თავი მერვე

შურის ციებ-ცხელებიდან გულის ერთობისკენ

შურო,

შენ ჩემი გონების სისუფთავეს მპარავ,

შენ ჩემი გულის სიმშვიდეში იჭრები,

შენ ჩემი ცხოვრების ღვთაებრიობას იტაცებ.

ყოველდღიურ ადამიანურ ცხოვრებაში შური ჩვეულებრივი რამაა. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ შურს შეუძლია ჩვენი შესაძლებლობების განადგურება და მთელი ჩვენი შინაგანი პოტენციალის დანგრევა. ამიტომაც ჩვენ არ ვცდილობთ შურის დაძლევას ან დამარცხებას.

ჩვენ ადამიანების გვშურს იმიტომ, რომ მათ აქვთ გარკვეული უნარი ან მათ მიაღწიეს იმას, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ. მაგრამ, მოდით, ვნახოთ რამდენად შორს წაგვიყვანს შური. შური ვერასოდეს გააფართოვებს ჩვენს ცნობიერებას. პირიქით, ჩვენ ვგრძნობთ, რომ შურთან ერთად შეზღუდულობა შემოდის ჩვენში. შეზღუდულობასთან ერთად ჩვენში შემოდის მისი მეგობარი - არასრულყოფილება. არასრულყოფილებას ყოველთვის მოყვება ნგრევა. როდესაც სხვების გვშურს, ჩვენ კარს ვუღებთ სამ მეგობარს - შეზღუდულობას, არასრულყოფილებას და ნგრევას, და ისინი ერთმანეთის მიყოლებით შემოდიან ჩვენში.

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj