გულის გზა
ღვთაებრივი სიყვარული უმაღლესის შეცნობის უსწრაფესი გზაა. გონებამ თავისი როლი ითამაშა. ახლა სამყარო მოითხოვს გულის სიმდიდრეს - სიყვარულს. თუ გულის გზით მივდივართ, დავინახავთ, რომ გულის სიღრმეში სულია დავანებული. მართალია, სულის სინათლე გამსჭვალავს მთელ სხეულს, მაგრამ უმეტეს დროს სული საგანგებო ადგილას იმყოფება - და ეს გულია. სულიერი გული გულმკერდის ცენტრშია განთავსებული. თუ გვსურს სულთან თავისუფალი მისადგომი გვქონდეს, ჩვენი ყურადღების ფოკუსირება გულზე უნდა მოვახდინოთ. ის გახლავთ წმინდა სიყვარულის და ერთობის ცენტრი.
თქვენ შეგიძლიათ სულიერი გულის მიღწევა კონცენტრაციით და მედიტაციით. თუ ამის გაკეთება გსურთ, ყოველდღე რამოდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ კონცენტრაციას უნდა ახდენდეთ გულზე და სხვა არაფერზე. თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ არ გაქვთ თავი, არ გაქვთ ფეხები, არ გაქვთ ხელები; თქვენ გაქვთ მხოლოდ გული. როცა გონებაში იმყოფებით, სიცოცხლე შეიძლება ხმელ ნაფოტად მოგეჩვენოთ. მაგრამ როდესაც გულში იმყოფებით, ცხოვრება შეიძლება გარდაისახოს წმინდა სიყვარულისა და ნეტარების ზღვად. თუ შეინარჩუნებთ თქვენს ცნობიერებას გულში, თქვენ თანდათან დაიწყებთ სპონტანური ერთიანობის გრძნობის განცდას. როდესაც თქვენ დაიწყებთ გულის სულიერი ნიადაგის დამუშავებას, თქვენ აღმოაჩენთ ღვთისადმი მზარდ სპონტანურ სიყვარულს და სპონტანურ ერთობას ღვთის ქმნილებასთან.
From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj