მოლოდინი მიწიერს მიგვაჯაჭვებს და გვზღუდავს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი როლი ნებისმიერი პირადი ჯილდოს მოლოდინის გარეშე. ამ დროს დაგვრჩება მხოლოდ ტკბილი იმედი. იმედი ტკბილი, ღვთაებრივი და გამამხნევებელი რამაა. როდესაც რაღაცის მიღების იმედი გვაქვს და მას ვერ ვიღებთ, ჩვენ არ ვბრაზდებით ან არ ვკარგავთ იმედს იმიტომ, რომ იმედში ღვთის ხელი ურევია. ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი იმედი ხვალინდელი რეალობაა, და ამ ცოდნიდან ჩვენ უზარმაზარი შინაგანი ძალის გამოტანა შეგვიძლია.
*სიმშვიდე იწყება* *მაშინ, როცა მთავრდება მოლოდინი.*
From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj