საკუთარი თავის სიყვარული
თუ საკუთარი თავი ემოციურად ან ეგოისტურად გვიყვარს, ჩვენ ვზღუდავთ და ვბორკავთ საკუთარ თავს. ჩვენ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი უბრალოდ იმიტომ, რომ ღმერთი სუნთქავს ჩვენში, იმიტომ რომ ღმერთს სურს აღასრულოს საკუთარი თავი ჩვენში და ჩვენი მეშვეობით. ჩვენ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი მხოლოდ იმოტომ, რომ ჩვენი არსებობა და ღვთის რეალობა ერთი და იგევეა.ევოლუციის პროცესში ჩვენ განუწყვეტლივ მივდივართ წინ. ნელა და მტკიცედ, ჩვენ ვათავისუფლებთ საკუთარ თავს რისხვისგან, ეჭვისგან და სხვა არაღვთაებრივი თვისებებისგან, რომლებიც გვიღობავენ გზას. მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს გვაქვს ნაკლოვანებები, ვერ ვიტყვით, რომ ეს არაღვთაებრივი ძალები არასოდეს დაგვტოვებენ. ჩვენ უნდა მივიხედოთ უკან, წარსულში და დავინახოთ, დღეში რამდენ საათს ვცხოვრობდით უმეცრების ცხოვრებით, და ახლა რამდენ საათს ვცხოვრობთ მისწრაფების ცხოვრებით. თუ ამას გავაკეთებთ, აშკარად დავინახავთ, რომ წინ მივდივართ.
როდესაც ნამდვილი, უმაღლესი, ყველაზე გასხივოსნებული ნაწილი ჩვენში გამოდის წინა პლანზე, ამ დროს ჩვენ ნამდვილად გვიყვარს საკუთარი თავი ღვთაებრივი გაგებით. გვიყვარს იმიტომ, რომ ვიცით, რას წარმოვადგენთ სინამდვილეში. დღეს ჩვენ ღმერთი-მისწრაფება ვართ. ხვალ, ჩვენი საკუთარი შინაგანი ღვთაებრიობისადმი რწმენის წყალობით, ჩვენ ღმერთად-რეალიზაციად ვიქცევით.
თუ გინდათ გაუგოთ საკუთარ თავს, კი ნუ გამოცდით მას. უბრალოდ, გიყვარდეთ საკუთარი თავი უფრო გულწრფელად, უფრო ზეშთაგონებულად, და უფრო გულღიად.