თქვენ შეიძლება დროებით დაგავიწყდეთ მრისხანება, მაგრამ თუ მას არ გაასხივოსნებთ, შეიძლება დაბლა დაგწიოთ. ვთქვათ, დღეს თქვენ უსიამოვნებები შეგემთხვათ. რამოდენიმე საათის შემდეგ თქვენ ეს გავიწყდებათ. სანამ არ აპატიებთ დამნაშავეს, თქვენ ვერ გაასხივოსნებთ მრისხანებას. მრისხანებას შეუძლია რამოდენიმე საფეხურით დაბლა დაგწიოთ ცნობიერების კიბეზე. ზოგჯერ ოჯახის წევრებს ეჩხუბებით, შემდეგ კი იძინებთ. დილით აღმოაჩენთ, რომ ვერ მედიტირებთ. თქვენ საერთოდ დაგავიწყდათ მომხდარი ამბავი, მაგრამ სანამ გეძინათ, მრისხანებამ ძალა მოიკრიბა. როდესაც რაღაც არასწორად გომოდის, უმჯობესია, სასწრაფოდ გამოასწოროთ და გაასხივოსნოთ ის.
მრისხანების გასხივოსნების ორი გზა არსებობს. ერთი გზაა - გააფართოვოთ გული. თუ უსამართლოდ მოგექცნენ, გამოიყენეთ გაიგივების ძალა. იგრძენით, რომ თქვენ თვითონ, ან თქვენი საკუთარი ცნობიერების გაფართოებული ნაწილი არასწორედ მოიქცა. რაც უფრო სწრაფად მოიცილებთ იმ აზრს, რომ სხვამ გაწყენინათ, მით უკეთესად იცხოვრებთ.
მეორე გზა - ვიფიქროთ საკუთარი თავის სრულქმნაზე. როდესაც შეწყვეტთ სხვების სრულქმნაზე ფიქრს და იზრუნებთ საკუთარ მისწრაფებაზე, თქვენ გათავისუფლდებით მრისხანებისგან. შეეშვით ირგვლივ ყურებას და იმის ძებნას, ვინ გიშლით ხელს ან ვინ დგას თქვენს გზაზე. ამის ნაცვლად უბრალოდ მთელი ყურადღება გადაიტანეთ საკუთარი თავის აღმოჩენაზე. როდესაც აღმოაჩენთ საკუთარ ჭეშმარიტ „მე“-ს, თქვენ ნახავთ, რომ არ არსებობს არასრულყოფილი ადამიანი დედამიწაზე. ყველა სრულყოფილია თქვენში.
*გუშინ ჭკვიანი ვიყავი.*
*ამიტომაც მსურდა სამყაროს შეცვლა.**დღეს ბრძენი ვარ.*
*ამიტომაც საკუთარი თავის შეცვლას ვიწყებ.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj