იმედიტირე...

დაუბრუნდით სარჩევს

1.

რა გსურს?
მე მსურს სიმშვიდე.
იმედიტირე ჩამავალ მზეზე.
იმედიტირე მთის მწვერვალზე.

2.

რა გსურს?
მე მსურს ბედნიერება.
იმედიტირე მშვენიერ ბავშვზე.
იმედიტირე მოლივლივე ფრინველზე.

3.

რა გსურს?
მე მსურს თვითრწმენა.
იმედიტირე შუადღის მოკაშკაშე მზეზე.
იმედიტირე ბანიანის ხეზე.

4.

რა გსურს?
მე მსურს სიწმინდე.
იმედიტირე მეოცნებე მთვარეზე, უპირატესად სავსე მთვარეზე.
იმედიტირე ნაირფრად აკაშკაშებულ ცისკარზე.

5.

რა გსურს?
მე მსურს სილამაზე.
იმედიტირე სანთლის აღმავალ ალზე.
იმედიტირე მომღიმარ ბავშვზე.

6.

რა გსურს?
მე მსურს სიძლიერე.
იმედიტირე ოკეანის დაუცხრომელ ტალღებზე.
იმედიტირე მბრდღვინავ ლომზე.

7.

რა გსურს?
მე მსურს თვინიერება.
იმედიტირე მძინარე ბალახზე.
იმედიტირე წმინდანის თვალებზე.

8.

რა გსურს?
მე მსურს გულწრფელობა.
იმედიტირე წმინდანის გულზე.
იმედიტირე მშიერი ბავშვის ტირილზე.

9.

რა გსურს?
მე მსურს სიბრძნე.
იმედიტირე გონებაზე, რომელსაც დავიწყება სურს.
იმედიტირე გულის-ბაღის სურნელზე.

10.

რა გსურს?
მე მსურს სიყვარული.
იმედიტირე ჩიტის ბუდეზე.
იმედიტირე პაპასა და შვილიშვილზე.

11.

რა გსურს?
მე მსურს მადლიერება.
იმედიტირე შენს ცრემლით დალტობილ გულზე.
იმედიტირე შენს ზეშთაგონებულ თვალებზე.

12.

რა გსურს?
მე მსურს თანაგრძნობა.
იმედიტირე ჩრდილუხვ ხის ძირზე.
იმედიტირე ადამიანის სიბრმავეზე.

13.

რა გსურს?
მე მსურს მოთმინება.
იმედიტირე უკიდურესად გრძელ გზაზე.
იმედიტირე სულიერი მასწავლებლის გულზე.

14.

რა გსურს?
მე მსურს მდუმარება.
იმედიტირე ზღვის უკიდეგანობაზე.
იმედიტირე ღამის უმწეობაზე.

15.

რა გსურს?
მე მსურს სრულყოფილება.
იმედიტირე სუნთქვაზე, რომელიც ციდან გარდმოდის შენში.
იმედიტირე სუნთქვაზე, რომელიც შენგან ცას უბრუნდება.

16.

რა გსურს?
მე მსურს იმედი.
იმედიტირე მიწაში განაბულ თესლზე.
იმედიტირე მშვენიერ, ნაზ მცენარეზე.

17.

რა გსურს?
მე მსურს სრულყოფილება.
იმედიტირე შენი სიცოცხლის თვითდაძლევაზე.
იმედიტირე შენი გულის მზარდ მადლიერებაზე.

18.

რა გსურს?
მე მსურს თვინიერება.
იმედიტირე მწვანე მდელოზე.
იმედიტირე აყვავებულ ხეზე.

19.

რა გსურს?
მე მსურს თავისუფლება.
იმედიტირე ცის თვალუწვდენელ კაბადონზე.
იმედიტირე ფრინველთა უწყვეტ ფრენაზე.

20.

რა გსურს?
მე მსურს რწმენა.
იმედიტირე უფლის მოწყალე თვალზე.
იმედიტირე შენს გულზე-შადრევანზე.

21.

რა გსურს?
მე მსურს შესაძლებლობა.
იმედიტირე საკუთარი გულის სპონტანურ მზადყოფნაზე.
იმედიტირე საკუთარი გონების გაცნობიერებულ ნებაზე.

22.

რა გსურს?
მე მსურს წარმატება.
იმედიტირე ირმის სისწრაფეზე.
იმედიტირე კუს გაწონასწორებულობაზე.

23.

რა გსურს?
მე მსურს სიძლიერე.
იმედიტირე მესამე თვალზე, რომელიც შენს ორ ხილულ თვალს შუაა.
იმედიტირე სიხარულით აღსავსე თვითგამცემ სუნთქვაზე.

24.

რა გსურს?
მე მსურს მოთმინება.
იმედიტირე ძვირფასი დედის მოთმინებით სავსე გულზე.
იმედიტირე მიწაში განაბულ პაწია თესლზე.

25.

რა გსურს?
მე მსურს უსაფრთხოება.
იმედიტირე ღვთისადმი შენი სიყვარულის გრძნობაზე.
იმედიტირე საკუთარი გულის სიახლეზე, ერთიანობასა და სისავსეზე.

26.

რა გსურს?
მე მსურს განმარტოება.
იმედიტირე შენი გულისცემის იდუმალ და წმინდა ხმაზე.
იმედიტირე საკუთარი გონების სიახლესა და საკუთარი გულის სიფართოეზე.

27.

რა გსურს?
მე მსურს კეთილდღეობა.
იმედიტირე შენი გულის საყოველთაო ერთობაზე.
იმედიტირე სამყაროს-ერთობის სახლზე.

28.

რა გსურს?
მე მსურს ჰარმონია.
იმედიტირე ბაღში უთვალავი სხვადასხვანაირი ყვავილის მშვიდობიან თანაარსებობაზე.
იმედიტირე ხეზე, მის ფოთლებზე, ყვავილებზე და ნაყოფზე.

29.

რა გსურს?
მე მსურს შინაგანი ძალა.
იმედიტირე თანამგრძნობი დედის თავგანწირვაზე.
იმედიტირე აღმავალ ალზე.

30.

რა გსურს?
მე მსურს სიჯანსაღე.
იმედიტირე ბოსტანზე.
იმედიტირე მოცეკვავე ბავშვზე.

31.

რა გსურს?
მე მსურს გარეგანი ძალა.
იმედიტირე მყარ კედელზე.
იმედიტირე მოჭიდავეზე.

32.

რა გსურს?
მე მსურს შინაგანი სინათლე.
იმედიტირე შენს გულისცემაზე.
იმედიტირე შენი გულის ცრემლებზე.

33.

რა გსურს?
მე მსურს ნეტარება.
იმედიტირე იალქნიან ნავზე.
იმედიტირე სავსე მთვარეზე.

34.

რა გსურს?
მე მსურს კონცენტრაცია.
იმედიტირე გაუშლელ კოკორზე.
იმედიტირე პაწაწინა ალზე.

35.

რა გსურს?
მე მსურს გასხივოსნება.
იმედიტირე გადაფურჩქნულ ვარდზე.
იმედიტირე ბავშვის სპონტანურ მორჩილებაზე დედის თხოვნისადმი.

36.

რა გსურს?
მე მსურს ნებისყოფა.
იმედიტირე მბრდღვინავ ლომზე.
იმედიტირე მოკაშკაზე ალზე.

37.

რა გსურს?
მე მსურს უშფოთველობა.
იმედიტირე ნორჩ მცენარეზე.
იმედიტირე ბავშვის გულის სინაზეზე.

38.

რა გსურს?
მე მსურს გონების სიფართოვე.
იმედიტირე ცის კაბადონის უსაზღვრობაზე.
იმედიტირე ოკეანის ღიმილზე.

39.

რა გსურს?
მე მსურს თავაზიანობა.
იმედიტირე მოხუცისადმი თანაგრძნობაზე.
იმედიტირე შენი ხელის ყველაზე პატარა თითზე.

40.

რა გსურს?
მე მსურს სიკეთე.
იმედიტირე გადმომდინარე ჩანჩქერზე.
იმედიტირე მეწველ ძროხაზე.

41.

რა გსურს?
მე მსურს გულუხვობა.
იმედიტირე საკუთარი გულის მუდმივ გაფართოებაზე.
იმედიტირე სისხამ დილაზე.

42.

