თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სიყვარულის აღქმის უნარი სხვებისადმი სიყვარულის გაცემით. რას უფრო მეტს გასცემთ, მით უფრო მეტს მიიღებთ. თვითგაფართოვება ღვთის გაფართოებაა. თქვენ აფართოებთ თქვენს საკუთარ რეალობას ღვთის უნივერსალურ რეალობაში.
თქვენ შეგიძლიათ უფრო გაზარდოთ თქვენში ღვთიური სიყვარულის აღქმა, თუ ყოველდღიურად იგრძნოთ, რომ თქვენი წყარო სიყვარულია და სხვა არაფერი, თქვენ კი დედამიწაზე იმისთვის ხართ, რომ ყოველ წამს თქვენი აზრებით და ქმედებით ჩუქნიდეთ სიყვარულს, რომელიც უკვე გაქვთ. ყოველ წამს ბევრი აზრი გიტრიალებთ თავში, ასე რომ შეგიძლიათ თითოეული თქვენი აზრით ჩუქნიდეთ სიყვარულს. და ყოველთვის, როცა მოქმედებთ, იგრძენით რომ თქვენი ქმედება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის გაფართოვება. როცა ფიქრობთ და მოქმედებთ, თუ გრძნობთ, რომ თქვენ სიყვარულს ჩუქნით კაცობრიობას, დანარჩენ სამყაროს, მაშინ თქვენ უფრო ძლიერ აღიქვამთ უნივერსალურ სიყვარულს.
სიყვარული გარდამქნელი ძალაა ჩვენს ადამიანურ ბუნებაში. სიყვარული აბსოლუტური მონობის ცხოვრებას გარდაქმნის უძლიერესი თავისუფლების ცხოვრებად. და, ბოლოს, სიყვარული შეიზრდება მარადიულ ცხოვრებაში.
ადამიანი თავისი ბუნებით მოსიყვარულეა.
მაგრამ ჯერ არ აღმოუჩენია რა არის სიყვარულის ღირსი. ეს ძიება მას აღვიძებს მისი ჭეშმარიტი „მე“-ს აღსრულებისთვის.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj