მამის მფარველი ხელები

სადაც არ უნდა ვიყოთ, ღვთის თანაგრძნობის მაგნიტი გვიზიდავს. ღვთისდა სამწუხაროდ, ჩვენ გვეშინია მისმა თანაგრძნობამ არ დაგვიჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს უყვარს ღმერთი, მათ ასევე ეშინიათ მისი. თუ რაღაც არასწორად გააკეთეს, ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთი მათ დასჯის. ღმერთს კი უპირობოდ ვუყვარვართ. როდესაც სულიერების პრაქტიკას ვეწევით, ამას უშიშრად უნდა ვაკეთებდეთ. სადაც ერთიანობაა, შეუძლებელია, არსებობდეს შიში.

თუ ღმერთის გვეშინია, მაშ როგორღა უნდა მივეახლოთ მას ან რამე მივიღოთ მისგან? თუ ბავშვს მამის ეშინია, ის მას მოერიდება. მაგრამ, თუ ბავშვს უყვარს მამა, მაშინ ბავშვი იგრძნობს, რომ მამა გამოიყენებს თავის ძალას არა მის საცემრად, არამედ დასაცავად.

თუ აშკარად გრძნობთ, რომ ცუდად მოიქეცით, მაშინ, უბრალოდ, გაიქეცით მარადიული მამისკენ თქვენი ლოცვით და მედიტაციით. ის გიმოიჩენს თავის უდიდეს თანაგრძნობას და შეგინდობთ თქვენს შეცდომას. ღვთის შენდობა შეცვლის თქვენს ბედისწერას.

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj