მედიტაცია ამარცხებს შიშს
მედიტაცია ყველაზე საუკეთესო ხერხია შიშის დასაძლევად. მედიტაციაში ჩვენ ვაიგივებთ თავს უსაზღვროებასთან, აბსოლუტთან. ჩვენ გვეშინია ვიღაცის ან რაღაცის იმიტომ, რომ მას ჩვენს ნაწილად არ ვგრძნობთ. მაგრამ, როცა ვამყარებთ შეგნებულ ერთობას აბსოლუტთან, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ყველაფერი ჩვენი ნაწილია. ჩვენი თავის კი როგორ უნდა გვეშინოდეს?ვინმეს გვეშინია იმიტომ, რომ ჩვენ არ გაგვიფართოებია ჩვენი ცნობიერება ისე, რომ მასაც მოიცავდეს. ამიტომაც ვგრძნობთ, რომ სხვა ადამიანი უცხოა ჩვენთვის. მე არ მაშინებს არცერთი ჩემი კიდური იმიტომ, რომ ისინი მე მეკუთვნის. სულიერების პრაქტიკით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ცნობიერების გაფართოებას, სანამ ის მთელს სამყაროს არ აავსებს. შეგნებული გაცნობიერებით, ჩვენ ვმთლიანდებით, სრულიად ვმთლიანდებით სამყაროსთან. და მაშინ შიში აღარ არსებობს.
მედიტაციის მთელი მიზანი არის ჩვენი ცნობიერების გაერთიანება, გაფართოება, გასხივოსნება და უკვდავყოფა. მეტწილად, როდესაც ვსაუბრობთ მეგობრებთან ან ვსაქმიანობთ, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ღვთაებრიობას ჩვენში. მაგრამ როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ შევიგრძნოთ ჩვენი უღრმესი ღვთაებრიობა. ღვთაებრიობას არ ეშინია კაცობრიობის იმიტომ, რომ ის უსასრულო ძალას ფლობს. როდესაც ჩვენ თავისუფალი მისადგომი გვაქვს ღვთაებრიობასთან, როდესაც მთელი ჩვენი არსება - შინაგანი და გარეგანი - გადავსებულია ღვთაებრიობის უსაზღვრო და უსასრულო ძალით, როგორ უნდა გვეშინოდეს კაცობრიობის? ეს შეუძლებელია!
როგორ დაამარცხო შიში? დასხედი შენი გამსხივოსნებელი სინათლე-ცნობიერების ფერხთით. ამ სინათლეს ურყევი ნება აქვს დაგიცვას, სრულგყოს და გაგათავისუფლოს.