რა გსურს?
მე მსურს სიტკბოება.
იმედიტირე პატარა ბატკანზე და მის დედაზე.
იმედიტირე ჩვილზე, რომელსაც დედა აკვანს ურწევს.

43.

რა გსურს?
მე მსურს სიხარული.
იმედიტირე რბოლაში გამარჯვებულზე.
იმედიტირე მზის ამოსვლაზე.

44.

რა გსურს?
მე მსურს თვითდისციპლინა.
იმედიტირე ბერზე.
იმედიტირე მუსიკალური ინსტრუმენტის კლავიშებზე.

45.

რა გსურს?
მე მსურს კმაყოფილება.
იმედიტირე უსურვილო გონებაზე.
იმედიტირე გონების სიხალისეზე, სანამ რამეს გააკეთებ.

46.

რა გსურს?
მე მსურს სილბო.
იმედიტირე შენი თვალების სილბოზე.
იმედიტირე ჩიტის ბუმბულზე.

47.

რა გსურს?
მე მსურს დინამიზმი.
იმედიტირე მოძრავ მანქანაზე, მაგალითად, საბეჭდ დაზგაზე.
იმედიტირე სპრინტერის ფეთქებად სტარტზე.

48.

რა გსურს?
მე მსურს სიჩქარე.
იმედიტირე შენი გონების უსწრაფეს აზრზე.
იმედიტირე ირემზე.

49.

რა გსურს?
მე მსურს გაწონასწორებულობა.
იმედიტირე მძინარე ლომზე.
იმედიტირე ცხოვრების სიცარიელეზე.

50.

რა გსურს?
მე მსურს ხასიათის სიმტკიცე.
იმედიტირე საკუთარი გული-ბაღის სიძლიერეზე.
იმედიტირე. საკუთარი ღვთაებრივი თვისებების გაძლიერებაზე.

51.

რა გსურს?
მე მსურს მთლიანობა.
იმედიტირე შენი აზრების ზეშთაგონებაზე.
იმედიტირე შენი აზრთა გამოთქმის სისწორეზე.

52.

რა გსურს?
მე მსურს მთლიანობა.
იმედიტირე შენი ცხოვრების ხმაზე .
იმედიტირე შენი გულის მდუმარებაზე.

53.

რა გსურს?
მე მსურს, მოსიყვარულე ბუნების ვიყო.
იმედიტირე ინდური ხბოს თვალზე .
იმედიტირე მსუბუქ ნიავზე.

54.

რა გსურს?
მე მსურს სიმშვიდე.
იმედიტირე თვითგაცემაზე.
იმედიტირე მოლოდინის არარსებობაზე.

55.

რა გსურს?
მე მსურს სიყვარული.
იმედიტირე ათასფრად გაბრწყინებულ ალიონზე.
იმედიტირე მოკამკამე აზრის სიტკბოებაზე.

56.

რა გსურს?
მე მსურს პატიოსნება.
იმედიტირე შენი გულის ყოვლისმომცველ სისავსეზე.
იმედიტირე გონებაზე, რომელიც გულის სკოლაში სწავლობს.

57.

რა გსურს?
მე მსურს ინტენსიურობა.
იმედიტირე გარბენის სტარტისა და ფინიშის ხაზზე.
იმედიტირე წარმატებული სტუდენტის ბოლო გამოცდაზე.

58.

რა გსურს?
მე მსურს მხიარულება.
იმედიტირე ბავშვზე, რომელიც უთავბოლოდ აბრახუნებს დოლზე.
იმედიტირე საბავშვო პარკზე.

59.

რა გსურს?
მე მსურს აღტაცება.
იმედიტირე შენი გულის სიმღერების ამაღელვებელ მელოდიაზე.
იმედიტირე ორი ახლობლის შეხვედრაზე აეროპორტში ძალიან დიდი ხნის განშორების შემდეგ.

60.

რა გსურს?
მე მსურს სიხარული.
იმედიტირე მოციმციმე ვარსკვლავზე.
იმედიტირე ბავშვზე, რომელიც ყვავილს წყვეტს.

61.

რა გსურს?
მე მსურს სიხალისე.
იმედიტირე საყვარელი სათამაშოთი გართულ ბავშვზე.
იმედიტირე აყვავებულ ყვითელ ნარგიზებზე.

62.

