რამეში და გოპალი
იყო ერთი ბიჭი, სახელად რამეში, რომელიც ძალიან კარგად სწავლობდა. მისი მშობლები არა მხოლოდ მდიდრები იყვნენ, არამედ - უკიდურესად კეთილებიც.სკოლაში მოწაფეებს სახლიდან მოჰქონდათ საჭმელი, რათა დიდი დასვენების დროს დანაყრებულიყვნენ. ერთ მშვენიერ დღეს რამეშმა შენიშნა, რომ მისი მეგობარი გოპალი, უკვე რამოდენიმე დღეა, არაფერს ჭამს. რამეში მივიდა მეგობართან და კითხა მას, თუ რატომ არ მოაქვს საჭმელი. გოპოლმა უპასუხა:
\- დედაჩემმა ვერაფერი ვერ მომცა. მითხრა, რომ არაფერი გვაქვს სახლში.
რამეშმა თქვა:
\- ნუ ღელავ, მე ჩემსას გაგიყოფ.
\- არა, საჭმელს ვერ გამოგართმევ, - უპასუხა გოპალმა.
\- რა თქმა უნდა, გამომართმევ - დაიჩემა გოპალმა. - მშობლები გაცილებით უფრო მეტ საჭმელს მატანენ, ვიდრე მჭირდება. ბოლოს და ბოლოს, გოპალი დათანხმდა, და რამოდენიმე კვირის განმავლობაში ბიჭები იყოფდნენ რამეშის საჭმელს.
ერთ მშვენიერ დღეს გოპალი სკოლაში აღარ მოვიდა. რამეში შეშფოთებული იყო. როდესაც მან კითხა მასწავლებელს, როტომ აღარ დადიოდა სკოლაში მისი მეგობარი, მასწავლებელმა უპასუხა:
\- ის ღარიბი ოჯახიდანაა. მისს მშობლებს არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა. ამიტომ ის სკოლაში ვეღარ ივლის.
რამეში შეწუხდა მეგობრის გამო. როდესაც გაკვეთილები დამთავრდა, მან გამოართვა მასწავლებელს გოპალის მისამართი და წავიდა მასთან სახლში. რამეში ევედრებოდა თავის მეგობარს, დაბრუნებულიყო სკოლაში, ამბობდა, რომ თავის მშობლებს თხოვდა მისი სწავლის საფასურის გადახდას. გოპალის მშობლებს რამეშის სიკეთემ გული აუჩუყათ. გოპალმა ისევ დაიწყო სკოლაში სიარული.
გოპალის მამა მოხუცი იყო. მალე ის გარდაიცვალა. ოჯახი სულმთლად გაღატაკდა, რამეში ეხმარებოდა. როდესაც გოპალის და მძიმედ დაავადდა, ოჯახი საავადმყოფოს ხარჯებს ვერ აუდიოდა. და ისევ რამეში დაეხმარათ. ყველანაირად ის გოპალის ოჯახს ნამდვილ მეგობრობას და მფარველობას უწევდა.
რამეშმა და გოპალმა დაამთავრეს სკოლა და კოლეჯში ჩააბარეს. ერთ მშვენიერ დღეს გოპალმა უთხრა რამეშს:
\- ვთქვა, რომ ჩემი გული მადლიერებითაა სავსე შენს მიმართ, ნიშნავს, არაფერი ვთქვა. საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
რამაშმა უპასუხა:
\- ჩემო მეგობარო, თუ გიყვარვარ, ეს საკმარისზე მეტია. არაა საჭირო, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად გიყვარდე.
გოპალმა თქვა:
\- ნამდვილად მიყვარხარ, და მინდა ეს დაგიმტკიცო.
შემდეგ მან გახსნა თავისი ჯიბის დანა და ხელი გაიჭრა. ბუნებრივია, სისხლი წამოუვიდა. გოპალმა სისხლის რამოდენიმე წვეთი რამეშის ფეხებთან დააწვეთა.
რამეშმა იყვირა: „რას შვრები, რას შვრები?“ ის შეეხო გოპოლის ჭრილობას, რამოდენიმე სისხლის წვეთი გულზე დაიწვეთა და თქვა: „ეს შესაფერისი ადგილია შენი სიცოცხლისთვის-სისხლისთვის. მე გაძლევ შენ მიწიერ განძს მატერიალური სიმდიდრის სახით. შენ მაძლევ შენი გულის სიყვარულს - განუზომელ ზეციურ სიმდიდრეს“.
*სიყვარულის წამსაც კი* *შეუძლია და კიდევაც გახდის* *ამ სამყაროს სრულყოფილს.*