როდესაც ადამიანის ნაკლოვანებები და ცუდი თვისებები თვალში საცემია, შეეცადეთ იგრძნოთ, რომ ისინი ამ ადამიანს მთლიანად არ წარმოადგენენ. მისი ნამდვილი „მე“ უსასრულოდ უკეთესია, ვიდრე ახლა ხედავთ. ეცადეთ ხედავდეთ ღვთაებრივს სხვებში, მიუხედავად ნაკლოვანებებისა.
როდესაც სხვის ნაკლოვანებებს ვხედავთ, ჩვენ არანაირად არ ვეხმარებით მას. ჩვენ მხოლოდ ვაყოვნებთ ჩვენს საკუთარ პროგრესს. თუ ნაკლს ვეძებთ სხვა ადამიანში, მისი არაღვთაებრივი თვისებები არ გაქრება, და არც ჩვენი შემცირდება. პირიქით, მისი არაღვთიური თვისებები გამოვა წინა პლანზე პატრონის დასაცავად, ასევე წინა პლანზე გამოვა ჩვენი სიამაყე, ქედმაღლობა და უპირატესობის გრძნობა. ადამიანში ღვთაებრივის დანახვით კი ჩვენ ვაჩქარებთ საკუთარ პროგრესს და სხვასაც ვეხმარებით მისი რეალობის ცხოვრების ღვთაებრივ საძირკველზე დაფუძნებაში. ჩვენ უნდა ვუყურებდეთ სხვებს მოსიყვარულე ადამიანის გულით და არა კრიტიკოსის თვალით.
იმისთვის, რომ ვხედავდეთ ღვთაებრივს სხვებში, ჩვენ ისინი უნდა გვიყვარდეს. ტყუილად კი არ ამბობენ: „სიყვარული ნაკლს ვერ ხედავს“. თუ ნამდვილად გიყვართ ვინმე, მაშინ რთულია ნაკლის გამოძებნა მასში. მიუხედავად იმისა, რომ დედამ იცის თავისი ბავშვის ნაკლოვანებები, მისი სიყვარული არ ქრება, იმიტომ რომ მან ერთობა დაამყარა ბავშთან. და მის ნაკლოვანებებს საკუთრად მიიჩნევს.
თუ თქვენთვის რთულია გიყვარდეთ ადამიანური ვინმეში, მაშინ გიყვარდეთ ღვთაებრივი მასში. ღვთაებრივი მასში ღმერთია. ღმერთი იმ ადამიანში ისევე არსებობს, როგორც თქვენში. ძალიან ადვილია გვიყვარდეს ღმერთი იმიტომ, რომ ის ღვთაებრივი და სრულყოფილია. თუ ყოველთვის, როდესაც უყურებთ ადამიანს თქვენ, შეძლებთ შეგნებულად ხედავდეთ ღვთის არსებობას მასში, მაშინ აღარ შეგაწუხებთ მისი და ნაკლოვანებები.
*ჩემო უფალო,*
*მხოლოდ ერთი რამ მასწავლე:**მიყვარდეს სამყარო ისე,*
*როგორც შენ გიყვარვარ მე.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj