არასოდეს დანებდეთ

თუ გრძნობთ, რომ თქვენი მედიტაცია არ არის ისეთი ღრმა, როგორიც საჭიროა, არ დანებდეთ. ჩვენ ყოველდღე ვერ ვჭამთ დელიკატესებს, მაგრამ რაღაცას მაინც ვჭამთ. მსგავსად ამისა, როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ ვკვებავთ სულს, ჩვენ შინაგან არსებას. მაშინაც კი, თუ ვერ ვკვებავთ სულს უმაღლეს დონეზე ყოველდღიურად, ჩვენ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. უმჯობესია რაღაც საკვები მაინც მივცეთ სულს, ვიდრე ვაშიმშილოთ. ამიტომაც არასოდეს დანებდეთ; ყოველთვის ეცადეთ, იმედიტიროთ. ჩვენ უნდა გვქონდეს გლეხის მოთმინება. გლეხი ხნავს მინდორს და ამუშავებს მიწას. შემდეგ ღვთის იმედად უნდა იყოს და დაელოდოს წვიმას, რათა თესლისგან მცენარე აღმოცენდეს. ასევეა, ჩვენს მისწრაფების ცხოვრებაშიც, ჩვენ უნდა ვეწეოდეთ მედიტაციის პრაქტიკას, მაგრამ თან უნდა ვგრძნობდეთ ღვთის წყალობას, რომელიც წვიმასავით გადმოდის ჩვენზე. როდესაც გადმოდის ღვთის წყალობა, და ჩვენი ადამიანური ძალისხმევა ღმერთამდე ადის, ჩვენ ყოველთვის შევძლებთ, კარგად ვიმედიტიროთ.

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj