წარუმატებლობის შიში
იმისთვის, რომ დაამარცხოთ წარუმატებლობის შიში, უნდა იცოდეთ, რას წარმოადგენს წარუმატებლობა და რისი გაკეთება შეუძლია მას. შიში აუცილებლად გაქრება, როდესაც გააცნობიერებთ, რომ წარუმატებლობა არ არის სამარცხვინო, საზიანო, დამანგრეველი ან მტკივნეული რამ, ის ბუნებრივია. როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს, ის ხშირად ბორძიკობს და ეცემა. ის არ ფიქრობს, რომ წაბორძიკება წარუმატებლობაა. ის ფიქრობს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია: წამოდგეს და ისევ დაეცეს ცოტა ხანში.ნუ მიიღებთ წარუმატებლობას სინამდვილის საპირისპირო მოვლენად, მიიღეთ იგი იმად, რაც აყალიბებს სინამდვილეს და სინამდვილედ იქცევა. მაშინ არავითარი შიში არ იქნება. ჩვენ წარუმატებლობას ვიღებთ, როგორც ჩვენი მოლოდინის საწინააღმდეგოს, მაგრამ წარუმატებლობა ისაა, რაც წინსვლისკენ გვიბიძგებს. რასაც წარუმატებლობას ვუწოდებთ, ღვთის თვალში მხოლოდ გამოცდილებაა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვღებულობდეთ წარუმატებლობას არა როგორც მზა პროდუქტს ან გამოცდილების კულმინაციას, არამედ როგორც ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილს.
ვთქვათ, თქვენ შეუპოვრად მუშაობდით, რათა გარკვეული შედეგისთვის მიგეღწიათ და მარცხი განიცადეთ. იმედგაცრუების და სასოწარკვეთილების ტალღებში ბანაობის ნაცვლად შეეცადეთ დაინახოთ თქვენს მოქმედებაში ღვთის განზრახვა. შესაძლებელია, ის დაგეხმარათ მოთმინების, სიბრძნის და სხვა ღვთაებრივი თვისებების აღზრდა-განვითარებაში. თუ შეითვისებთ ამ მიდგომას, თქვენ შეძლებთ აიცდინოთ წარუმატებლობის დიდი დარტყმები.