გულწრფელი სწრაფვა მიზნისკენ არ ნიშნავს იმას, რომ მოთმინება არ გაგაჩნდეს. უფროსკლასელი, რომელიც ხედავს, რომ მის ძმას მაგისტრის ხარისხი აქვს, შეიძლება ასევე გულით მიისწრაფოდეს იმავე მიზნისკენ. მაგრამ დროს ხომ ანგარიში უნდა გაუწიოს, წლები დასჭირდება მიზნის მისაღწევად და თუკი ახლა სწავლას უგანებს, გამოცდებზე ჩაიჭრება. როგორღა შეძლებს უნივერსიტეტში მოხვედრას?
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ წინსვლა თანდათან ხდებოდეს. თუ დავკარგავთ მოთმინებას, ჩვენ ასევე დავკარგავთ შთაგონებას და ვერასოდეს მივაღწევთ მიზანს. თუ ყოველთვის გულწრფელნი და მომთმენნი ვიქნებით, მცდელობაც კმაყოფილებას მოგვიტანს. ჩვენი ამჟამინდელი კმაყოფილება შეიძლება არ იყოს სრული, მაგრამ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის აუცილებლად სრული გახდება.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj