდეგ ამოსუნთქვისას იგრძენით, რომ ამოისუნთქავთ მთელს ნაგავს დაგროვებულს თქვენში - ყველა თქვენს არაღვთიურ აზრს, ბნელ იდეებს, უსუფთაო ქცევებს. იგრძენით, რომ თქვენ ამოისუნთქავთ ორგანიზმიდან ყველაფერს რასაც არაღვთიურს უწოდებთ, რაც არ გინდათ რომ თქვენად თვლიდეთ. ეს არ არის ტრადიციული იოგური პრანაიამა, რომელიც უფრო რთული და სისტემატიზირებულია, მაგრამ ეს ყველაზე ეფექტური სუნთქვის სულიერი მეთოდია.

ასეთი სუნთქვის მეთოდის გამოყენებით თქვენ მალე დაინახავთ შედეგებს. დასაწყისში თქვენ წარმოსახვის გამოყენება მოგიწევთ, მაგრამ რამოდენიმე ხანში თქვენ დაინახავთ და შეიგრძნობთ, რომ ეს არაა წარმოსახვა, არამედ რეალობაა. შეგნებულად ენერგიის შესუნთქვით, რომელიც ყველგან მიედინება, თქვენ ასუფთავებთ საკუთარ თავს და აცარიელებთ საკუთარ თავს ყველაფერი არაღვთიურისაგან. დღეში ხუთი წუთი რომ დაუთმოთ ასეთ სუნთქვას, თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ ძალიან სწრაფ წინსვლას. მაგრამ ამას შეგნებულად უნდა აკეთებდეთ და არა მექანიკურად.

მანტრა

მანტრა სანსკრიტული სიტყვაა. ინდურ ფილოსოფიაში, სულიერებაში და შინაგან ცხოვრებაში მანტრები თამაშობენ მნიშვნელოვან როლ. მანტრა ეს მარცვალია ღვთიურად გავსებული ძალით.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ შესვლა თქვენს ყველაზე ღრმა მედიტაციაში, იმიტომ რომ თქვენი გონება შფოთავს, ეს არის სათანადო შესაძლებლობა მანტრის გამოყენებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იმეოროთ “Supreme” (უზენაესი), ან „AUM“ („ომ“), ან „ღმერთო“ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

მანტრებიდან ყველაზე ძლიერია „ომ“, ეს მანტრების დედაა. „ომ“ ეს ერთიანი განუყოფელი ბგერაა; ეს უზენაესის ვიბრაციაა. „ომ“ - ეს არის სამყაროს საწყისი ბგერა, ვინაიდან ამ ბგერით ღმერთმა მოძრაობაში მოიყვანა თავისი ქმნილების პირველი ვიბრაცია. ყოველ წამს ღმერთი თავიდან ქმნის საკუთარ თავს „ომ“-ის შიგნით.

„ომ“ - დაბადების მიღმაა, „ომ“ - სიკვდილის მიღმაა. „ომ“, და არაფერი სხვა, არსებობდა, არსებობს და იარსებებს.

უმჯობესია იმღერო „ომ“ ხმამაღლა, რათა ბგერამ („აუმ“) შესძლოს ვიბრირება თქვენს ყურებშიც კი და მთელი თქვენი სხეული განმსჭვალოს. ეს დაარწმუნებს თქვენს გარე გონებას და მოგიტანთ უფრო დიდი სიხარულის და მიღწევის შეგრძნებას. ხმამაღლა აუმ-ის მღერისას, ასო ბგერა „მ“ სამჯერ მაინც მეტი ხანგრძლივობისა უნდა იყოს ვიდრე ბგერა „აუ“.

არსებობს მრავალი ხერხი იმღეროთ „ომ“ (აუმ). როდესაც თქვენ მას ძლიერ ხმამაღლა მღერით, მაშინ გრძნობთ უზენაესის ყოვლისშემძლეობას. როდესაც დაბალ ხმაზე მღერით მას, თქვენ გრძნობთ უზენაესის აღტაცებას და როდესაც თქვენ მღერით ბგერას „ომ“ (აუმ) ხმაამოუღებლად შეიგრძნობთ უზენაესის სიმშვიდეს.

მუსიკა

სულიერ სამყაროში მედიტაციის შემდეგ მოდის მუსიკა, მუსიკის სუნთქვა. მდუმარება ყველაფრის წყაროა. ის მუსიკის წყაროა და ის თვით მუსიკაა. მდუმარება ესაა ბუდე, მუსიკა კი ჩიტი.

არ უნდა შეეცადო გაიგო მუსიკა გონებით, არ უნდა შეეცადო შეიგრძნო ის გულით. მოდით უბრალოდ და ბუნებრივად ნება მივცეთ მუსიკა-ფრინვლს იფრინოს ჩვენს ზეცა-გულში.

მუსიკა აქვს ყოველ ადამიანს, ყოველ მოძრაობას, ყოველ მოქმედებას, ყოველ ჩვენ სუნთქვა-ამოსუნთქვას აქვს მუსიკა.

მუსიკა და სულიერი ცხოვრება კარგად ეთავსებიან ერთმანეთს, ერთი ავსებს მეორეს. სულიერ მძებნელს მუსიკა ეხმარება ჩაეშვას ღრმად, რათა მოიპოვოს უმაღლესი დაკმაყოფილება ცხოვრებისაგან, ჭეშმარიტებისაგან, რეალობისაგან.

როდესაც ჩვენ ვუსმენთ ზეშთაგონებულ მუსიკას ან როდესაც ჩვენ თვითონ ვასრულებთ ზეშთაგონებულ მუსიკას, ჩვენი შინაგანი არსება უეცრად აიწევს მაღლა, უფრო მაღლა, ყველაფერზე მაღლა. ჩვენში მიედინება მდინარე, ცნობიერების მდინარე და ეს ცნობიერება ყოველთვის გასხივოსნებულია.

იყო ზეშთაგონებულ მუსიკასთან ერთიანი - ამის მისაღწევად საუკეთესო ხერხია - იქონიო მყარი შინაგანი რწმენა იმისა, რომ როდესაც თქვენ შეისუნთქავთ, შესუნთქვა დაუყოვნებლივ შედის პირდაპირ თქვენს სულში. იგრძენით ის, რომ შესუნთქვასთან ერთად თქვენში შემოდის უნივერსალური ცნობიერება, ღვთაებრივი რეალობა, ღვთაებრივი ჭეშმარიტება. შემდეგ ამოსუნთქვისას შეეცადეთ შეიგრძნოთ, რომ თქვენ ამოისუნთქავთ უვიცობას, რომელიც ფარავს თქვენს სულს. შეიგრძენით, რომ უვიცობის საფარი იწევა და ეცემა. თუ თქვენ შეძლებთ შეგნებულად წარმოიდგინოთ და შეიგრძნოთ ეს, მაშინ ეს საუკეთესო ხერხია გახდე ერთი-მთელი ზეშთაგონებულ მუსიკასთან.

მღერა - ეს მედიტაციის ფორმაა. თუ თქვენ არ შეგიძლიათ გამართულად მღერა - არა უშავს. პუბლიკის წინ ნუ იმღერებთ. მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ მღერა, როცა მარტო ხართ. თუ თქვენ ზეშთაგონებულად მღერით, მიუხედავად არასწორი მელოდიისა, ეს მედიტაციის ნამდვილი ფორმაა. მედიტაციას და მღერას ერთი და იგივე სიმაღლე აქვს, იმ პირობით თუ თქვენ მღერით ზეშთაგონებულად. მედიტაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, და როდესაც თქვენ მღერით სულიერ სიმღერებს ამით, თქვენ შეგიძლიათ იმედიტიროთ ყველაზე მარტივი ხერხით. ეს შესაძლებლობა ყოველ წუთს აკაკუნებს თქვენს კარებში. ყოველ წუთს მედიტირება თქვენ შეიძლება არც მოგინდეთ, მაგრამ ვის არ მოუნდება წაიმღეროს? თუ თქვენ შეგიძლიათ იმღეროთ გასულიერებულად, თქვენი მღერა ტოლფასი იქნება მედიტაციისა. თუ თქვენ გასულიერებულად იმღერებთ, შეიძლება უფრო მეტსაც კი მიაღწიოთ, ვიდრე მედიტაციით.

გონება და გული - ზოგიერთი ვარჯიში

გამიჯნეთ საკუთარი თავი თქვენივე გონებისაგან და შეხედეთ გონებას გვერდიდან. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ასობით წიგნის გვერდი ან დაილაპარაკოთ ასობით ადამიანთან, მაგრამ არ მიაღწიოთ გასხივოსნებას. ასე რომ იმაზე ფიქრისას თუ რა მოგცათ თქვენ გონებამ, გაიფიქრეთ ამავდროულად იმაზე რა გინდათ სინამდვილეში ყველაზე მეტად და თქვენ დაინახავთ, რომ გონებამ ეს მოთხოვნილება არ დააკმაყოფილა. თუ გონებამ თქვენ გულგატეხილი და იმედგაცრუებული დაგტოვათ, რისთვის უნდა მოახდინოთ მასზე კონცენტრირება?

თუ თქვენ იმედიტირებთ გონებაში, თქვენ შეძლებთ მედიტირებას, შესაძლოა, ხუთ წუთს და ამ ხუთი წუთიდან, თქვენ სავარაუდოდ, განსაკუთრებით ენერგიულად იმედიტირებთ მხოლოდ ერთ წუთს. თავიდან თქვენ შეიგრძნობთ სიხარულს და დაკმაყოფილებას, მაგრამ მერე შესაძლოა გაჩნდეს შეგრძნება უნაყოფო უდაბნოსი. თუ კი თქვენ მედიტირებთ გულში, მაშინ მოვა დღე, როდესაც კმაყოფილების მიღებას დაიწყებთ. გულში მედიტირებისას თქვენ მედიტირებთ იქ სადაც იმყოფება სული. ცხადია სინათლე, სულის ცნობიერება გამსჭვალავს მთელს სხეულს, მაგრამ არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც სული იმყოფება უმეტესი დროის მანძილზე და ეს არის გული. მე ვსაუბრობ არა ადამიანის გულზე, ფიზიკურ გულზე - ის უბრალოდ ერთ-ერთი ორგანოა. მე ვლაპარაკობ წმინდა გულზე, სულიერ გულზე. სულიერი გული განთავსებულია გულმკერდის ცენტრში, ჩვენი არსების ცენტრში. თუ თქვენ გინდათ გასხივოსნება, თქვენ მას მიიღებთ სულისაგან, რომელიც იმყოფება გულში.

როდესაც თქვენ ცდილობთ დაამშვიდოთ და გააჩუმოთ გონება, თქვენ ახდენთ კონცენტრაციას. როდესაც თქვენ შეძლებთ განდევნოთ გონების ამაღელვებელი ყველა აზრი, ადრე თუ გვიან სპონტანურად წინ გამოვა თქვენი შინაგანი „მე“ და წარსდგება თქვენს წინ, როგორც კაშკაშა მზე, ღრუბლების საფარის გამფანტველი. ეხლა შინაგანი მზე ღრუბლებითაა დაფარული - აზრებით, იდეებით, ეჭვებით, შიშებით და ასე შემდეგ. მოექეცით გონებას როგორც პატარა ბავშვს ან მაიმუნს. განდევნეთ ის ყოველთვის, როდესაც ის თქვენთან მოდის, ან განზრახულად გადართეთ თქვენი შეგნებული ყურადღება სხვა რამეზე. თუ თქვენ მისცემთ მას ნებას გაფანტოს თქვენი ყურადღება, ის მოიკრეფს ძალას და თქვენ წამებას გააგრძელებს. მედიტაციის დროს გონებამ შეიძლება შეგეწინააღმდეგოს და შეგიშალოს ხელი, მაგრამ თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ გაქვთ ის, რაც ბევრად მაღლაა გონებაზე, და ეს არის თქვენი გული. უბრალოდ თქვენი გონება და ყველაფერი რაც მას უკავშირდება ჩააგდეთ გულში.

ისევე, როგორც ახდენთ კონცენტრირებას რამეზე - პორტრეტზე, სანთელზე, ალზე, ნებისმიერ მატერიალურ საგანზე, - ასევე თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ კონცენტრაცია გულზე. თქვენ არ შეგიძლიათ ფიზიკურად შეხედოთ თქვენს სულიერ გულს, მაგრამ შეგიძლიათ მოახდინოთ მასზე მთელი თქვენი ყურადღების მოკრება. მაშინ თქვენი კონცენტრაციის ძალა თანდათანობით შევა გულში და მთლიანად მოგაცილებთ თქვენ გონების სამეფოსაგან.

სცადეთ ჩაისუნთქოთ რაც შეიძლება ნელა და მშვიდად, ისე რომ არ შეირხეს უწვრილესი ძაფიც კი, თქვენი ცხვირის წინ რომ ყოფილიყო ჩამოკიდებული, მაშინ თქვენ დაინახავთ, რომ მედიტაცია თქვენ გექნებათ ძალიან ღრმა, გონება კი ძალიან ჩუმი და მშვიდი.

შემდეგ წარმოიდგინეთ რაღაც უსაზღვრო, უშფოთველი და მშვიდი. როდესაც იწყებთ მედიტირებას შეიგრძენით საკუთარ თავში უზარმაზარი ოკეანე და იგრძენით, რომ იძირებით მის ფსკერზე, სადაც სრული სიმშვიდე სუფევს, თუ თქვენ შეძლებთ გაიგივდეთ ამ უზარმაზარ ოკეანესთან, ამ სიმშვიდის ნაკადთან, მაშინ მედიტირება ძალიან გაგიადვილდებათ.

შეეცადეთ ნახევრად მოჭუტოთ თვალები და წარმოიდგინოთ უსაზღვრო ცა. თავიდან შეეცადეთ იგრძნოთ, რომ ეს ცა იმყოფება თქვენს წინ; შემდეგ ის, რომ ცასავით უსაზღვრო ხართ, ან თქვენ თვითონ ხართ უსასრულო ცა. რამოდენიმე წუთში დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ დაინახოთ და შეიგრძნოთ ცა თქვენი გულის სიღრმეში. შეიგრძენით რომ თქვენ მსოფლიოს გული ხართ და რომ ცა თქვენშია, რომელზეც თქვენ მედიტირებდით და რომელთანაც გააიგივეთ თავი. მსოფლიოს გული უსასრულოდ აღემატება ცას. მაშასადამე თქვენ გაგიადვილდებათ მოათავსოთ ცა თქვენში.

მედიტაცია მასწავლებელზე

თუ თქვენ გინდათ იმყოფებოდეთ სულიერი მასწავლებელის ხელმძღვანელობის ქვეშ, მაშინ მისი მდუმარე, დაჟინებული მზერა გასწავლით როგორ უნდა იმედიტიროთ. მასწავლებელს არ სჭირდება გარეგნულად აგიხსნათ თქვენ, როგორ უნდა იმედიტიროთ, ან მოგცეთ განსაკუთრებული მედიტაციის ტექნიკა ან მანტრა. ის უბრალოდ იმედიტირებს თქვენზე და შინაგანად გასწავლით თქვენ მედიტაციას.

როდესაც ჩვენ ვმედიტირებთ სულიერი მასწავლებლის პორტრეტის წინ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ გავაიგივოთ საკუთარი თავი ამ პორტრეტზე ასახული სულიერი მასწავლებლის ცნობიერებასთან. თუ ჩვენ გვინდა მასწავლებლის ცნობიერებასთან გაიგივება, მაშინ უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია მთელ პორტრეტზე. თანდათან უნდა გადავიტანოთ ყურადღება მხოლოდ სახეზე, შემდეგ წარბებს შუა წერტილზე, ცხვირის ფუძეზე ცოტა ზემოთ, იქ სადაც იმყოფება მისი ჭეშმარიტი შინაგანი სულიერი სიმდიდრე. ესაა - მესამე თვალი, ხილვის ადგილი; და როგორც კი შევძლებთ შინაგანი რეალობის ხილვასთან გაიგივებას, ჩვენ მივაღწევთ უდიდეს წარმატებას. თუ თქვენ გინდათ მიაღწიოთ სისუფთავეს, როდესაც პორტრეტს უყურებთ, მაშინ მედიტაციის წინ წარმოიდგინეთ, რომ სუნთქავთ მასწავლებლთან ერთდროულად.

შეიგრძენით, რომ პორტრეტი მზადაა მოგცეთ თქვენ ყველაფერი, რასაც ისურვებთ. თუ თქვენ გინდათ სიმშვიდე, მაშინ ეცადეთ უყუროთ პორტრეტს იმის შინაგანი შეგრძნებით, რომ პორტრეტი ფლობს უსასრულო სიმშვიდეს. თუ თქვენ გინდათ სინათლე, თუ გინდათ ნეტარება ან თუ თქვენ გინდათ ნებისმიერი სხვა ღვთაებრივი თვისება, უბრალოდ იგრძენით, რომ პორტრეტი ფლობს ამას, - რაც აბსოლუტურად სწორია. ჯერ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს პორტრეტი ფლობს იმას, რაც თქვენ გინდათ. შემდეგ როდესაც ჩაეშვით ღრმად შიგნით, თქვენ აღმოაჩენთ რეალობას.

სიტყვებსა და გონების მიღმა

სიტყვებსა და გონების მიღმა, მარად გაბრწყინებულ მდინარეში ეშვება ჩემი გული. დღეს ათასი კარი, საუკუნოებით ჩარაზული, ფართოდ გაიღო.

ამ წიგნის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით st
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.