რა გსურს?
მე მსურს ყურადღებიანობა.
იმედიტირე ჯამბაზის საიმედოდ გადაჭიმულ ბაგირზე.
იმედიტირე შენს პირად ბრწყინვალე სტუდენტურ ცხოვრებაზე.

63.

რა გსურს?
მე მსურს პატივი.
იმედიტირე შენი ფიქრის და ნათქვამის პატიოსნობაზე.
იმედიტირე მუდმივ თვითგაცემაზე.

64.

რა გსურს?
მე მსურს ლამაზი წარმოსახვა.
იმედიტირე მაძიებელზე ჰიმალაის თოვლიან მთებში.
იმედიტირე ნავით გასეირნებაზე მთვარიან ღამეს.

65.

რა გსურს?
მე მსურს ნაყოფიერი წარმოსახვა.
იმედიტირე ხის სისავსეზე.
იმედიტირე ზღვის უთვალავ წვეთზე.

66.

რა გსურს?
მე მსურს მუდმივობა.
იმედიტირე შენი გულის შეუდრეკელ რწმენაზე.
იმედიტირე საკუთარ გულისცემაზე (პულსზე).
იმედიტირე შუქურას სასიგნალო ცეცხლზე.

67.

რა გსურს?
მე მსურს სათნოება.
იმედიტირე შენს საკუთარ სუფთა აზრებზე.
იმედიტირე სხვისი მიღწევების დაფასების უნარზე.

68.

რა გსურს?
მე მსურს მეგობრობა.
იმედიტირე სიყვარულის ყვავილზე თანაგრძნობის ბაღში.
იმედიტირე მდინარისა და ნავის ერთიანობაზე.

69.

რა გსურს?
მე მსურს სიცხადე.
იმედიტირე შენი გონების სისუფთავეზე.
იმედიტირე შენი მოსიყვარულე გულის გახსნილობაზე.

70.

რა გსურს?
მე მსურს მენტალური მოქნილობა.
იმედიტირე ბაღში ბუნებრივად მოთამაშე ბავშვზე.
იმედიტირე მცენარის სითათუთეზე.

71.

რა გსურს?
მე მსურს სიმყარე.
იმედიტირე შენს გულსა და სულს შორის ძღვენთა გაცვლაზე.
იმედიტირე ერთგული მეგობრების ნათელ ღიმილზე.

72.

რა გსურს?
მე მსურს თავისუფლება.
იმედიტირე ფრინველთა ფრენაზე.

73.

რა გსურს?
მე მსურს უმანკოება.
იმედიტირე ოთხზე დამდგარ ჩვილზე.
იმედიტირე პატარა ლეკვზე.

74.

რა გსურს?
მე მსურს აღტაცება.
იმედიტირე ცისარტყელას ღიმილზე.
იმედიტირე მომღიმარე ბავშვზე, რომელიც დედას ყვავილს ჩუქნის.

75.

რა გსურს?
მე მსურს ნეტარება.
იმედიტირე მხურვალე მზის და დამამშვიდებელი მთვარის საუბარზე.
იმედიტირე შენი სულის მადლიერებით აღსავსე ჩურჩულზე.

76.

რა გსურს?
მე მსურს შეწყალება.
იმედიტირე ბავშვის სრულ უმწეობაზე.
იმედიტირე მოცრიალე წვიმის მადლზე.

77.

რა გსურს?
მე მსურს შინაგანი სიმდიდრე.
იმედიტირე შენი საკუთარი გულის სიწმინდეზე.
იმედიტირე სხვების დასახმარებლად მუდმივ მზადყოფნაზე.

78.

რა გსურს?
მე მსურს გარეგანი სიმდიდრე.
იმედიტირე უზარმაზერი მანგოს ხის უამრავ ნაყოფზე.
იმედიტირე მწვანე მინდვრების გაშლილ სივრცეზე.

79.

რა გსურს?
მე მსურს დამოუკიდებლობა.
იმედიტირე შენი სულის ყოვლისგამასხივოსნებელ სინათლეზე.
იმედიტირე ზეზღვრულში მფრინავი ჩიტის ფრთებზე.

ამ გვერდის თარგმანები: Russian , Italian , Slovak , Czech , Ukrainian , Bulgarian , German , Spanish
ამ წიგნის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით mo
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.