\- რატომ არ მაქვს თმა ხელისგულებზე? მთელს სხეულზე მაქვს თმები, ხელისგულებზე კი არცერთი ღერი არ არის.
ბირბალმა საჩქაროდ უპასუხა:
\- ეს იმიტომაა, რომ ხელებში ყოველთვის ბევრი ფული გიჭირავთ და გასცემთ მას. თქვენი ხელისგულები მუდმივად ეხახუნება ერთმანეთს, ამიტამაც გაგცვივდათ თმა ხელისგულებზე.
\- მაგრამ შენს ხელისგულებზეც რომ არაა თმები? - ჰკითხა აკბარმა.
ბირბალმა ჭკვიანური პასუხი გასცა:
\- უბრალოდ იმიტომ, რომ მე მუდმივად შენგან ვიღებ ფულს, თმა ჩემს ხელისგულებზეც გაიხეხა. შენ მუდმივად მაძლევ ფულს, მე კი მუდმივად ვიღებ, ამიტომაც ჩვენ არ გვაქვს თმა ხელის გულებზე.
\- მაგრამ მათზე რას იტყვი, ვინც შენსავით ფულს არ იღებს ჩემგან? რატომ არ აქვთ მათ თმა ხელებზე?
\- ო, ეს იმიტომაა, რომ ისინი ძალიან შურიანები არიან. შურიანი ხალხი ყოველთვის იმ ფულზე ფიქრობს, რომელსაც მაძლევ და რომელსაც ვიღებ შენგან. ისინი მუდმივად იფშვნეტენ ხელებს ფულის მიღების მოლოდინში, იწვიან შურისგან და სიხარბისგან, და იფშვნეტენ და იფშვნეტენ ხელებს. ამიტომაც არ აქვთ თმა ხელის გულებზე.
აკბარი ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა; მაგრამ სხვებმა უხერხულად იგრძნეს თავი ბირბალის ბრალდების გამო და სირცხვილისგან თავები დახარეს.
თუ გვშურს იმის, რაც გამცემს აქვს და რაც მიმღებს ეძლევა, ვერასოდეს მოვიპოვებთ სიხარულს ან გონების სიმშვიდეს. როდესაც შური ან სხვა ნეგატიური ძალა გვემუქრება, ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენში იმყოფება ყველაზე ძალმოსილი მეგობარი - ჩვენი სული. მოდით, სულის ფრთებქვეშ შევაფაროთ თავი. მოდით, მოვუხმოთ სულს და ვილოცოთ მის წინამძღოლობაზე. თუ საშველად ამ მეგობარს დავუძახებთ, რასაკვირველია, ის ჩვენი სახელით იბრძოლებს ნეგატიური ძალების წინააღმდეგ; სული გადაგვარჩენს, დაგვიცავს, გაგვასხივოსნებს და სრულყოფილებს გაგვხდის.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj