გარშემო მყოფებთ ისე უნდა მოეპყროთ, როგორც თქვენი საკუთარი სხეულის ნაწილებს. მათ გარეშე თქვენ არასრულყოფილი ხართ. თქვენ შეიძლება გრძნობდეთ, რომ ზოგიერთი ნაკლებად განვითარებულია, ან ნაკლებად მნიშვნელოვანია , მაგრამ ყველამ თავისი როლი უნდა ითამაშოს. ღმერთმა ხუთი თითი შექმნა. თუმცა ზოგიერთი სხვებზე უფრო მოკლეა ან სუსტი, თქვენ იცით, რომ სრულყოფილი ხართ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხუთი თითი გაქვთ. შუა თითი ყველაზე გრძელია. თუ გგონიათ, რომ მოკლე თითები არ გჭირდებათ, ძალიან შემცდარხართ. პიანინოზე დაკვრისას ან მანქანაზე ბეჭდვისას თქვენ ხუთივე თითი დაგჭირდებათ.
თქვენ მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ გიყვარდეთ გარშემო მყოფი ადამიანები, როდესაც გრძნობთ სამყაროს სრულყოფის და გარდაქმნის აუცილებლობას. თუ სამყაროსგან განცალკევებულად იარსებებთ, მაშინ თქვენი სრულყოფილება ძალიან შეზღუდული იქნება. შეუზღუდავი სრულყოფილება მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როცა ჩვენ მთელი კაცობრიობა შეგვიყვარდება. კაცობრიობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი ცხოვრების ნაწილი და დავეხმაროთ მას ჩვენი საკუთარი გასხივოსნებით. აი, მაშინ შევძლებთ საკუთარი თავის განხორციელებას.
*იყავი უნივერსალური შენს სიყვარულში*
*შენ დაინახავ სამყაროს* *როგორც ხატებას შენი საკუთარი ყოფიერებისა.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj