ორი მატარებელი
ორი მატარებელი: სურვილის მატარებელი და მისწრაფების მატარებელი. მატარებელი-სურვილი გადის შიმშილის-უმყოფობის სადგულიდან და მშიერი სიკვდილის და იმედგაცრუების სადგურზე ჩამოდგება. მატარებელი-მისწრაფება მიემგზავრება ზეშთაგონებულობის წყურვილის სადგურიდან და გასხივოსნების ნადიმის სადგურზე ჩამოდგება.თუ შენ სურვილის მატარებლის მგზავრი ხარ, შეიძლება არც კი იცოდე, რა არის შენთვის კარგი და რა არის ცუდი. თუ შენ სურვილის მატარებელში ჩაჯდები, მხოლოდ დაიტანჯები. თუ შენ მისწრაფების მატარებლის მგზავრი ხარ, შენ არ გჭირდება იმის ცოდნა, თუ რა არის შენთვის კარგი და რა არის ცუდი, რადგან თავად ღმერთი ირჩევს შენს მაგივრად. ამიტომაც, ერთხელაც თუ ჩაჯექი მისწრაფების მატარებელში, სულ უფრო და უფრო გაიფურჩქნები როგორც შიდა, ასევე გარე სამყაროში. შიდა კეთილდღეობა შენი გულის დაუღალავი ვედრებაა. გარე კეთილდღეობა შენი ცხოვრების უძილო ღიმილია.
Sri Chinmoy, მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977