გულმოდგინების გზავნილი
იყო ერთი ბიჭი სახელად ერქვა ბოპდები. ის ყველაზე უარესად სწავლობდა სკოლაში. მშობლები და მასწავლებლები მას უწყალოდ ლანძღავდნენ, მაგრამ არაფერი შველიდა. საბოლოოდ მისმა მასწავლებლებმა ხელი ჩაიქნიეს და სკოლიდან გააგდეს. ასეთი სულელი ბოპდები მშობლებსაც არ სჭირდებოდათ. საბრალომ დატოვა სახლი და უახლოესი სოფლისკენ დაადგა გზას.ბოპდები ყოველდღე სალოცავად და მედიტაციისთვის მიდიოდა დიდ ტბასთან ახლოს მდგარ ხესთან. აქედან ის ხედავდა ქალებს, რომლებსაც თან ცარიელი დოქები მოქონდათ და ტბიდან ავსებდნენ. ბოპდებმა შენიშნა, რომ ქალები ავსებდნენ თავის დოქებს, დგამდნენ მათ ქვის საფეხურებზე და შემდეგ ბანაობდნენ ტბაში. გაგრილების შემდეგ ისინი წყლით სავსე დოქებით სახლში ბრუნდებოდნენ. ერთხელაც, როდესაც ირგვლივ არავინ იყო, ბოპდებმა შენიშნა, რომ საფეხური, რომელზეც ქალები დგამდნენ დოქებს, დადაბლდა. ბოპდებმა გაიფიქრა: „იმის გამო, რომ ქალები აქ დოქებს გამუდმებით დგამენ, ქვაც გაიცვითა. თუ ქვა შეიძლება გაიცვითოს, ჩემი ტვინი რითაა ნაკლები?“ ამ შემთხვევამ ასწავლა მას მოთმინება და გულმოდგინება.
ბოპდები უფრო სერიოზულად შეუდგა ლოცვასა და მედიტაციას, და რომოდენიმე დღის შემდეგ მან ხელახლა დაიწყო თავისი ძველი სანსკრიტული გრამატიკის წიგნების კითხვა. ის ყველაზე ცუდი მოწაფე იყო სანსკრიტში, მაგრამ ახლა მას შეეძლო დაემახსოვრებინა ის, რასაც კითხულობდა. ის აგრძელებდა სწავლას. მოთმინებით და დაჟინებით საბოლოოდ ის სანსკრიტის უდიდესი მცოდნე გახდა ინდოეთში, განსაკუთრებით - გრამატიკისა.
მოთმინებას გარედან თავზე ვერასოდეს მოგვახვევენ. ეს ჩვენი საკუთარი შინაგანი სიმდიდრეა. ერთხელაც ბოპდებივით თქვენც იხილავთ, რა როლს ითამაშებს მოთმინება თქვენს ცხოვრებაში. მიხვდებით, რომ თქვენი სანუკვარი ოცნებები გარდაიქმნება ნაყოფიერ რეალობად, თუ იცით საიდუმლო, როგორ გაზარდოთ თქვენი გულის შიგნით მოთმინების ხე.
*თქვენს დამარცხების ხესა* *და გამარჯვების ხეს შორის* *იზრდება კიდევ ერთი ხე:* *თქვენი მოთმინების ხე.*