რა უნდა ქნათ, როცა კარგავთ იმედს? უნდა იგრძნოთ, რომ თქვენი იმედი აუცილებლად იქცევა რეალობად სწორედ იმიტომ, რომ მისწრაფების სამყაროში ხართ. თქვენ მიისწრაფვით ყველაზე გულწრფელად და თავდადებულად. თქვენ სწორად იქცევით. თუ ჭეშმარიტება ან განხორციელება, რომლებსაც ისახავდა თქვენი ოცნება, ჯერ ვერ გამოვლინდა, ნუ იღელვებთ. მხოლოდ იგრძენით იმის აუცილებლობა, რომ თქვენი მისწრაფების ალი კაშკაშებდეს უფრო ძლიერად, უფრო ინტენსიურად.
**იმედი სუფევს, ამიტომაც ვცოცხლობ.*
*უთვალავმა იმედგაცრუებამ ვერ დამაშინა.**კვლავ ცოცხალი ვარ და ვფეთქავ, სიცოცხლით სავსე.*
*შავი ღრუბელი გაიფანტება,**დილის მზე კვლავ გამოჩნდება*
თავის ღვთაებრივ დიდებაში.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj