ცარიელი მომენტები
შენ ამბობ, რომ იტანჯები ცარიელი მომენტებისგან. იცი, როტომ? არა იმიტომ, რომ არაფერი გაქვს საკეთებელი. არა იმიტომ, რომ არაფერი გაქვს სათქმელი. არა იმიტომ, რომ არაფერი გაქვს წასაკითხი ან დასაწერი. არა იმიტომ, რომ მეგობრების ნაკლებობას განიცდი. არა იმიტომ, რომ არ შეგიძლია ვინმეს ახლობელი უწოდო ამ ღვთის ვრცელ ქმნილებაში. არა, ცარიელი მომენტებისგან შენი ტანჯვის მიზეზი არის ის, რომ შენ არ თამაშობ შენი გულის ბაღში შენი გულის ბავშვთან - სულთან.თუ შენ სიყვარულით, სიხარულით, ერთგულად და გულწრფელად ითამაშებ შენს ბავშვთან-სულთან, მაშინ შენ არასოდეს, არასოდეს დაიტანჯები ცარიელი მომენტებისგან, რასაც არ უნდა გაძლევდეს სამყარო, რასაც არ უნდა აკეთებდეს შენთვის სამყარო, რასაც არ უნდა აკეთებდე, ან რის გაკეთებასაც არ უნდა აპირებდე ამ სამყაროსთვის.
ცარიელი მომენტები აუცილებლად შემოგიტევენ მანამდე, სანამ სწორად არ მოიქცევი, მხოლოდ სწორად, რაც იმას ნიშნავს რომ, სანამ არ ისიამოვნებ შენი მუდმივი თამაშით-ერთობით შენი გულის ბავშვთან, სულთან. უფრო მეტიც, შენ უნდა შეიცნო უმაღლესი ჭეშმარიტება: შენი გულის პატარა და ზეშთაგონებული ღიმილი შენი ცხოვრების მხსნელია, შენი ცხოვრების გამათავისუფლებელია და შენი ცხოვრების აღმსრულებელია. თუ შეძლებ შენი სულის ღიმილის დაჭერას, შენ აუცილებლად წაიწევ შენს შინაგან ცხოვრებაში, და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას შენს გარეგან ცხოვრებაში. და როდესაც შენს სულთან ერთად იღიმები, ხდები ის, რასაც მარად წარმოადგენ შინაგან სამყაროში - თავად ღმერთის ღიმილს-კმაყოფილებას. არა ცარიელი მომენტები, არამედ ასრულებული და ასრულების მომტანი ღიმილი - ეს შენი რეალობის-არსებობის ერთადერთი მიზანია აქ, დედამიწაზე.