როდესაც რისხვა გიპყრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დაკარგეთ ერთიანობის გრძნობა გარე სამყაროსთან. თუ გაქვთ ერთიანობა, მაშინ არასრულყოფილების შემჩნევისას თქვენ შეეცდებით მის სრულქმნას; უწმინდურობის შემჩნევისას, შეეცდებით მის გაწმენდას. მაგრამ, როდესაც არ არის ერთობა, არასრულყოფილებას ან უსუფთაობას თქვენ აუცილებლად რისხვით პასუხობთ.
თუ ეს ნამდვილად, არაკონტროლირებადი მრისხანებაა, ესე იგი უმეცრებამ ძლიერ შემოგიტიათ. თუ მრისხენება გარედან მოდის, იგრძენით, რომ მტერი შემოდის თქვენში. თუ მრისხანება შიგნიდან მოდის, იგრძენით, რომ მტერს მიეცით ნება თქვენში ჩასახლებულიყო, ახლა კი გმართებთ დაამარცხოთ ის. როგორ? სიმშვიდით.
როცა ვმედიტირებთ, ჩვენი გონება სიმშვიდით ივსება. და, როდესაც გონებაში სიმშვიდეა, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ მრისხანება. თუ ყოველდღე ათი ან თხუთმეტი წუთის განმავლობაში თქვენ იმედიტირებთ სიმშვიდეზე, ნახავთ, რომ თქვენს მიმართ ცუდის ჩამდენს თქვენი სიმშვიდე მოერევა. სრული უფლება გაქვთ ვინმეზე განრისხებისა, მაგრამ იცოდეთ, რომ განრისხებით თქვენ მხოლოდ დაკარგავთ გონების ძვირფასს სიმშვიდეს.
*როცა ჩემი გული-სიმშვიდე ოცნებობს,*
*ჩემი ცხოვრება-ნეტარება მღერის.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj